კაცად კურთხევა
განაცხადი
ნახვა: 8780
ენები: 

გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია. ეს ის ეტაპია, როდესაც ადამიანი ჯერ ისევ ბავშვივით გამოუცდელია, მაგრამ ზრდასრულისთვის განკუთვნილი პასუხისმგებლობები ეკისრება. ამ ასაკში იწყება სექსუალური გამოცდილების შეძენა და ჩნდება მის გარშემო არსებული კითხვები. 

ბიჭების შემთხვევაში, თავს იჩენს საუკუნოვანი ტრადიციული პატრიარქალური წარმოდგენები, რომელიც ასწავლის ბიჭს, რომ იგი სამყაროს მბრძანებელია და მისი სურვილი უზენაესია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, ბიჭების სექსუალობა, ყოველ შემთხვევაში იმპერატივი მასკულინურ სექსუალობაზე, პირველ რიგში მამაკაცის სურვილების დაკმაყოფილებას გულისხმობს.

საქართველოში არსებობს „კაცად კურთხევის“ ფართოდ გავრცელებული ჩვეულება, როდესაც უფროსი კაცები, ოჯახის წევრები, ახლობლები ან მეგობრები, გადაწყვეტენ, რომ მოზარდი მზად არის იწოდებოდეს კაცად და გეგმავენ სექს-მუშაკთან მის ვიზიტს. ეს მოვლენა იმდენად მნიშვნელოვანი და პრესტიჟულია მოზარდი ბიჭებისთვის, რომ ხშირად სექს-მუშაკთან საკუთარი ინიციატივით, დაძალების გარეშეც მიდიან. თუმცა მოლიდინი და გამოცდილება ხშირად ერთმანეთს არ ემთხვევა.

გიორგი და ირაკლი, ყველა ბიჭის მსგავსად, „კაცად გახდომის” აუცილებლობის წინაშე დადგნენ და რადგან საქართველოში ეს გზა, უმეტესად, სექს-მუშაკთან ვიზიტთან ასოცირდება, ისინიც ასე მოიქცნენ. თუმცა, მათი ისტორიები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. თუკი, გიორგისთვის ეს სასიამოვნო მოგონებაა, რომელმაც თავდაჯერება შესძინა და შემდგომი ურთიერთობები გაუმარტივა, ირაკლისთვის ეს ტრავმული გამოცდილება იყო. 

გიორგი

გიორგი პირველად და უკანასკნელად სექს-მუშაკთან 16 წლის ასაკში იყო. იგი ამ გამოცდილებით კმაყოფილია და მიუხედავად იმისა, რომ მას ეს „ტრადიცია" პირველი სექსუალური კონტაქტის იდეალად არ ესახება, მას მაინც სექსუალური ფრუსტრაციისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად ხედავს.

„დაახლოებით 15-დან 17 წლამდე ფეხბურთის ასაკობრივ ნაკრებებში ვთამაშობდი რა და მაცხოვრებდნენ საბურთალოს ბაზაზე. გამომიგზავნეს ბუცის ფული, ფეხბურთელს ჭირდება ბუცი ზოგადად რა და დაახლოებით მეტი ფასი ვუთხარი. ვთქვათ თუ ღირდა 200 ლარი, ვუთხარი 400 ლარი. წინასწარ განსაზღვრული მქონდა რო უნდა წავსულიყავი მეძავებთან. ვიყიდე ბუცი 150 ლარად, სადღაც დამრჩა 250 ლარი და დავგეგმე დღე, სხვა დღეებში დილით ვარჯიში მქონდა. საღამოთი დაახლოებით 11 საათზე მქონდა კვება და 11 საათამდე უეჭველი უნდა ვყოფილიყავი სახლში და დაახლოებით 6-სკენ, 7-სკენ წავედი რა. არაფერი არ ვიცოდი სად მივსულიყავი, გამოუცდელი ვიყავი, თან პირველად მქონდა სექსი მაშინ, დაახლოებით 16-ის, რავი 16-ნახევარი ვიყავი და არაფერი არ ვიცოდი, პროსტა ვიცოდი რო ტაქსისტებმა იცოდნენ მეძავები სად იყვნენ. ტაქსი გავაჩერე და მეთქი ბორდელში მინდა წასვლა მეთქი რა. ხოდა ტაქსმა მითხრა, შენო კაი ბიჭი ხარო, ბორდელში ვაფშე არ გინდაო და ვიღაცასთან მიდიო რა. მეთქი არ მინდა ეხლა კომპლექსები მქონდეს მეთქი შეიძლება თავიდან გოგოსთან და ეხლა ამჯერად მეძავთან მინდა მეთქი.

წამიყვანა ფეიქრების ქუჩასთან, სადღაც მანდ რა. შევედი ბარში, ბევრი გოგო იყო და ჩემით დავჯექი რა. მერე მოვიდა ორი გოგო და გამეცნენ რა, რაღაც, სახელი არ მახსოვს ეხლა იმ გოგოების მოკლედ, გამეცნენ რა. ჯერ სახელი, გვარი და მერე ფასი. რისთვის მოხვედიო და სექსი მინდა მეთქი და მერე ფასზე ვსაუბრობდით. სხვათაშორის ფასდაკლებით, შენო, რახან შენ ხარო ანუ 150 ლარი ღირდა და მე მქონდა 100 ლარი და 80 ლარზე შევთანხმდით, იმიტო რო ის 20 ლარი დავიტოვე, იმიტო რო მომშივდებოდა მერე ან სახლში რო წავსულიყავი და 20 ლარი დავიტოვე რა.

საინტერესო რა იყო იცი? საერთოდ კომპლექსი არ მქონია რო მივედი. გახდაზე და ეგეთ რაღაცეებზე რა და კიდე საინტერესო რა იყო იცი? პროცესის დროს ეს გოგო მელაპარაკებოდა რაღაც თავის ისტორიებს მიყვებოდა რა, რო საიდან ჩამოვიდა და ესე მოხდა და ეგეთ რაღაცეებზე. თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა რა გოგო. ორივე მხარე იყო კმაყოფილი და მერე გვითხრა კიდევ გვეწვიეთო რა. ანუ არავის ძალდატანება, ჩემით გადავწყვიტე ეგ." 

„ქართველ გოგოებს სექსუალური თავისუფლება არ აქვთ (უმეტესობა მათგანს სექსი ქორწილის შემდეგ აქვს). ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც გადავწყვიტე სექს მუშაკთან მქონოდა პირველი გამოცდილება. ჩემთვის, როგორც ბიჭისთვის ეს მარტივია.

ხუმრობით გამიგია რო ვითომ ვიღაცებს მიყავთ ძალით. ბიჭი რო ეხლა 15 წლისაა ან 16 ან 18-მდე, იმას რა თქმა უნდა თვითონ უნდა. ვინმე თუ მიყავთ მადლობელია პირიქით, ანუ ძალით არავის არ დაყავს რა. შეიძლება ძალით წაიყვანო 11 წლის ბავშვი, რომელმაც არ იცის რა საერთოდ, ანუ არც აქვს ჰორმონი და მოთხოვნილებაც არ აქვს და უკვე 15-16 და მაგის იქით ადამიანს ანუ ყველას აქვს მოთხოვნილება და ძალდატანება არ ჭირდება ჩემი აზრით. თუ ეხლა განსხვავებული ორიენტაცია არ აქვს.

ადამიანს 20 წლამდე სექსი აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რადგან დაახლოებით ყოველ 5 წუთში ფიქრობ სექსზეო ადამიანი, მეცნიერების მიხედვით და გონება ამით რო გადატვირთული გქონდეს არ შეიძლება, იმიტო რო სხვა რაღაცეებისკენ უნდა გქონდეს გონება მიმართული რა. ეს პრობლემა მოხსნილი უნდა გქონდეს, პრობლემაა თუ რაცაა მოკლედ, რო სხვა რაღაცებზე დაფიქრდე მერე და ანუ და განვითარდე რა. 

მეგობრებს მოვუყევი და მერე ვღადაობდით ვითომ რო ვაჟიშვილი აღარ ვიყავი მაგაზე და ურა და ეგეთი მომენტები იყო. მე როგორ წავედი და მივედი იქ. მთელი ისტორია. რაღაცები მივამატე-მოვამატე მაშინ მგონი და მერე ამაზე ვღადაობდით რა. ცუდად არ მახსენდება, კარგად მახსენდება. პირველი იყო მაინც. ჩემთან ცხოვრობდნენ ჩემზე უფროსი ბიჭები რა, 22-23 წლის ბიჭები, ვისაც ჰქონდათ გამოცდილება და პარტნიორიც ყავდათ და ანუ მე თვითონ შევაგდე თემა და ჩემს თავზე მეც ვღადაობდი, რო აღარ ვარ ვაჟიშვილი და ურა და ვაშა. ეგ თემები იყო.“

ირაკლი

ირაკლის პირველი სექსუალური კავშირი, სექს-მუშაკთან, 12 წლის ასაკში, მეგობრების ინიციატივით მოხდა. მისთვის ეს გამოცდილება ტრავმული აღმოჩნდა და სამომავლოდ მისი სექსუალობის მნიშვნელოვანი ასპექტები განაპირობა. 

„ჩემი დაბადების დღე მოდიოდა. დაახლოებით ერთი კვირით ადრე, ჩემს დაბადების დღემდე მეგობრებმა გადაწყვიტეს ორიგინალურად გადაეხადათ. ცამეტის ვხდებოდი. მოკლედ ეს თემა ყოველთვის აქტუალური იყო ჩვენს წრეში. ისინი უფროსები იყვნენ, 3-4 წლით უფროსები და გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ. ბულინგს ვერ დავარქმევ, მარა მეღადავებოდნენ ხოლმე მაგ თემაზე და თავს ძალიან „აუთსაიდერად" ვგრძნობდი იმ პლანში, რომ ეს მაინტერესებდა ძალიან და მეც მინდოდა და მოკლედ ფულის კუთხით არ გაჭირდა, ბურჟუა ოჯახები გვყავდა ყველას და ნუ ფულის პრობლემა არ შეგვექმნა."  

„წამიყვანეს იმ ადგილას სადაც თვითონ დაკარგეს ვაჟიშვილობა. ძალიან მეცინება. მახსოვს, ის დღე რომ დადგა ჩემი დაბადების დღე არ იყო, წინასწარ წავედით და მახსოვს რომ ძალიან, ძალიან ვკანკალებდი, ვნერვიულობდი, თან ინტერესი მქონდა დიდი, თან შიში, რომ აი იქნებ რამე არ გამომივიდეს და ასე შემდეგ. მახსოვს ძალიან კარგად რაღაც მოპადვალო სივრცე იყო, რაღაცნაირი იაფფასიანი საპნის სუნი იდგა ყველგან. კოიკები იყო და ერთი დიდი ოთახი სადაც ქალები ისხდნენ. ერთი იყო შედარებით სიმპათიური გოგო, დანარჩენები ძალიან დიდები იყვნენ ყველა. ჩემმა მეგობარმა ხელი დაუქნია იმას და რაღაც ანიშნა ხელით და ეს გოგო ადგა და ისეთი სახით შემომხედა,  „ბიჩ, ფლიზ“ რაღაც ასეთი სახე ჰქონდა. ჩემს მეგობარს შეხედა მერე და მართლაო კითხა და მახსოვს რომ ძაან შემრცხვა, იმიტომ რომ მივხვდი რომ გამოუცდელი ლაწირაკი მივიდა და მიტყდებოდა ძალიან. ჰოდა ხელით მიმანიშნა გოგომ წამომყევიო. წავყევი.

შევედით რაღაც ყვითელი შუქით განათებულ ბნელ ოთახში. დაიწყო გახდა. მე არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მარა მეც მაგას მივყევი და გავიხადე. დაიწყო მერე რაღაცეები და ძალიან წარუმატებელი იყო. იმ გოგოს ისეთი სახე ჰქონდა, რომ უნდოდა მალე დამთავებულიყო ყველაფერი. ამ გამოცდილების შემდეგ კომპლექსი მაქვს, რომ სულ ზედმეტი ვარ, რომ სულ რაღაცას არასწორად ვაკეთებ. რომ დავასრულეთ უცებ ჩავიცვი და წავედი ჩემი მეგობრების მოსაძებნად და არცერთი არ იყო იქ.  მე რაღაცნაირი შინაგანად... ვერ ვიტყვი რომ ცუდად ვიყავი, კარგად ვიყავი, რაღაცნაირად ისე ვგრძნობდი თავს თითქოს სრულფასოვანი გავხდი და აღარ მეღადავებიან და ანუ ჯგუფის წევრი ვარ ასე ვთქვათ და ჩავჯექი იმ სტანდარტებში, რომელშიც უნდა ჩავმჯდარიოყავი. მახსოვს, რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯით წამოვედი იქიდან და ბედნიერი ვიყავი იმ დღეს. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს სრულიად არ იყო ბედნიერება, რომ რაღაც არც თუ ისე კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში."

„აფორიაქებული ვიყავი ძალიან. იმიტომ რომ მეგონა რომ ამან ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მეგონა რომ ძალიან დიდი რაღაც იყო. ასაკი რაც მომემატა მივხვდი რომ კარგი არაფერი არ ყოფილა იმ დღეს და ამ პერსპექტივიდან რომ ვუყურებ ბევრად აჯობებდა, რომ უფრო დიდ ასაკში, მაგალითად 17-18 წლის ასაკში მქონოდა ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ამ გამოცდილებას მოყვა დაუკმაყოფილებლობა და იმის განცდა, რომ მე რაღაც არასწორად გავაკეთე და რომ მე ის უნდა გამოვასწორო.

მე მგონია, რომ ეს იყო გარდამტეხი. რომ ქალებთან თვითრეალიზაცია ვერ მოვახერხე ამ ასპექტში და მაგიტომაც გამიჩნდა თვითრეალიზაციის სურვილი კაცებთან. ურთიერთობის დროს, ქალებთან ყოველთვის მქონდა ის განცდა, რომ ვერ ვაკმაყოფილებ ბოლომდე, რომ არ ვარ საკმარისი, არ ვარ საკმარისად მასკულინური, არ ვარ საკმარისად „გამკეთებელი“ მოკლედ და დღემდე გარკვეულწილად ვერიდები-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ გარკვეულწილად რიდი მაქვს ქალებთან ურთიერთობის და ნუ ემოციური კავშირი ქალებთან დიდად არ მაქვს... ყოველთვის ჩაკეტილი ვარ, ვერასდროს ვერ ვარ საკუთარი თავი.

ადრეულ ასაკში, 17-18 წლამდე, ძალიან სექსისტი ვიყავი და ქალებს ვუყურებდი როგორც არაცოცხალ არსებებს და როგორც რაღაც ფუნქციურ ნივთებს, რომლებსაც რაღაც ვალდებულებები აქვთ, არ აქვთ არანაირი შინაგანი სამყარო და გრძნობები და ცუდად ვექცეოდი. ძალიან ვნანობ, რომ ასეთი ვიყავი.  მე უმეტესწილად ამ ფაქტსაც ვაბრალებ და იმ წრესაც რომელშიც ვიყავი. ძალიან არასწორ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა. ისინი პასიურად მაბულინგებდნენ და ყოველთვის მიდაბლებდნენ თვითშეფასებას. სხვანაირი მეგობრები, რომ მყოლოდა მგონია სრულიად სხვა ადამიანი ვიქნებოდი.“

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება