გურჯები
განაცხადი
ნახვა: 1162
ენები: 

აბდულაჰ თათაროღლი თურქეთის სოფელ გაზელში ცხოვრობს. დაბადებიდან თურქულ გვარს ატარებს, თუმცა თავს ყოველთვის გურჯად ანუ ქართველად მოიხსენიებს. მისი დიდი ბაბუა იუსუფ მიქელაძე თურქეთში, აჭარიდან რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, 1878 წელს გადასახლებულა.

თურქეთის სხავდასხვა მხარეში, აბდულაჰის მსგავსად, თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ გადასახლებული ქართველების, ათასობით შთამომავალი  ცხოვრობს. მხოლოდ ინეგოლის რაიონში, სადაც აბდულაჰის სოფელი მდებარეობს, 18 ქართული სოფელია. რადგან ქართული გვარის ტარება ეკრძალებოდათ, გურჯების ზოგიერთ ოჯახში წინაპრების ქართული გვარები დაიკარგა. თუმცა,  წლებმა ვერაფერი დააკლო, მშობლიური ენის სიყვარულს, რომელსაც დღემდე აჭარული დიალექტით ინარჩუნებენ. პროფესიით მასწავლებელი, თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ყოველკვირეულად ენის გაკვეთილებს უტარებს. თანამდეროვე ქართული მკვეთრად განსხვავდება თურქეთში ბებია-ბაბუებისგან ნასწავლი ქართულისგან, რაც ერთგვარი გამოწვევაა, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც. 


 


 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება