დები ახალქალაქიდან
განაცხადი
ნახვა: 3607
ენები: 

აკსანა გიგოლიანისთვის უნივერსიტეტში სწავლა იდენტობის დილემის წინაშე დადგომას ნიშნავს.

18 წლის აკსანა სამცხე-ჯავახეთის რაიონში, სოფელ ხულგუმოში ცხოვრობს. მას სურს საკუთარი დის გზას გაჰყვეს და სწავლა თბილისში გააგრძელოს.

აკსანას და მის დას, სხვა თანატოლების მსგავსად ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია სურთ, მაგრამ მათი მშობლები და უფროსი თაობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დები სომხურ წარმომავლობას დაივიწყებენ.

ეთნიკური სომხები, როგორც გიგოლიანები საქართველოს მოსახლეობის 4.5 პროცენტს წარმოადგენენ. ბევრი მათგანი სომხურად საუბრობს.

ქარულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მოზარდებს ქართული ენის გაკვეთილებზე უწევთ სიარული, რადგან მის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება გაუჭირდებათ. 

ენის ბარიერის მიუხედავად, ახალგაზრდა გიგოლიანს, ერევანის მაგივრად თბილისში სწავლა ურჩევნია, რადგან ქართულ უნივერსიტეტში სწავლა ნაკლები ჯდება და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში სამსახურის შოვნა უფრო მარტივია. 

აკსანას მშობლები კი ფიქრობენ, რომ შედეგად შვილებს საკუთარი იდენტობის დათმობა მოუწევთ.


ივლისი 2018, იდენტობა

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება