ახალი რეალობის მოლოდინში
ნახვა: 1603
ენები: 

იგი ორჯერ გახდა იძულებული, საკუთარი საცხოვრებელი მიეტოვებინა. მაცი ლვოველს ვერასდროს წარმოედგინა, რომ თავის ცხოვრებას ტიხრულ მინანქარს დაუკავშირებდა. დღეს იგი სოციალურ საწარმო "იკორთას" თანამშრომელია, ხოლო წეროვნიდან გამოგზავნილი მისი ნაკეთობები თანდათან უფრო პოპულარული ხდება.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გადის და იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებული სოფელი წეროვანი ნელ-ნელა ქალაქს ემსგავსება. ომით დაზარალებულთათვის აშენებულ სახლებს ადრე ერთმანეთისგან რომ ვერ გაარჩევდით, დღეს ძველი გარეგნობისგან თითქმის აღარაფერი ატყვიათ.

 

 

ზოგიერთ ეზოში მდგარი სარწეველა და სათამაშო მანქანა იმის დასტურია, რომ მოდის ახალი თაობა, რომელსაც აგვისტოს ომი მხოლოდ გადმოცემით ემახსოვრება.

აგვისტოს ომად 2008 წლის 8 აგვისტოში საქართველოს ჩრდილოეთ ოლქში გაჩაღებულ საომარ მოქმედებებს მოიხსენიებენ, რომლის ერთი მხარე რუსეთის ფედერაციაა, მეორე - საქართველო. ომში ასევე ფიგურირებდნენ ოსი და აფხაზი სეპარატისტებიც. დღემდე არ არსებობს ერთიანი შეჯერებული პოზიცია, თუ ვინ წამოიწყო ეს ომი.

 

წეროვანი თავის თავზე ზრუნვას იწყებს და უკვე ჩნდება სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები: კაფე, მეწაღის სახელოსნო, ავტონაწილების მაღაზია, სუპერმარკეტი.

ამასობაში წეროვანში ზოგმა სასურსათო მაღაზია გახსნა, ზოგმა კაფე, ზოგიც მეწაღეობით ეხმარება დასახლებას. წეროვანი თავის პატარა ეკონომიკურ ცხოვრებას იწყებს, რომლის მონაწილეც იუველირი მაცი ლვოველიცაა.

 

მაცი ლვოველი თავისი ხელნაკეთი საყურეებით.

ტიხრულ მინანქარზე ორნახევარი წელია, რაც მუშაობს და სოციალურ საწარმო „იკორთას“ თანამშრომელია. განათლებით ბიოლოგს მანამდე ვერც წარმოედგინა, საიუველირო ხელოვნებასთან თუ მოუწევდა შეხება, დღეს კი უკვე თავისი ზოგიერთი ნაკეთობით ამაყობს.

„იცით, ტიხრული მინანქარი თურმე საერთოდ არ მოითხოვს სამხატვრო განათლების ქონას. ყველაფერი ეწყობა ხელის პატარა დეტალებზე მიჩვევით.“

 

ვერცხლისფორმებს, რომლებიცნაკეთობისსაბაზისონაწილია, თბილისშიყიდულობს, ხოლომასზედატანილიტიხრულიტექნიკითშესრულებულიორნამენტებიმთლიანადმაცისფანტაზიისნაყოფია.

 

ვერცხლის კორპუსზე ტიხრების დამაგრების შემდეგ, ნაკეთობა ღუმელში უნდა გამოიწვას, რომ გამყარდეს და შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ახლა უკვე შეიძლება ფერების ჩასხმა. ტიხრები სწროედ იმიტომ კეთდება, ფერები ერთმანეთში რომ არ აიზილოს.

 

ფერადი ფხვნილებით სავსე შუშის ფლაკონები და პატარა სამუშაო იარაღები „იკორთას“ ოფისის მთავარი ატრიბუტია, ისევე, როგორც მშვიდობის სურვილი, რომელიც აქაურობის ინტერიერსაც ეტყობა.

პროფესიის შეცვლამდე მაცი ვერც საკუთარი საცხოვრებლის დაკარგვას წარმოიდგენდა, რაც მას შემდგომში ორჯერ მოუხდა. პირველად იგი ცხინვალიდან ახალგორში გადმოსახლდა, როცა სამხრეთ ოსეთის ომი მოხდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ უკვე თბილისში გახიზვნა მოუწია. მალე წეროვანის დასახლებაც გააშენეს და მას შემდეგ პირველი უბნის მე-6 ქუჩის 24-ე ბინა მისი მისამართია.

„იკორთაც“ აქვე, რამდენიმე ქუჩის შემდეგ მდებარეობს, რომელიც მაცის მეორე სახლად იქცა. ეს სოციალური სოციალური საწარმო 2012 წელს, ორგანიზაცია „ბეთელის“ დაფინანსებით შეიქმნა. მას შემდეგ იგი თავის თავს ინახავს.

„ჯერ თვითონ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ითვალისწინებდა ამ ხელობის სწავლებას. აგრეთვე იმასაც, რომ ამ პროექტიდან ერთ-ერთი უნდა დაეტოვებინათ სახელოსნოში და მე დამტოვეს. და აქ ვმუშაობ აგერ უკვე მესამე წელია,“ - ამბობს მაცი ლვოველი.

 

მაცის განსაკუთრებულად უყვარს უკრაინა. მისი სამუშაო სივრცე ბევრ იქაურ სუვენირს იტევს. სწორედ მოძრაობა „რწმენა და სინათლის“ გამო აიღო მან ფსევდონიმი „ლვოველი“.

გარდა „იკორთაში“ მუშაობისა, მაცი კიდევ ერთი მიმართულებით მოღვაწეობს, რომელზეც ირიბად მისი ფსევდონიმი, ლვოველი მიანიშნებს. სინამდვილეში კი მისი გვარი გოჩაშვილია. უკვე 20 წელია, მაცი მოძრაობა „რწმენა და სინათლის“ მოხალისეა, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს, მათს ოჯახებს და დაინტერესებულს ართიანებს. ეს მსოფლიო მოძრაობა რამდენიმე უბნად იყოფა, რომელშიც საქართველო უკრაინასთან ერთადაა მოქცეული. მაცის უკრაინის ქალაქ ლვოვში „რწმენა და სინათლისგან“ შეძენილი მეგობრები ჰყავს.

სწორედ ამ სამეგობროს თხოვნით, სხვადასხვა ღონისძიებებითვის მაცი წერს სიმღერებს, რომლებსაც შემდეგ სხვადასხვა ენაზე თარგმნიან და ასრულებენ. ერთ-ერთ ასეთს, რომელიც თვითონაც ძალიან მოწონს, ჰქვია „ნუ გეშინია.“

 

90-იანი წლების საომარი მოქმედებების შემდეგ, როცა პირველად დაკარგა საცხოვრებელი, მაციმ მოახერხა და თავის ოს მეზობელს ცხინვალში დაურეკა. ერთმანეთს ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ, რომ რაც ხდებოდა ძალზედ არასწორი იყო. ასე აღდგა კავშირი გარკვეული დროით. როგორც იხსენებს, 2008 წლის ომმა კავშირის შანსი დაასამარა. თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.

„აი, ხომ დიდი ხანი გავიდა და ამ განცდით და ტკივილით ვცხოვრობთ და ძალიან რთულია. მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ყველაფერი დაკარგულია. რა ვქნა, არ გამიშვია გულში, რომ ვერ დავბრუნდებით. სულ ვფიქრობ, რომ ისე წავა ცხოვრება, რომ უნდა დავბრუნდეთ,“ - ყვება მაცი. როგორ უნდა მოხდეს ეს, ვერ წარმოუდგენია და ამბობს, რომ ახალი რეალობა მერე მოძებნის პასუხს ამ ყველაფერზე.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება