ბავშვები „ოცნების ქალაქიდან“
ნახვა: 2341
ენები: 

ასობით ოჯახი 2012 წელს აჭარის სოფელ ხელვაჩაურში ჩასახლდა იმ იმედით, რომ ახალი მთავრობა ეკონომიკური პრობლემების გადაჭრით ან საცხოვრებლით დაეხმარებოდა. ხის, მუყაოსა თუ სხვა მასალისგან მათ ქოხები ააგეს შუქის, გაზის და წყლის გარეშე.

 

 


  

2012 წელს ასობით ოჯახმა გადაწყვიტა აჭარის რაიონ ხელვაჩაურში გადასახლება. ოჯახების უმეტესობა ეკომიგრანეტბი არიან. მათ ჰქონდათ იმედი, რომ ახალი მთავრობა რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა და საცხოვრებლის პრობლემას მოაგვარებდნენ.

 

 


 

ნინო, დასთან და ტყუპ დებთან ერთად სტუმრებს მასპინძლობს. ტრადიციულად ყველასთვის თურქული ყავა იხარშება
ნინი და-ძმებს შორის უფროსია, თუმცა ყველაზე ხშირად უმცროს დას, ელენეს ეთამაშება, რადგანაც ტყუპები გამუდმებით ჩხუბობენ
ელენე

 

მეოთხეკლასელი ნინოს არ მოსწონს ოცნების ქალაქი, რადგანაც ის „ერთფეროვანია“ და უნდა, რომ სახლები სხვადასხვა ფერებში იყოს, მაგალითად ვარდისპერი, წითელი ან ლურჯი.

ნინო თავის უმცროს დასთან იყოფს საწოლს, მაგრამ უნდა, საკუთარი ოთახი ჰქონდეს, სადაც დახატავდა და საშინაო დავალებებს მოამზადებდა ისე, რომ ტყუპი ძმები ხელს არ შეუშლიდნენ. ხანდახან ნინო თავის დას და ძმებს ეხმარება დავალების მომზადებაში ან კიდევ „მასწავლებლობანას“ თამაშობს, სადაც ის მასწავლებელია და-ძმები კი მოსწავლეები არიან.

მიყვარს, სპორტიც, მაგრამ ნახე, როგორი ამინდია გარეთ. ატალახებულია ყველაფერი და დედა სათამაშოდ არ გვიშვებს,“ ამბობს ის და ფანჯრისკენ იშვერს ხელს, გარეთ საშინელი წვიმაა. შეუძლებელია ამ დროს ნინოს სახლამდე სუფთა ფეხსაცმლით მოსვლა.

ნინოს სახლი, უფრო სწორად ქოხი, თითქმის ისეთივეა, როგორც სხვა 1,700-მდე ქოხი სამეზობლოში, რომელსაც ხალხი იცნობს, როგორც „ოცნების ქალაქს.“ ქოხი პატარაა, საძირკველი არ აქვს, აგურებზე დგას, კედლები კი ხის და მუყაოსია. ოჯახები ვერ ახერხებენ, რომ სახურავი დახურონ ისე, რომ წვიმის დროს წყალი არ ჩამოვიდეს.

ვაიმე, დაბრუდნი?“ 13 წლის ნათია ჩვენკენ გამოიქცა, როდესაც წყალდიდობის მეორე დღეს დავბრუნდით „ოცნების ქალაქში.“

საშინელი მდგომარეობაა აქ, საშინელებაა. და წარმოიდგინე, ამ დატბორვის მეორე დღეს ჩვენ სამეზობლოში სახლი დაიწვა.“

დამწვარი სახლის ამბავი იმ დღის მთავარი თემა იყო უფროსებში და ბავშვებშიც. არავინ დაშავებულა, მაგრამ ნათია ყვება, რომ სახანძრო მანქანებს დააგვიანდათ და სახლი მთლიანად დაიწვა. როგორც ჩანს, საქმეს არავინ იძიებს, ადგილობრივები კი ფიქრობენ, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, არასწორად გაკეთებული ელექტრო-სადენების გამო.

თავდაპირველად, როდესაც „ოცნების ქალაქი“შენდებოდა ოჯახებს არც შუქი ჰქონდათ, არც გაზი, წყალი ან კანალიზაცია. თითქმის ორი წლის შემდეგ მოახერხეს, რომ შუქი ყველა ქოხამდე მისულიყო. ახლა ერთი მთვლელია და გადასახადს თანაბრად ყოფენ. გაზი არ არის, წყალი კი ეზოდან უნდა მოიტანო.

ყოველი წვიმის დროს ჩვენთან ისე წვიმს, როგორც გარეთ,“ ყვება ნათია.

გუშინ ლოგინი დასველდა და იატაკზე მოგვიწია ძილი.“

ნათია და-ძმებთან ერთად
ამ პატარა ოთახს 9 ადამიანი იყოფს
ნათია წყალდიდობის ამბების მოსაყოლად მოდის
წვიმის დროს უშველებელი გუბეები დგება
დატბორილი ტერიტორია ქალებმა ხრეშით დაფარეს
წყალდიდობის მეორე დღეს ერთ-ერთი ქოხი ბოლომდე დაიწვა

ნათიას ოჯახი ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახია. მას ექვსი და-ძმა ჰყავს. უფროსი და გათხოვდა და კახეთში გადავიდა საცხოვრებლად. ნათიას უნდა, რომ დას და დისშვილს ჩააკითხოს, თუმცა გზის ფული არ აქვს, საკმაოდ შორია.

ორი წელია აქ ვცხოვრობ. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, საშიშროება, მაგრამ როგორღაც მოვახერხეთ და მოვაწყვეთ აქაურობა. ახლა არაუშავს,“ გვიყვება ნათია, რომელიც შეშის ფეჩთან მდგომ ძველ ტახტზე ზის და-ძმებთან ერთად.

რაც არ უნდა იყოს, მომწონს „ოცნების ქალაქი“. მეგობრები აქაც მყავს და სკოლაშიც.“

ნათიას ოცნებაა სახლი, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა, მაგრამ დღეს უნდა, რომ კომპიუტერი ჰქონდეს.

იცი, ჩემი დის ოცნებაც ეს იყო.

მერე აისრულა ოცნება?

არა, ჯერ არა. გათხოვდა და ახლა ბავშვი ჰყავს მოსავლელი.“

დღეს ბავშვებისთვის მხიარული დღეა. უცხოელმა სტუმრებმა მათ მანდარინები დაურიგეს. ჩვენთვის არავის სცალია, რადგან ყველას სურს რაც შეიძლება მეტი მანდარინი მიიღოს.

ნათიას ოჯახს სახლი მაღალმთიანი ხულოს ერთ-ერთ სოფელში ჰქონდათ. წლების წინ

მეწყერმა სახლი გაანადგურა. ამიტომაც მათ ბინა ბათუმში იქირავეს და შვიდი წელი

იცხოვრეს.

კარგად არ ახსოვს, თუმცა მაინც ყვება, რომ წინა მთავრობა მის ოჯახს სახლს

პირდებოდა.

„მახსოვს, მამაჩემს რაღაცაზე მოაწერინეს ხელი, მაგრამ მოწერისთანავე რატომღაც სახლი

სამუდამოდ დავკარგეთ,“ განაგრძობს ნათია, თუმცა დეტალებს ვერ იხსენებს. როდესაც

გაიგეს, რომ „ოცნების ქალაქი“ შენდებოდა, ნაქირავები სახლი მიატოვეს და აქ

დასახლდნენ.

5 წლის გიორგი მშობლებთან ბებისასა და სამ დასთან ერთად ცხოვრობს და იხსენებს,

როგორი პაწაწინა იყო მათი პირველი ქოხი ამ ადგილას. ახლობლების და მეგობრების

დახმარებით მოახერხეს, რომ ბეტონის და ქვის კედლები აეგოთ, თუმცა კარგად ვერ

გადახურეს. მიუხედავად ამისა, ოჯახი დღევანდელი პირობებით კმაყოფილია.

„დასაძინებლად მივდიოდით, როცა გარშემო ათი ქოხი იყო. დილას კი ასი და მეტი ქოხი

გვხვდებოდა. სოკოებივით მრავლდებოდნენ.“

შემოდგომაზე, როცა უკვე ადრე ღამდება, უფროსები კოცონს ანთებენ და ბავშვები დაძინებამდე თამაშობენ
8 წლის სოფო ნახატებს გვათვალიერებინებს
თამუნას უნდა, თავისი და ზეინაბი გვაჩვენოს
თამუნა და ზეინაბი
გიორგი ჭურჭელს სასმელი წყლით ავსებს უფროსებთან ერთად
ზოგიერთი ბავშვი ნიკასავით სხვებისგან ცალკე არჩევს თამაშს
ხშირად ბავშვები უფროსებს ეხმარებიან ოჯახის საქმეებში

ადგილობრივების თქმით აქ 500-მდე ბავშვია და ყველას თავისი ამბავი აქვს

მოსაყოლი.ოჯახების უმეტესობა აჭარის მთიან სოფლებში ცხოვრობდა. წყალდიდობამ,

მეწყერმა და სხვა ბუნებრივმა მოვლენებმა სახლები გაუნადგურეს, ამიტომაც

საცხოვრებლის დატოვება მოუხდათ. ზოგმა ბინა იქირავა, ზოგი კი ქვეყნის სხვა

კუთხეში გადავიდა მთავრობის მიერ შეთავაზებულ სახლებში, თუმცა ბევრს იქ მიწა არ

დახვდა და ფულის შოვნა გაუჭირდა.

გიორგი, რომელმაც ფეხი ავარიაში დაკარგა, სახლში მეცადინეობს, ხშირად ძმასაც ამეცადინებს. მალე შეიძლება, სკოლაში დაბრუნდეს
ღამე „ოცნების ქალქში“ სიბნელეა და მშობლები არჩევენ, შვილები სახლში
დღე კი ყველა კუთხეში ჯგუფებად თამაშობენ ბავშვები

15 წლის სუხლანი და 8 წლის სოფოს საყვარელი საქმე თხილამურებით სრიალია.

სულხანი ოთხი წელია ჰოკეის თამაშობს და უნდა, მომავალში პროფესიონალი მოთამაშე

გახდეს. სოფოს კი ხატვა უყვარს და ამაყად გვაჩვენებს თავის ნახატებს.

10 წლის გიორგი ავარიაში მოყვა და ფეხი დაკარგა. „ოცნების ქალაქში“ მისთვის ცხოვრება

უფრო გართულდა. სკოლაში ვერ დადის. მასწავლებელი აკითხავს. რამდენიმე დღის წინ

პირველად სცადა სიარული, თუმცა ცუდმა ამინდმა ისევ სალხში გამოკეტა. მისი და-ძმა

სკოლის ლეპტოპით ერთობა, თუმცა ინტერნეტი არ აქვთ.

ნინო, რომელსაც უნდა, რომ „ოცნების ქალაქი“ ფერადი იყოს, ოცნებობს, რომ ახალ წელს

ერთხელ მაინც თოვლის ბაბუამ მოაკითხოს, რადგანაც არასდროს უნახავს.

„არ აქვს მნიშვნელობა, თუ არაფერს მომიტანს, უბრალოდ მინდა, რომ მოვიდეს და

ვნახო.“

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება