ისტორიის მასწავლებელი
განაცხადი
ნახვა: 2235
ენები: 

ისტორიის მასწავლებელი


პროფესიით ეთნოგრაფი ნაზი ბორჩაშვილი ისტორიას ასწავლის ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორის არის. პანკისში მისი საქმიანობა არც თუ ისე იოლია. ბოლო წლებში, მას შემდეგ რაც არაერთი ადგილობრივი ახალგაზრდა შეუერთდა ექსტრემისტულ დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებს, ხეობაში ბევრს საუბრობენ არა მხოლოდ ძალადობრივ ექსტრემიზმზე, არამედ იდენტობაზე, ტრადიციებსა და ისტორიაზე.

53 წლის ენერგიული ნაზი ბორჩაშვილი ცდილობს, დისკუსიაში თავისი მოსწავლეებიც ჩართოს. გაკვეთილზე განიხილავენ სხვადასხვა მწვავე საკითხს, მათ შორის ”ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდასა და მის გავლენას ახალგაზრდებზე.

ნაზი სკოლის გარეთაც აქტიურია. ის უხუცეს ქალთა საბჭოს წევრია, სადაც სხვა ქალებთან ერთად მუშაობს ქალთა საკითხებზე და რჩევებს აძლევს უხუცეს მამაკაცთა საბჭოს.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება