იეზიდები საქართველოში: რელიგია როგორც იდენტობა
განაცხადი
ნახვა: 10774
ენები: 

დიდ ფართობზე გაშენებულ ვარკეთილის უბანში, უბრალო, დაბალი და განიერი შენობა გამვლელების უმეტესობას არაფერს ეუბნება, თუმცა შენობის თავზე არსებული გუმბათი მსოფლიოში არსებული იეზიდური ტაძრებიდან ერთ-ერთზე მიგვანიშნებს.

იეზიდები ეთნიკურად ქურთებთან არიან დაკავშირებულნი და ძირითადად ჩრთილოდეთ ირანში, ჩრდილოეთ სირიასა და აღმოსავლეთ თურქეთში ცხოვრობენ. მათი რელიგია მონოთეისტურია. კავკასიის მასშტაბით იეზიდები ყველაზე დიდი რაოდენობით სომხეთში არიან წარმოდგენილნი, სადაც მათი უდიდესი ტაძარი მდებარეობს. საქართველოში მე-19 საუკუნიდან ცხოვრობენ.

დიდი ისტორიის მიუხედავად, აღნიშნული ეთნო-რელიგიური საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ისინი გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან. 2002 წლიდან იეზიდების რაოდენობა საქართველოში სამჯერ შემცირდა. ამჟამად ქვეყანაში 12 000  იეზიდი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ვარკეთილსა და გლდანშია დასახლებული. დღესდღეობით იეზიდები საქართველოს მოსახლეობის 1%-ს წარმოადგენენ.

საქართველოში იეზიდების რაოდენობის კლება მეტწილად რუსეთსა და თურქეთში მიგრაციას უკავშირდება. იეზიდებმა, ტერორისტული ორგანიზაციის აისისი გამო დატოვეს ერაყი და სირია. ბოლო წლების განმავლობაში ასევე აღინიშნება მათი გადინება საქართველოდან, სამუშაოს არქონის გამო.

საქართველოში იეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღოლი დიმიტრი ფირბარი აღნიშნავს, რომ იეზიდთა რაოდენობის კლების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ასიმილაციის სირთულეა.

ბევრ ახალგაზრდა იეზიდს არ სურ საკუთარი თანატოლებისგან განსხვავებული იყოს და სხვა რელიგიას იღებს. 

ასეთი გადაწყვეტლება დიმიტრი ფირბარის აღელვებს, რადგან მიაჩნია, რომ იეზიდებისთვის რელიგია და იდენტობა ერთი და იგივეა.

„ამ ახალგაზრებს მხოლოდ ის ახსოვთ, რომ წარმომავლობით იეზიდები არიან, სხვა ყველაფერს კარგავენ: [თავიანთ] იდენტობას, რელიგიას.”

 „ნამდვილი იეზიდი რელიგიური უნდა იყოს” - ამბობს 59 წლის შეიხ ნური, თბილისის იეზიდების ტაძრის წინამძღვარი.

თბილისში, იეზიდების ტაძარში, ლოცვები კანდელაბრთან იკითხება, რომლის შუქიც ზეციური ძალის სიმბოლოა.
შეიზ ნური იეზიდების ტაძრის მღვდელმთავარია.
შეიხ ნური ამბობს, რომ 10-15 კაცი მიდის ტაძარში მასთან სასაუბროდ, რჩევების მისაღებად და იეზიდიზმის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად. იგი ტაძარში დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე მუშაობს.
ტიპიური ორნამენტებით გაფორმებული ტაძარი ერაყში მდებარე იეზიდების მთავარ ტაძარს, ლალიშს ჰგავს.
ტაძრის კედლები გაფორმებულია ლოცვის წარწერებით.
იეზიდები დღეში ორჯერ ლოცულობენ - გამთენიისას და მზის ჩასვლისას - კაცობრიობის კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის მთელს მსოფლიოში. სამშაბათობით მღვდელმთავარი ლოცვას ატარებს, რომელსაც ქადაგება მოჰყვება.

იეზიდები თაყვანს სცემენ ამომავალ მზეს, რომელიც მათი რწმენით ღვთის ამქვეყნიური ხატია. იეზიდთა ტაძრის გუმბათი კი ამ რწმენის გამოხატულებაა და იგი ერაყში მდებარე იეზიდთა ტაძრის მიხედვით არის გაკეთებული. უზენაეს ღვთაებას შვიდი ანგელოზი გამოსახავს. მათგან ერთ-ერთი მთავარანგელოზია, რომელსაც მალაქ-ტაუსი ეწოდება. იგი ფარშევანგის სახით არის წარმოდგენილი და ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლის ფუნქცია აკისრია. ფარშევანგის სიმბოლო ტაძარში ბევრ ადგილას არის აღნიშნული: ტაძრის ეზოში, საკურთხეველთან და წიგნებში.

ფარშევანგის სიმბოლოს გამო ტერორისტულმა ორგანიზაციამ აისისი ერაყსა და სირიაში მცხოვრები იეზიდები ეშმაკის თაყვანისმცემლებად შერაცხა.

შეიხ ნური ამბობს, რომ იეზიდებს სხვა რელიგიური მრწამსისგან განსხვავებით ასეთი ძალის არ სჯერათ. მათთვის ბოროტება მხოლოდ ადამიანის ჩადენილი საქმეა.

შეიხ ნური ამტკიცებს, რომ საქართველოში სარწმუნოების გამო იეზიდებს დისკრიმინაცია არასდროს განუცდიათ და სხვა რელიგიურ ჯგუფებთანაც აქვთ ურთიერთობა. „ჩვენ ერთმანეთს ვეპატიჟებით რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად. მუსლიმები გვეპატიჟებიან რამადანის აღსანიშნავად. ქრისტიანები გვეპატიჟებიან აღდგომის აღსანიშნავად. ჩვენ ვეპატიჟებით ჩვენს რელიგიურ დღესასწაულებზე”.

„საქართველოში ყველანი მშვიდობიანად ვცხოვრობთ“ - ამბობს შეიხ ნური.

შეიხ ნური და შეინ როსტომი იეზიდთა კულტურულ ცენტრში, რომელიც ტაძრის გვერდით მდებარეობს. ცენტრში ტარდება გაკვეთილები იეზიდების რელიგიასა და ისტორიაზე, ასევე ისწავლება ქურთულის დიალექტი კურმანჯი - ენა რომელზეც იეზიდები საუბრობენ.
შეიხ როსტომი, 29 წლის იეზიდი მღვდელია და იეზიდტთა სასულიერო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი. საბჭო სხვადასხვა რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებს ხელმძღვანელობს.
ტაძარში შესვლის წინ ფეხსაცმლის გახდა აუცილებელია. ტაძრის მღვდელმთავრის შეიხ ნურის განმარტებით, აკრძალულია კარის ზღურბლზე ფეხის დადგმა.
როგორც მარლთმადიდებლურ ეკლესიაში, ასევე იეზიდების ტაძარში ქალები თავსაბურავს იხურავენ.
ლოცვები ტაძარში ყოველ სამშაბათს ტარდება, როდესაც იეზიდები იკრიბებიან და ღმერთს მადლობას უხდიან. იეზიდების სწავლების მიხედვით, ყველა მზად უნდა იყოს სიკვდილის შემდგომი ცხოვრებისთვის, როდესაც ღმერთის წინაშე წარსდგება.
ფარშევანგის გამოსახულება სიცოცხლის ხეზე, რომელიც ყველაზე სათაყვანებელი მთავარანგელოზია შვიდ ანგელოზს შორის იეზიდების სწავლების მიხედვით.
ღარები იეზიდების ტაძრის გუმბათზე მზის სხივების სიმბოლოა და ღვთის გამოვლინებად მიიჩნევა.

თუმცა სხვა ჯგუფებთან ურთიერთობის მიუხედავად გარკვეული საზღვრები მაინც არსებობს. ადამიანი იეზიდია, თუკი მისი ორივე მშობელი იეზიდია, შესბამისად იეზიდებისთვის ქორწინება სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანებთან სასურველი არ არის.

60 წლის იეზიდი მღვდელი შეიხ თეიმურ ბაბაიანი ამბობს, რომ მას ინტეგრაციის სურვილი არ აქვს.

რელიგიასთან ერთად, მნიშვნელოვანი საკითხია ენაც. იეზიდები კურმანჯიზე საუბრობენ, რომელიც ქურთულის დიალექტია. მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად ხშირად იყნებენ მას ოჯახში. კურმანჯის ტაძარში და იეზიდების კულტურულ ცენტრში ასწავლიან, მაგრამ არა საჯარო სკოლაში.

„ჩვენს ენაზე მხოლოდ სახლში ვსაუბრობთ” - ამბობს 60 წლის თეიმურ ბაბაიანი, მღვდელი, რომელიც  იეზიდების სულიერი საბჭოს წევრია. „ჩემი შვილიშვილები გავუშვი ტაძარში, სადაც ფირბარი კვირაში ორჯერ მათ კურმანჯის ასწავლის. ბაბაიანი  ქურთულად ვერ წერს, თუმცა მის ცოლს ზოზანს და მის შვილიშვილებს ქურთულად წერა შეუძლიათ.

ენობრივი კავშირის მიუხედავად ფირბარი ფიქრობს, რომ ბევრი ქართველი, ისევე როგორც მუსლიმი იეზიდებს და ქურთებს ერთ ჯგუფად აღიქვამს. 

იგი არ თვლის, რომ ქართველია და მოქალაქეობასა და ეთნიკურობას თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს.

წარსულში იეზიდებს საქართველოს მთავრობისგან მიწა გადეცათ კულტურული ცენტრის ასაშენებლად. ამჟამად მსგავს დახმარებას ისინი აღარ იღებენ, მაგრამ მათი იდენტობა ისევ ისეთი ძლიერი რჩება. „ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები იეზიდი” - ამბობს შეიხ ბაბაიანი. 

       ქორწილი თბილისში მდებარე იეზიდების ტაძარში 


 

სექტემბერი, 2018 რელიგიური მრავალფეროვნება

 

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება