ჩვენ შესახებ

ჩაიხანა შემოქმედებითი, საერთაშორისო მედია პლატფორმაა, რომელიც კავკასიაში ქალების, სოფლად მცხოვრები ადამიანების, უმცირესობების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ჯგუფების პრობლემებს ეხმიანება. პირად ისტორიებზე ყურადღების გამახვილებით, მულტიმედიური, კონკრეტულ თემაზე ორინეტირებული პლატფორმის მიზანია, რომ  საზოგადოებას რეგიონში მცხოვრებ იმ ადამიანთა ხმები გააგონოს, ვისი ისტორიებიც არ შუქდება.

ჩაიხანა ყოველი თვის ახალ გამოცემაში, შემოქმედებითი და ექსპერიმენტული მიდგომების საშუალებით, უნიკალურ ისტორიებს აქვეყნებს, რაც მოიცავს ისეთ განსხვავებულ თემებს, როგორიც მაგალითად კავკასიის მიგრაცია, ან რეგიონში არსებული ბაზრობებია.  

ჩაიხანა იგივე, რაც საჩაიე სიმბოლურ, კოლექტიურ სივრცეს ნიშნავს, სადაც შეკრებილი ხალხი ისტორიებს, აზრებსა და გამოცდილებებს ერთმანეთს უზიარებს.  ჩაიხანას პლატფორმა, სამხრეთ კავკასიისა და მისი საზღვრების გარეთ ისტორიების გაშუქებით, ასეთ  სივრცეს უფრო ფართო მნიშვნელობას სძენს.  

ჩაიხანა უნიკალური სწავლების პროგრამით ახალგაზრდა, ნიჭიერ ჟურნალისტებს უნარ-ჩვევებს უვითარებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მედია სფეროში მოღვაწე პროფესიონალების აღზრდაში.



მისია

ხედვა

The leading cross-border documentary platform shifting perspectives and challenging social norms.


სპონსორები და პარტნიორები

ზოგადი

info@chai-khana.org

თანამშრომლობა და პრესა

Teona.Goderdzishvili@chai-khana.org

კოლაბორაცია

info@chai-khana.org

მისამართი

Impact Hub Tbilisi

8 ეგნატე ნინოშვილი, თბილისი

გამოგვყევით

საავტორო უფლებები

© 2015 - 2019 

სარედაქციო შენიშვნები

ვაკანსიები