ჰოსპიტალი - ვეტერანების მორიგი ფრონტი
ნახვა: 2593
ენები: 

თბილისში, იამანიძის ქუჩაზე სამსართულიან შენობაში განთავსებული საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს და ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულ 70 000-ზე მეტ ვეტერანს ემსახურება.

 ვეტერანთა ჰოსპიტალის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. რამდენადაც საქმიანობის ლიცენზიებს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო გასცემს,  დარგობრივად  კლინიკა ამ უწყებას ექვემდებარება.

 ჰოსპიტალში ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსაურება 2016 წლამდე უფასო იყო. კლინიკის ფუნქციონირებისთვის ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 800 000 ლარით ფინანსდებოდა. დაფინანსება სამთავრობო დადგენილების საფუძველზე ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაიცემოდა, თუმცა მიმდინარე წელს შესაბამისი დადგენილება მიღებული არ არის, საკითხი ღიაა.

 2016 წლიდან ომის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა შეწყვიტა კლინიკის დაფინანსება. კლინიკის თანამშრომლები  უხელფასოდ განაგრძობენ მუშაობას, პაციენტებს კი ხშირ შემთხვევაში თავად უწევთ საჭირო მედიკამენტების შეძენა. ჰოსპიტალში შეიქმნა ე.წ. შტაბი, რომელშიც ერთიანდებიან კლინიკის მედპერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პაციენტები მოთხოვნით, სახელმწიფომ აღუდგინოს დაფინანსება ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსიტალს.

 

 ჰოსპიტალი პაციენტებს ფართო პროფილის სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს და მოიცავს - პოლიკლინიკურ, ქირურგიულ, ინტენსიური  და ზოგადი თერაპიის განყოფილებებს. სტაციონარი  80 საწოლზეა გაშლილი და წლის განმავლობაში საშუალოდ 1700-ზე მეტი პაციენტს ემსახურება, ამბულატორიაში კი წლიურად 12000-მდე პაციენტს 15000ზე მეტი ვიზიტი ფიქსირდება.

 

გიზო კანდელაკი, 86 წლის თბილისიდან. მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე. ჰოსპიტალში მერვედ წევს, ამჯერად მწვავე ბრონქიტის, გულის უკმარისობის დიაგნოზით.
რუჟენ გუდაძე, 68 წლის იძულებით გადაადგილებული ცხინვალიდან. ავღანეთის ომის მონაწილე. ჰოსპიტალში მეოთხედ წევს, ამჯერად გულის იშემიური დაავადებით.
რობერტ შენგელია, 59 წლის თავშესაფრის გარეშე თბილისიდან. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე. ჰოსპიტალში მესამედ წევს, ამჯერად მიკროინფარქტით.
მერი ჩლაიძე, 86 წლის რაჭიდან. ეორე მსოფლიო ომის მონაწილე. კლინიკაში მესამედ წევს ართრიტის დიაგნოზით.
მერი ცისკარიანი, 76 წლის იძულებით გადაადგილებული აფხაზეთიდან. აფხაზეთის ომში შვილი დაკარგა და ჰოსპიტალში მეთხუთმეტედ წევს, როგორც მარჩენალდაკარგული ართრიტის დიაგნოზით.
მერაბ ბერულავა, 43 წლის თბილისიდან. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე. ჰოსპიტალში პირველად წევს ნევროზის დიაგნოზით.
გიორგი ოდიშვილი, 64 წლის გარდაბანიდან. აფხაზეთის ომის მონაწილე. ოცდამეერთედ წევს ჰოსპიტალში, ამჯერად გულის უკმარისობით.
ანზორ იოსელიანი, 67 წლის თბილისიდან. აფხაზეთის მოის მონაწილე. მეხუთედ წევს ჰოსპიტალში, ამჯერად გასტრიტის სამკურნალოდ.
მურმან ცერცვაძე, 64 წლის თბილისიდან. აფხაზეთის ომის მონაწილე. მეექვსედ წევს ჰოსპიტალში ამჯერად პნევმონიის დიაგნოზით.
მამუკა ხუბაშვილი, 49 წლის დუშეთის რაიონიდან. აფხაზეთის ომის მონაწილე. მეხუთედ წევს ჰოსპიტალში, ამჯერად თირკმელების უკმარისობით.
ივანე ოჩიგავა, 52 წლის თბილისიდან. აფხაზეთის ომის მონაწილე. კლინიკაში მეოცედ წევს, ამჯერად პნევმონიიტ და თირკმელების უკმარისობით.
შოთა გოგოლაძე, 60 წლის ხარაგაულიდან. აფხაზეთს ომის მონაწილე. ოცდამესამედ წევს კლინიკაში ამკერად ინსულტის დიაგნოზით.
იასონ კიტრიშვილი, 91 წლის დუშეთიდან. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. ჰოსპიტალში მეათედ წევს, ამჯერად ბრონქიალური ასთმის სამკურნალოდ
იმედა გოგოჭური, 43 წლის თბილისიდან. აფხაზეთის ომის მონაწილე. მესამედ წევს კლინიკაში სათესლე ჯირკვლების ანთების დიაგნოზით.
ასლან ბაღაშვილი, 90 წლის თეთრიწყაროდან. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მესამედ წევს ჰოსპიტალში ართრიტის სამკურნალოდ.
ზაქარია ვახტანგაშვილი, 80 წლის იძულებით გადაადგილებული დიდი ლიახვის ხეობიდან. სამაჩაბლოს ომის ვეტერანი.მესამედ წევს ჰოსპიტალში ამჯერად ნერვიტის დიაგნოზით.
ოთარ კობერიძე, 46 წლის თბილისიდან. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის მონაწილე. პირველად წევს ჰოსპიტალში ღვიძლის ცეროზის დიაგნოზით.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება