დროის ნაპერწკალი
განაცხადი
ნახვა: 1343
ენები: 


საბჭოთა კავშირის ამბავი ბაბუაჩემის ამბავია. იგი 1919 წელს, საქართველოს გასაბჭოებამდე ორი წლით ადრე დაიბადა და 1997 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან ექვსი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ბაბუაჩემის 78-წლიან ცხოვრებას, მილიონობით სხვა საბჭოთა ადამიანის ცხოვრების მსგავსად, ეპოქამ თავისი მიმართულება მისცა – მეორე მსოფლიო ომი, კომუნისტური პარტია, ქორწინება, ახალი სახლი და ნივთები. საბოლოოდ, ყველაფერი საბჭოთა კავშირის დაშლით და მალევე – მისი სიკვდილით დასრულდა. ბაბუაჩემის კვალი სამუდამოდ წაიშალა, როდესაც ხანძარმა მისი მამაპაპისეული სახლი გაანადგურა.

ამ კომუნისტი კაცის ამბავს ხანძარსგადარჩენილი პირადი ნივთები აცოცხლებენ.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება