ჩასვლა
ნახვა: 3407
ენები: 

თბილისის მეტროს დეპო დღისითაც და ღამითაც სიცოცხლითაა სავსე. როდესაც ღამდება, მხოლოდ მემანქანეები იძინებენ. მათ დაძაბულ საქმეს ნათელი გონება და დასვენებული სხეული სჭირდება. "გამღვიძებელი" ის ადამიანია, ვინც პასუხისმგებელია განრიგის დაცვაზე: ის მემანქანეებს აღვიძებს. გაღვიძების შემდეგ ისინი ყავას სვამენ, სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გადიან, ამოწმებენ მატარებელს და მას სამუშაო დღისთვის ამზადებენ.

დილით სადგურიდან გასული მატარებლები რამდენჯერმე ბრუნდებიან დეპოში რეგულარული ტექნიკური შემოწმებებისათვის. დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შეაკეთებენ და აბრუნებენ თბილისის მიწისქვეშა გვირაბების ლაბირითებში.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება