დანაწევრებული იდეოლოგია, საბჭოთა მოზაიკები საქართველოში
განაცხადი
ნახვა: 5143
ენები: 

1930-იანი წლებიდან მოყოლებული, მოზაიკები საბჭოთა ცხოვრებას ასახავდა: სამთავრობო შენობებზე, საცხოვრებელ კორპუსებზე, მატარებლის სადგურებსა თუ უზარმაზარ ქარხნებზე, ეს პატარა, ფერადი ნატეხები იმ მშვენიერ ცხოვრებასა და ნათელ მომავალს გადმოგვცემდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკები აშენებდნენ ხალხისათვის, ხალხის დახმარებით. დრო გადის და მოზაიკებიც თანდათან ხუნდებიან, როგორც წარსული ცხოვრების მოგონებები.

 

მოზაიკა ქუთაისის ელექტრომექანიკური ქარხნის გარე კედელზე ასახავს მუშებს, რომლებიც იმ დროისათვის თანამედროვე ტექნოლოგიას ჰქმნიდნენ. ქარხანა ძირითადად ნავთობის ტუმბებს აწარმოებდა. ფასადმა 1990-იანი წლებიდან ჩამოშლა დაიწყო.

მოზაიკებით შენობების მოპირკეთება პირველად მოსკოვის მეტროში დაიწყო, 1930-იან წლებში, და 1960-იანი წლებისათვის უკვე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჩვეული სანახაობა გახდა: სკოლების შენობებიდან პიონერები გვიღიმოდნენ, ქარხნების კედლებზე - კუშტი საბჭოთა მუშები, კოლხოზიდან კი - მხიარული საბჭოთა ფერმერები.

საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი პროგრესის აღწერა არამხოლოდ ქარხნის კედლებიდან, არამედ ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადზეც ხდებოდა, როგორც, მაგალითად, ქუთაისში მდებარე ამ შენობაზეა.
ჩაქუჩი და ნამგალი თითქმის ყველა მოზაიკაში ჩანს, როგორც ცალკე მდგომი სიმბოლო ან როგორც კომპოზიციის ნაწილი
მოზაიკებს ყველა ქვეყანაში საერთო თემა ჰქონდა, ბალტიისპირეთიდან დაწყებული, ყირგიზეთამდე. თუმცა ზოგჯერ ნახატები კონკრეტული ქვეყნისთვისაც იქმნებოდა. მაგალითად, ამ მოზაიკაზე, რომელიც მახინჯაურის საჯარო სკოლის კედელზეა ასახული, ქართველი მოსწავლეები არიან.

რადიშ თორდია, თავისი თაობის გამოჩენილი ხელოვანი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსადგურის ერთ-ერთი ავტორია. ეს მოზაიკა 1979 წელს შეიქმნა. რადიშ თოდრიას სხვა მოზაიკაზე აღარ უმუშავია. 80 წლის რადიშ თორდიას დღემდე შენახული აქვს მონახაზები. "გრძელი, ბიუროკრატიული პროცესი იყო," - იხსენებს თორდია.

 "როდესაც ჩემი ჩანახატები ხელოვანთა საბჭოს წარვუდგინე, თავმჯდომარეს არ მოეწონა იდეები და მითხრა, რომ მუშტი, თოფი და შუბი დამეხატა იმისათვის, რომ უფრო რევოლუციური ნახატი გამოსულიყო. ეს მეტროსადგური კი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და პარკს შორის იყო, ჩემი ნახატები კი უკვე დამტკიცებული იყო ქვედა რგოლებში. ეს ტერიტორია რევოლუციური იდეებისაგან შორს იდგა, ამიტომ ამ დეტალების განვითარებაზე უარი ვთქვი."

 

ტექნიკური მეტროსადგურის გაფორმება უნიკალურია, რადგან მოზაიკისა და სმალტის სკულპტურების ნაზავია. თორდია თავის პარტნიორებთან, იდენ ტაბიძესა და აპოლონ ხარებავასთან ერთად მუშაობდა, რომლებიც მოზაიკისა და სკულპტურის ოსტატები არიან. 

"ფერადი ფრაგმენტები მოსკოვიდან ჩამოტანილი სმალტითაა გაკეთებული. თუმცა ჩვენ მხოლოდ 9 ფერი გამოგვიგზავნეს, ნახატს კი ბევრად მეტი სჭირდებოდა. ფერებს ნაწილების დაწვით ვურევდით და საბოლოოდ 28 ფერი მივიღეთ."

 ათასობით ფეხითმოსიარულე ისე ჩაუვლის გვერდს მოზაიკას, რომ არც კი გაიხედავს მისკენ. თორდიას აღელვებს ის საკითხი, რომ მოზაიკას არ უვლიან და არც შესაბამისად ანათებენ. ფერებს მტვრის სქელი ფენა ადევს.  

"ძალიან ვეცადე, უამრავ ადამიანს ვთხოვე, რომ დამხმარებოდნენ და ჩემი მოზაიკა ისე გამენათებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, თუმცა ამაოდ," - ამბობს იგი.

 

41 წლის ნინი ფალავანდიშვილი ათეულობით წელია საბჭოთა ხელოვნებას სწავლობს და განსაკუთრებით უყვარს მოზაიკები. ნინიმ სხვა მოყვარულებთან ერთად Google Maps-ზე საქართველოს მოზაიკების რუკის მონაცემთა ბაზა შექმნა. აქ თითქმის ყველა შემორჩენილი მოზაიკის ნახვას შეძლებთ. ნინი ხაზს უსვამს, რომ მოზაიკა იმდროინდელი ქუჩის ხელოვნება იყო

"ეს საბჭოთა კავშირის ქუჩის ხელოვნება იყო და საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგევლობდა. ძნელია იმის თქმა, რატომ გახდა 1960-80 წლებში მოზაიკა ფასადის გაფორმების ჩვეული ფორმა."

 

მოზაიკები ხშირად ასახავდნენ რელიგიურ და ისტორიულ სცენებს. ეს დეკორატიული კედელი ორთაჭალაში შუასაუკუნეების ნადირობას გადმოგვცემს.

ფალავანდიშვილის აზრით, საბჭოთა მოზაიკა მაინც და მაინც პროპაგანდა არ იყო: "პროპაგანდას არ ვიხმარდი ამ ხელოვნების აღსაწერად. უბრალოდ ისეთი დრო იყო, რომ იდეის დასამტკიცებლად უამრავი განყოფიბელა უნდა გაგევლო, მოზაიკა კი კარგი შანსი იყო ხელოვანისთვის შემოსავლის მისაღებად."

 

ლაგუნა ვერეს საცურაო აუზი, თბილისი
სავაჭრო კავშირის კულტურული ცენტრი, თბილისი

ზოგ შემთხვევაში შენობის დაგეგმვისთანავე იყო გათვალისწინებული მოზაიკა, მაგალითად, სავაჭრო კულტურის ცენტრისა და ლაგუნა ვერეს საცურაო აუზის შემთხვევაში. ორივე ჯერზე უზარმაზარი ფასადური მოზაიკა თავიდანვე იყო დაგეგმილი.

ფალავანდიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში მოზაიკა და არქიტექტურა ერთმანეთს ერწყმის და ორგანულ სტრუქტურას ვიღებთ. იქ, სადაც მოზაიკა მოგვიანებითაა დამატებული, საბოლოო შედეგი იმდენად მომხიბვლელი ან შინაარსიანი არ არის.  

 

 

ფალავანდიშვილის ერთ-ერთი საყვარელი მოზაიკა, თბილისის ტელეგადამცემი ანძის ქვეშ

ფალავანდიშვილისთვის მთავარი პრობლემა ის ცუდი პირობებია, რაშიც მოზაიკაა დღესდღეობით. "ეს ხელოვნების სათუთი ნიმუშია. თუ ნატეხი ჩამოვარდება, ირგვლივ სხვებიც მიჰყვება და ცოტა ხანში სურათის აღდგენა შეუძლებელი გახდება. ამის მაგალითი ხშირად გვქონია, თუმცა მთავრობა მოზაიკების შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებს. არადა ეს ჩვენი წარსულია, საბჭოთა საქართველოს ხელოვნება."

 

ბათუმის დელფინარიუმი
ბიზნეს ცენტრი აღმაშენებლის გამზირზე, თბილისში

რვაფეხა, ბათუმში არსებული ყოფილი კაფე, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოზაიკური კონსტუქციაა. ის ქართველმა არქიტექტორმა, გიორგი ჩახავამ და მხატვარმა და პროფესორმა ზურაბ კაპანაძემ დააპროექტეს და ისეთმა პროფესიონალებმა ააგეს, როგორიცაა გზების ინჟინერი პაატა დობორჯგინიძე. ეს მშენებლობა ბათუმის ბულვარში 1975 წელს დასრულდა. ის რვაფეხას რვა ფეხზე დგას და რვა არკისებრი შესასვლელი აქვს.

შენობის ძირითადი სტრუქტურა სპეციალური ლითონის ხელით გაღუნვით შეიქმნა, შემდეგ კი თხევადი შუშით შეივსო. ექსტერიერი მოზაიკებითა და ზღვისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფორმებით შეივსო. 

2014 წელს საზოგადოება გაერთიანდა რვაფეხას დასაცავად. ფალავანდიშვილი ამ ადამიანებს შორის ერთ-ერთი იყო. მან კაფე "ფანტაზიის" წარსული დღეების ამსახველი გამოფენა მოაწყო. ნაგებობა გადარჩა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ არ არის აღდგენილი. 

 

ქუთაისის ქარხანის დიდი კედელი 2010 წელს. შენობა მოზაიკასთან ერთად 2014 წელს განადგურდა. ქარხანაში შიდა და გარე მოხმარების ფერადი საღებავები მზადდებოდა, ექსკლუზიურად ადგილობრივი მინერალებით.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება