ბოლო გაჩერება - ნიქოზი
განაცხადი
ნახვა: 1549
ენები: 

იმ დროისთვის, როდესაც მატარებელი სოფლის სადგურს მიადგება, კონსტანტინე ერგემლიძე უკვე გათანგულია - ყოველდღიური ექვს საათიანი მგზავრობა, ხშირად, მისი ერთადერთი გამოსავალია. 1950-ანი წლებიდან ელექტრომატარებელი, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების ხელმისაწვდომი საშუალებაა, თბილისიდან ცხინვალის მიმართულებით მოძრაობდა. ცხინვალი ნიქოზიდან 3.3 კილომეტრით არის დაშორებული, მაგრამ 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ, ნიქოზის ადმინისტრაციული საზღვარი მატარებლის ბოლო გაჩერებაა.

ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელი ზოზინით მიუყვება სარკინიგზო ერთლიანდაგიან მაგისტრალს. ნიქოზიდან თბილისამდე 114 კილომეტრია. ყოველ დღე 67 წლის კონსტანტინე ვაშლის გასაყიდად სხვა ფერმერებთან ერთად დედაქალაქში მიემგზავრება. მატარებელი გამთენიისას გადის და სოფელში მზის ჩასვლისას ბრუნდება.

ვაშლები და ექსვ საათიანი გზა კონსტანტინეს ცხოვრების ძირითადი ნაწილია, ელექტრომატარებელი კი მისი მეორე სახლი.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება