გაუკვალავი გზა
ნახვა: 1463
ენები: 

1950 წელს დანოს ოჯახი დროებით თიანეთში გადასახლდა. აქ დანომ ხევსური ქრისტიანი ბიჭი, ირაკლი გაიცნო. წყვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ, 1953 წელს.

დანო ახლა პანკისის ხეობაში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სოფელ ომალოში. ის აქ 1995 წელს დაბრუნდა. ეს დაბრუნება არ იყო იოლი: მისი ყოველდღიურობა სავსეა  ბრძოლითა და გამოწვევებით. მიუხედავად იმისა, რომ მისმა მუხლჩაუხრელმა შრომამ, სიკეთემ და გულწრფელობამ ადგილობრივი მაცხოვრებლებისაგან პატივისცემა დაიმსახურა, მისი დამოუკიდებელი ცხოვრება ქისტებისთვის მაინც უცნაურად აღიქმება. დანო ახერხებს შეინარჩუნოს მყარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხისადმი თავისი ძლიერი პიროვნების წყალობით. ის თვლის, რომ მისი გული საუკეთესო მრჩეველია ყველა საკითხში.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება