ბროწეულას მკერავები
განაცხადი
ნახვა: 4862
ენები: 

1970-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, ახალგაზრდა ქალები ჩამოვიდნენ ბროწეულას სამანქანო-სალიანდაგო სადგურში სამუშაოდ. ეს იყო პირველი სადგური ამიერკავკასიაში, რომლის მუშა პერსონალის ძირითად ნაწილს ქალები შეადგენდნენ.

ისინი, როგორც დროებითი თანამშრომლები, ვაგონებში ცხოვრობდნენ, საკმაოდ კარგ ხელფასს იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე თვეში სახლში დაბრუნდებოდნენ.

თუმცა, ამ ქალების უმეტესობა (40-მდე ქალი) უკან აღარ დაბრუნებულა. ზოგიერთი მალევე დაოჯახდა და ბროწეულაში დასახლდა. დროთა განმავლობაში სახელმწიფომ მათთვის კორპუსებიც ააშენა.

დღესდღეობით სადგურს მხოლოდ ათი ქალი შემორჩა. ისინი უკანასკნელი რელსის მკერავები ქალები არიან, რომლებიც სულ მალე პენსიაზე გავლენ.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება