გზა ურმუჩიდან თაქალომდე
ნახვა: 1069
ენები: 

ურმუჩი ჩინეთის ქალაქი, თაქალო კი მარნეულის ერთერთი სოფელია. რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ამ ერთი შეხედვით ძალზედ განსხვავებულ ადგილებს ერთმანეთთან ?! ჩვენი ისტორია ამ ადგილების მაცხოვრებლების თანაცხოვრებაზეა.

ურმუჩიდან სოფელ თაქალოში მოსახვედრად დიდი გზა გამოიარეს იმ აგრონომებმა, რომლებიც ე.წ „ჩინურ სათბურში“ საქართველოს სასათბურე კულტურისგან გასხვავებით სრულიად ახალი ტექნოლოგიებით აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. როგორც ისინი ამბობენ, მარნეულის მიწები ნაყოფიერია და მისი მაქსიმალურად ათვისება უნდა მოხდეს.

სათბური ახალი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და მზის სისტემით მარაგდება. ის მიწის ქვეშ 4 მეტრის მანძილზეა განლაგებული. ამოჭრილი მიწა სათბურის ერთმხარეს იყრება და ქმნის კედელს. ამ კედელში გროვდება მზის ენერგია, საღამოს კი სათბურს სპეციალური ქეჩა გადაეფარება და ასე ყველა სეზონზე სათბურში ტემპერატურა  30-25 გრადუსია.

სათბურში  ჩინელები და აზებაიჯანელები ერთად შრომობენ. ისინი თავიდან ვერ ახერხებდნენ კომუნიკაციას, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, ერთად მუშაობის შედეგად ერთმანეთის ენები შემოესწავლათ და დღემდე ასე ურთიერთობენ. სათბურში ბევრი ადგილობრივია დასაქმებული, მათთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

სოფელ თაქალოში 780 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულები. თაქალოელები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაზარზე ოჯახური წარმოების ყველს და რძეს, ასევე საკუთარ ბაღებში მოყვანილ პროდუქციას ყიდიან. „ჩინური სათბურის“ გაჩენამ კი ადგილობრივებისათვის  სამუშაო ადგილები შექმნა და შემოსავლის წყარო გააჩინა.

გამოგვყევით, ჩვენ ერთი ჩინური სათბურის ამბავს გიამბობთ.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება