გეი თბილისში - დაფარული და გამხელილი სექსუალობა
განაცხადი
ნახვა: 23864
ენები: 

დაფარული სექსუალობა

„დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს იწერ?” გიორგის (სახელი შეცვლილია) სურს, რომ დარწმუნდეს. მას, როგორც გეის, რომელიც პირადი სივრცისა და იდენტობის დასაცავად საკუთარ სექსუალობას მალავს,  ეშინია, რომ  გაკიცხავენ, რადგან საზოგადოება, სადაც ის ცხოვრობს ჯერ კიდევ ჰომოფობიურია.

ჩვენი შეხვედრის დროს, იგი თბილისში, შეხვედრებისთვის განკუთვნილ ადგილას სექსისთვის პარტნიორს ეძებს. დილის ხმაურისგან დასვენებული, ეს ადგილი ღამით მთლიანად გარდაიქმნება - აქ სიბნელე მიწისქვეშა ლაბირინთების მეგობარია, რაც გიორგის და ასევე სხვებს, საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილების საშუალებას აძლევს ისე, რომ ანონიმურობა შეინარჩუნონ. ამ ადგილას ერთი გამოხედვა, კუპიდონის ისარივით პოტენციური პარტნიორების მიმართ არის მომართული. გამოხედვა თანხმობის ნიშანია და წყვილი ტყეში უჩინარდება.  ქალაქში სადაც ისევ სულის შემხუთავი ზაფხული დგას, ფარული შეხვედრების ადგილას, დაახლოებით ათი 30-წლამდე ასაკის მამაკაცი ეძებს პარტნიორს.

ცოტა ადამიანმა იცის იმის შესახებ, რომ გიორგი გეია. იგი ონლაინ ნაცნობობას და ბარებს, სადაც ლგბტ პირები დადიან თავს არიდებს. თუმცა, თუკი ასეთ ადგილს ეწვევა იგი აუცილებლად სვამს. მათ ვინც საკუთარ სექსუალობაზე გახსნილად ვერ საუბრობს, ალკოჰოლი სირცხვილის დათრგუნვაში ეხმარება და ასევე გამბედაობას მატებს იმისათვის, რომ სექსისთვის ასეთ ადგილებს მიმართონ.

35 წლის გიორგი საკუთარი ოჯახის წევრებისგან ზეწოლას გრძნობს, რომ ცოლი მოიყვანოს. დიდი ალბათობით დათმობს და დაქორწინდება.  ამის შემდეგ კი, სავარაუდოდ ორმაგ ცხოვრებას გააგრძლებს.

„ხანდახან მიჭირს საკუთარ სექსუალობასთან შეგუება, თუმცა ზოგჯერ ასე არ ვარ. მაგრამ როგორ ფიქრობ ასეთი საქციელი (დაფარულ ადგილებში სიარული პარტნიორის მოსაძებნად) მისაღებია?” - მეკითხება ისე, თითქოს ჩემგან დადებით პასუხს მოელის.

ჩვენი საუბრისას, ერთ-ერთი მანქანა სვლას ანელებს, მძღოლი ფანჯრიდან თავს ჰყოფს და გინებას იწყებს „პიდარასტების ბირჟა”- ამბობს იგი. ეს მომენტი სიმშვიდეს არღვევს, გიორგი ნერვიულობს, მას საუბრის გაგარძელება აღარ სურს და ზრდილობიანად ასრულებს ინტერვიუს. 

ერთ-ერთი ფარული შეხვედრის ადგილი თბილისის ცენტრში, რომელიც მიწისქვეშ მდებარეობს და უსაფრთხოა იმ ადამიანებისთვის, ვინც სექსისთვის პარტნიორს ეძებს.
ასეთი ადგილები დილით სიცოცხლით სავსეა, ხოლო ღამე უკაცრიელი ხდება. ამიტომ ამ ადგილას გვიან ღამით, სექს მუშაკები და გეი პირები მოდიან, რომელთაც საკუთარი სექსუალობა არავისთვის გაუმხელიათ.
გეები რომელიც საკუთარ სექსუალობას მალავენ, გიორგის მსგავსად ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობენ. ისინი საზოგადოებრივ ნორმებს ემორჩილებიან და საკუთარ სექსუალობაზე არ საუბრობენ. 20-დან 30-წლამდე ახალგაზრდები, კი ოჯახის სურვილის შესაბამისად, იძულებულები არიან დაქორწინდნენ. ბერვი მათგანი ქორწილის შემდეგ ორმაგ ცხოვრებას აგრძელებს.

როდესაც პირველად პლეშკაზე მივედი (როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ) ანტოშკა და სანდრო წამომყვნენ - ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც ასეთ ადგილებში სექს მუშაკებსა და მსმ-ებს (მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან) პრეზერვატივებს ურიგებენ. ეს ორი ჯგუფი,  შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების  მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება. თუმცა, იმ მამაკაცთა უმეტესობა ვინც პლეშკაზე(რუსული სიტყვა, რომელიც ცარიელ/მელოტ ადგილს ნიშნავს) მოდის საკუთარ თავს გეის ან მსმ-ს არ უწოდებს, ამიტომ ჯანდაცვის მუშაკებს მიახლოების უფლებას არ აძლევს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი  ვინმე ნაცნობი არ ურჩევს მათთან გასაუბრებას.

ლელა ტრანსგენდერი სექს მუშაკია, იგი პლეშკაზე ყოველ დღე მოდის, კლიენტების მოსაძებნად.  

„იმ ადამიანთა უმრავლესობამ, რომელიც ღამე ამ ადგილას ხვდება, იცის თუ რა დანიშნულება აქვს მას. აქ შემთხვევით ცოტა ადამინი თუ მოვა, ან უბრალოდ დაბნეულები ჩაუვლიან გვერდს” - აღნიშნავს ლელა. პლეშკაზე მოსვლა დიდი რისკია. 

ლელა ტრანსგენდერი და სექს მუშაკია, რომელიც ფარული შეხვედრის ადგილას კლიენტების მოსაძებნად ხშირად დადის. ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმა ხშირია, ამიტომ მას ყოველთვის გაზის იარაღი დააქვს თან.

2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი კრძალავს ნებისმიერი ტიპის აგრესიას გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. თუმცა, როდესაც პლეშკაზე ოთხი ადამიანი ორ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა, გამოძიება არ დაწყებულა, რაც კანონის არაეფექტური აღსრულების მექანიზმზე მიანიშნებს. იგივე განმეორდა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობისას 2014 და 2016 წლებში, ამიტომ ლელა და მისი კოლეგები  თავის დასაცავად გაზის იარაღს ატარებენ.

კიდევ ერთი პრობლემა სამსახურის შოვნაა. 2006 წლიდან შრომის კოდექსი კრძალავს სამსახურში დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, თუმცა, ბევრ ტრანსგენდერ ქალს სექს მუშაკობა უწევს, რადგან ისინი სხვა სამსახურს ვერ შოულობენ. მათ ხშირად ბინის ქირაობაზეც კი პრობლემები აქვთ.

„ჩემი მეგობრების უმრავლესობამ ბავშვობიდან იცის ჩემს შესახებ. თუმცა ოჯახის წევრებისთვის ისევ მამაკაცი ვარ” - ამბობს ლელა. ქვეყანაში სადაც ჰომოსექსუალობა ცოდვად ითვლება, ტრანსსექსუალებს უფრო ცუდად ექცევიან, ამიტომ სრული ტრანსფორმაციისთვის, ჰორმონების თერაპიისგან ლელა თავს იკავებს. იმედი აქვს, რომ ერთ დღეს მშობლებიც გაუგებენ, რომ იგი კაცის სხეულში ჩაკეტილი ქალია. 

ჰომოფობიური გრაფიტი ხიდზე.

გამხელილი სექსუალობა 

Success Bar-ი თბილისის ცენტრალურ ნაწილში, პატარა ქუჩაზე მდებარეობის. სტუმრები ბარში შესვლისას, გულის ფორმის ნეონის განათებას ამჩნევენ. Success-ი საქართველოში პირველი და ერთადერთი გეი ბარია, რომელიც 2000 წელს გაიხსნა, თუმცა გარემოს გათვალისწინებით ბარმა მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო და მას მხოლოდ რამდენიმე სტუმარი ჰყავდა.

2016 წელს, როდესაც 27 წლის ნია გვათუას ნიუ იორკიდან მეგობარი ეწვია, მან ნიას გეი ბარში წაყვანა სთხოვა.  მაშინ ნია მიხვდა, რომ ერთადერთი ასეთი ადგილი, ჩაბნლებული და მივიწყებული Success-ი იყო, ამიტომ გადაწყვიტა ამ ადგილისთვის ახალი სიცოცხლე მიეცა. ნიამ ეს სივრცე იქირავა, გაარემონტა და 2017 წლის მარტში ბარი თავიდან გახსნა. ახლა იგი უფრო მიმზიდველი და უსაფრთხოა გეი პირებისთვის.

„თავიდან მხოლოდ ბარის გაკეთება მინდოდა, მაგრამ როდესაც ეს ადგილი გავხსენი მივხვდი, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა მეკისრებოდა,” -აღნიშნავს იგი. „სასაიმოვნო იყო იმისა დანახვა, თუ როგორ უხაროდათ გეი პირებს Success-ის წარმატება. ისინი კარგად გრძნობდნენ თავს ამ გარემოში, განსაკუთრებით ტრანსგენდერები, რომლებიც გეებსა და ლესბოსელებზე მეტად იჩაგრებიან.”

Success Bar-ი ერთადერთი გეი ბარია თბილისში, რომელიც 2001 წელს გაიხსნა. მას შემდეგ ეს ადგილი დავიწყებას მიეცა, თუმცა 2017 წელს იგი განახლებული სახით დაბრუნდა.
ნია გვათუა Success Bar-ის მფლობელია. 27 წლის ნიამ ბარი იყიდა და 2017 წელს მას ახალი სიცოცხლე შესძინა. ნიამ ბევრი წინააღმდეგობა გამოიარა. მას ხშირად ამცირებდნენ სოციალურ ქსელში და მის გარეთ.
ნია გვათუა გულის ფორმის ნეონის განათებასთან, რომელიც ბარის ერთ-ერთ ოთახში კიდია.
ცეცხლის ფორმის ნეონის განათება, რომელიც მოწევისთვის განკუთვნილ ოთახში კიდია. მიუხედავად იმისა, რომ Success-ი საჯარო სივრცეა, მისი სტუმრები კამერას ემალებიან.
ბარის შესასვლელში მკრთალი შუქის ჩრდილი კედელზე თამაშობს.

ბარისთვის მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდა. ტრადიციონალისტებმა გეი კლუბი ფეისბუკზე გაკიცხეს, ხოლო მოგვიანებით ადმინისტრაციასთან უამრავი გაგზავნილი განცხადების შედეგად, ბარის ფეისბუკის გვერდი დაიხურა. სოციალური ქსელი ჰომოფობიური კომენტარებით გაივსო, სადაც მოუწოდებდენ, რომ საქართველო „გეებისგან უნდა გაიწმინდოს.” ბარის ერთ-ერთი კრიტიკოსი, მსვლელობა „ქართული მარშის” ორგანიზატორი სანდრო ბრეგვაძე იყო, რომელმაც 2016 წლის თებერვალში საკუთარი სამთავრობო ადგილი დათმო, რადგან როგორც თავად ამბობს, იგი კომპრომისზე არ წავიდა და საკუთარი პრინციპები ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებაზე არ დათმო.

2017 წლის დასაწყისში ბარი გაქურდეს და იქიდან ძვირად ღირებული მუსიკალური ტექნიკა წაიღეს. ამასთან ერთად, მოიპარეს ფული და სასმელები, რომელიც 8 000$-ს შეადგენდა. იმ პერიოდში ნია ფიქრობდა, რომ პოლიცია ამ შემთხვევას არ გამოიძიებდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, საქმე დაიხურა. ბარის კამერამ ქურდები დააფიქსირა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ბარის ყოფილი დაცვის თანამშრომელი იყო. მას ბრალის წაყენების შემდეგ, ციხე ან ჯარიმა ემუქრება. დანარჩენი სამი თანამონაწილე გაუშვეს, მას შემდეგ, რაც მათ ყოფილ დაცვის თანამშრომელს ქურდობაზე ხელი დაადეს.

2017 წელს Success-ი თავიდან გაიხსნა და ახლა მას ახალი დაცვის თანამშრომელი ჰყავს. თუკი ბარს ისევ გაქურდავენ ან ბარის სტუმარს თავს დაესხმებიან, ნია გვათუა სამართალდამცავ პირებს აუცილებლად დაუკავშირდება.

„არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ასეთი რაღაც შეიძლება განმეორდეს”- ამბობს იგი. „ქალაქის ცენტრში ვართ და იმ შემთხვევაში, თუ ბარს თავს დაესხმებიან, იმედი მაქვს პოლიცია დაგვეხმარება, ეს მათი პასუხისმგებლობაა.”

„მე ვფიქრობ, რომ ჰომოფობები არ არსებობენ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არასწორი შეხედულებები აქვთ (არცოდნის ან გამოცდილების არქონის გამო). რაც არ გკლავს, პირიქით გაძლიერებს და ბოლო რამდენიმე თვე მეც უფრო ძლიერი გავხდი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი შეიძლება საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს და პატარა ნაბიჯებით ამის დამტკიცებას ვცდილობ. მსურს Success Bar-იც ერთი ასეთი წარმატებული ნაბიჯი გახდეს.”

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება