ჩემი სახლის ზედხედი
განაცხადი
ნახვა: 1955
ენები: 

ერთი სახლი სოხუმშია, უფრო სწორად მეხსიერებაში, რომელიც მათ სოხუმიდან შემორჩათ. საუბრისას ყველა დეტალის აღდგენას ცდილობენ - ხის კიბის, მანდარინის ბაღის, შესასავლელი ჭიშკრის ფერის. მეორე სახლი უკვე თბილისშია, დევნილთა საცხოვრებელში. საუკუნის მეოთხედი გავიდა რაც წამოვიდნენ, მაგრამ მეხსიერება მაინც ინახავს მათი მშობლიური სივრცის ფერს, სუნს, ხმას და განცდებს.

გაორების მიზეზი 1992-1993 წლის აფხაზეთის ომია, რის შემდეგაც ათიათასობით ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი სახლი აფხაზეთში. სიშორის, ნოსტალგიის და საკუთარი სახლის ნახვის სურვილის ‘მოკვლას’ და ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვას ვირტუალურად ცდილობენ. თუმცა ეს მათ ასაკში დიდი გამოწვევაა, ისევე როგორც სატელიტიდან გადაღებულ კადრებს შორის სოხუმში დარჩენილი სახლის ამოცნობა.

ქეთი გიგაშვილი ექსპერიმეტნული ვიდეოსერიების „წერილების” ავტორია, სადაც აფხაზეთიდან დევნილები, თავიანთ აფხაზ მეგობრებსა და  მეზობლებს, რომელიც 23 წელია არ უნახავთ, წერილებს სწერენ.

ვიდეოს ბმული: https://chai-khana.org/en/letters-1

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება