რელიგიური სიმბოლოების „ყველგანმყოფობა” საქართველოში
განაცხადი
ნახვა: 3061
ენები: 

საქართველოში მართლმადიდებლური ხატების პოვნა შესაძლებელია ყველგან - ხორცის მაღაზიაში, სანოტარი ბიუროს უამრავ ბარათებს შორის, „მარშუტკებსა” და ავტობუსებში. თბილისში, თითქმის ყველა ავტომანქანაში თვალს მოკრავთ სარკეზე ჩამოკიდებულ ჯვარს. ქვეყანაში ხატები საჯარო სივრცის განუყოფელი ნაწილია, რაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ რელიგიურ შეხედულებებს ააშკარავებს.

საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად დაახლოებით 326 წელს გამოცხადდა და მას შემდეგ, რელიგია ქვეყნის მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საბჭოთა პროექტის ნაწილი იყო, 1921 წელს ქვეყანაში არსებული რელიგიური ინსტიტუციების სტატუსი შეილახა, ეკლესიის ბევრი წარმომადგენელი სიკვდილით დაისაჯა, ხოლო ვინც საბჭოთა რეპრესიებს გადაურჩა, ავტორიტეტის გარეშე დარჩა - 1917 წელს 2,455 ეკლესიიდან, 1980-იანი წლების შუამდე 80 მოქმედი ეკლესია დარჩა. გარდა ამისა, გადარჩა რამდენიმე მონასტერი და სასულიერო აკადემია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  როდესაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, 1990-იანი წლების დასაწყისში საზოგადოებაში რელიგიური რწმენა დაბრუნდა, რომელიც საბჭოთა საქართველომდე არსებულ რელიგიურ გრძნობაზე უფრო ძლიერი იყო. ეკლესიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული იდენტობის აღდგენაში - იყო ქართველი, ნიშნავს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი. დღესდღეობით 3.7 მილიონი ქართველიდან, 89 პროცენტი მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის თავს.

ამას ამტკიცებს ის გავლენა, რომელმაც მაღალი კედლებით შემოსაზღვრული ეკლესიებიდან და მონასტრებიდან საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა - ადგილი სადაც  ქართული იდენტობის გამოხატვა მნიშვნელოვანია.  საჯარო სივრცეში რწმენა განსხვავებულ ფორმას იძენს, იმის გათვალისწინებით, რომ ზოჯგერ ხატები სპორტსმენების სურათებთან და რელიგიასთან უკიდურესად დაპირისპირებული პიროვნების, იოსებ სტალინის პორტრეტების გვერდით არის განთავსებული. 

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილი II-ის ჩარჩოში ჩასმული ფოტო თბილისის ატელიეში.
ღვთისმშობლის და მაცხოვარის ხატი ატელიეში, ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელთან ერთად.
კომპიუტერული მომსახურების მაღაზიაში, სხვადასხვა რელიგიურ სიმბოლოებს შორის გამოფენილია მამა გაბრიელის ხატი. ფეხბურთელი ლაიონელ მესის ფოტო რელიგიური გამოსახულებების მნიშვნელოვანი ნაწილია.
რელიგიური სურათები მეწაღის კედელზე. ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილის ფოტო კათოლიკოს-პატრიარქის და იეზუიტი სულიერი წინამძღვარის შეიხ კატოს სურათის გვერდით. ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი „მადონა ლიტა” რელიგიური სიმბოლიკის ერთ-ერთი ელემენტია.
სპორტულ მაღაზიაში ხატები და ფეხბურთელების სურათები გვერდი - გვერდ არის გამოფენილი.
ხატები ხორცის მაღაზიაში.
რელიგიური კალენდარი, იოსებ სტალინის პორტრეტის მოპირდაპირე მხარეს კიდია.
ხატები და რელიგიური კალენდარი პატარა მაღაზიის კედელზე, თბილისის ბაზარში.
წმინდა ნინოს ჯვარი კომპიუტერული მოსახურების მაღაზიაში.
ხატები ყველის მაღაზიაში, სადაც მამაკაცები ხშირად დასასვენებლად და ნარდის სათამაშოდ იკრიბებიან.
ხატები და საეკლესიო ნივთები ყვავილებთან და სახლის სხვადასხვა ხელსაწყოებთან ერთად.
თბილსისი ბაზარში, ერთ-ერთ პატარა მაღაზიაში, ხატების გვერდით გასაყიდად ჩურჩხელა და ჩირია გამოტანილი.
ხატების გამოფენა სანოტარო ბიუროს პატარა ოთახში.
სამების და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ფოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ხატების გამოფენა თბილისის ერთ-ერთ სილამაზის სალონში.
ხატების კუთხე ტანსაცმლის მაღაზიაში.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება