ხეები მიგრაციაში
განაცხადი
ნახვა: 1629
ენები: 

აჭარაში მშობლიური მიწიდან ამოთხრილი 650-ტონიანი გიგანტური ხე ახალი სახლისკენ მიემართება. 2016-წელს ასწლოვანი ხეტიტას ლირიოდენდრონის (ფოთოლმცვივანი ხეების სახეობა) სიურრეალისტურმა მგზავრობამ სოციალურ ქსელში საქართველოს ფარგლებსა და მის გარეთ დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

ხეტიტა საქართველოში პირველი და უკანასკნელი მოცურავე ხე არ ყოფილა. 2015 წლიდან ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიური პარკის მშენებლობის მიზნით, ხეები გურიიდან, აჭარიდან და სამეგრელოდან სოფელ შეკვეთილში, საკუთარ მიწის ნაკვეთში გადმოაქვს.

„ჩემი ჰობია და ძალიან მიყვარს დიდი ხეები. გიგანტური ხეები არის ჩემი გასართობი” - აღნიშნავს ივანიშვილი. დენდროლოგიური პარკის გახსნა 2019 – 2020 წლებში იგეგმება. გადარგული ხეების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ხეების გადატანის მუშაობის პროცესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ შეკვეთილში უკვე 50-ხეზე მეტია გადარგული.

გავლენიანი ბიზნესმენის და „ქართული ოცნების” დამფუძნებლის მიხედვით, პროცესი ლეგალურია და ხეები ახალ მიწაში გაიხარებენ. იმავეს ირწმუნებიან სახელმწიფო წარმომადგენლები. თუმცა გარემოს დამცველები  ხეების გადარგვას აპროტესტებენ. მათი აზრით, ხეები ახალ ადგილას ვერ გაიხარებენ. ადგილობრივი მცხოვრებლების აზრი გაყოფილია.

ხის ამოთხრა, გადატანა და დარგვა გრძელი და რთული პროცესია. ბათუმში მცხოვრები ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე 2016 წლიდან ხეების გადატანის დოკუმენტურ ფოტომასალაზე მუშაობს. მისი ფოტო ესე, რომელიც 2018 წლის ზაფხულში არის გადაღებული იშვიათი კადრების კრებულია, სადაც აღწერილია ორი ხეტიტას გადატანა სოფელი ციხისძირიდან, შეკვეთილში, რომელიც ასწლოვანი ხეების ახალი სახლი იქნება.

გადასარგავად არჩეული ხეები ინომრება. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ არჩევს ხეებს, უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, ხეების ასარჩევად უცხოელი ექპერტები ჩამოდიან.
ხის გარშემო გათხრები მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
ხის გარშემო მიწა ითხრება, „კუნძულის” გასაკეთებლად.
როდესაც ხის ფესვები გარეთ რჩება, ისინი სპეციალური მეთოდით იფუთება და ირწყვება.
კუნძულის გარშემო ხის ფიცრები მაგრდება. იმისათვის რომ მიწა შეკრული დარჩეს და არ დაიშალოს. რკინის მილების კონსტრუქცია კი ხის ქვედა ნაწილს ფარავს.
ხის „კუნძული” პლატფორმაზე თავსდება.
ხეების გადასატანად სპეციალური გზა კეთდება. რკინის მილები ხეების პლატფორმაზე გადასაგორებლად გამოიყენება, შემდეგ კი ხეები გემზე გადააქვთ.
სამუშაოებს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია “ზიმო” აწარმოებს.
ლირიოდენდრონი ციხისძირში შავ ზღვას გადაჰყურებს. ასევე ცნობილი, როგორც ხეტიტა, ლირიოდენდრონი 50 მეტრ სიმაღლეს აღწევს.
ხეტიტა ზღვისკენ იწყებს მოგზაურობას.
ხეების გადატანა უწყინარი პროცესი არ არის. გზად გორაკები იჭრება და გზები იგება იმისათვის, რომ ტექნიკამ სანაპირომდე მიაღწიოს.
როდესაც ხე ზღვის ნაპირთან მიდის, იგი სატვირთო ბარჟაზე იდება.
სატვირთო ბარჟით ხე სოფელ შეკვეთილის ნაპირთან მიდის, რომელიც დენდროლოგიური პარკიდან ერთ კილომეტრით ნაკლებ მანძილზეა დაშორებული.
ადგილობირვი მოსახლეობა ხეტიტას გადატანას უყურებს.
ვალერი კოკორჩევის ყოფილი სახლი და ტერიტორიის პატარა მონაკვეთი ბიძინა ივანიშვილმა 2017 წელს პარკის მშენებლობისთვის იყიდა. თუ რა ფასად გაიყიდა კოკორჩევის სახლი და მიწა, უცნობია. მისი სახლი ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც ხეტიტა იყო ჩარგული. ამიტომ ტერიტორია სახლის გარშემო გადაითხარა. ეს პროცესი ოთხ თვეს გრძელდებოდა - 2018 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით.
ზვიად კვირკვაია (მარცხნივ), ჯამბულ კვირკვაია (შუაში) და მელვუდი (გვარის გამხელა არ ისურვა) ხეების სპეციალურ სატვირთო მანქანებზე გადატანის ლოგისტიკას განკარგავენ.
ბასმაჩი (გურამი) გვიანიძის სახლი ახლოს მდებარეობდა ხესტიტასთან, რომელიც 2018 წლის ზაფხულში გადაიტანეს. 65 წლის ფერმერი ხეების გადატანის სამუშაო პროცესში თავად მონაწილეობდა. ხეების გარშემო ამოთხრილი მიწა და ბალასტი დიდი ორმოში ჩაიყარა, ორმოს გასასწორებლად (იანვარი 2019).
ციხისძირში ამოთხრილი ხეების ადგილას ახალი ხეები დაირგო.
დენდროლოგიური პარკის შესასვლელი სოფელ შეკვეთილში.

გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება