ხულოელი ახალგაზრდები
განაცხადი
ნახვა: 1126
ენები: 

ხულოს მთებში გამეფებულ დუმილს მხოლოდ მოლას აზანი (ლოცვისკენ მოწოდება), თუ დაარღვევს. ამ მთებს შორის 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობს — აჭარის ტერიტორიაზე ყველაზე შემაღლებულ ადგილას.

ხულოს მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ქართველი მუსლიმი ცხოვობრს, თუ არ ჩავთვლით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებს — 2002 წლის მონაცემების მიხედვით, აჭარლების 30%, 115 261 ადამიანი, თავს მუსლიმად თვლიდა, ხოლო 64%, 240 ათასი ადგილობრივი - მართლმადიდებელ ქრისტიანად.

დღის ორ საათზე, როდესაც საქართველოში მოსწავლეების უმრავლესობა სკოლის დამთავრების მერე სახლისკენ მიიჩქარის, მათი  ხულოელი თანატოლები რელიგიური პანსიონისკენ მიემართებიან. ამ სკოლებში ისინი ყველა იმ საგანს სწავლობენ, რომლებიც ჩვეულებრივ სკოლებში ისწავლება. მას განასხვავებს მხოლოდ ორსაათიანი ყურანის შესწავლის გაკვეთილები, ისლამის საფუძვლები და არაბული ენის საწყისები. როგორც წესი, რელიგიურ სკოლა-პანსიონში სწავლა ყოველთვიურად 50 ლარი ღირს. ხულოს 78 სოფელში სულ ფუნქციონირებს 30 რელიგიური პანსიონატი, რომლებშიც 1000-მდე მოსწავლე სწავლობს — გოგოები და ბიჭები ცალცალკე. მათ დამაარსებელ ორგანიზაციებს შორის არიან “მუსლიმთა მსოფლიო კავშირი” (თურქული ორგანიზაცია), “ქართველ მუსლიმთა კავშირი”, “ასოციაცია ქართველი ახალგაზრდების დასახმარებლად” და სხვა.

ეს პროექტი ცდილობს, ნათელი მოფინოს ხულოს ახალგაზრდობას, განსაკუთრებით ბიჭებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობენ. ბავშვების დღეები გაყოფილია მომავალზე ფიქრსა და საჯარო და რელიგიურ სკოლებში სწავლას შორის.

ხულოს, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაბაში ფუნქციონირებს მეჩეთი, რელიგიური სკოლა-პანსიონი და ისლამური საქველმოქმედო ორგანიზაცია.
ზაური (ცენტრში) მე-12 კლასელია. ის კლასლებეთან ერთად მთელ დღეებს ატარებს ხულოს რელიგიურ სკოლა-პანსიონში, სადაც ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება.
ზაური ამბობს, რომ რელიგია ხელს არ უშლის, იცხოვრობს მშვიდად, უყვარდეს სამშობლო ან ოცნებობდეს უკეთეს მომავალზე. “ აქ [ხულოში] ქრისტიანებიც ცხოვორბენ. როცა გვიხარია, ერთად ვმღერით, ერთ ენაზე და ერთი სულით. როცა გვეტირება, მეც და ისინიც ვგრძნობთ, რომ ერთმანეთს არასდროს მივატოვებთ”.
საერთო ოთახი ხულოს რელიგიოურ სკოლა-პანსიონში. აქ მოსწავლეებს შეუძლიათ, უყურონ ტელევიზორს, წაიკითხონ და დაისვენონ.
სოფელ ადაძეების ერთ-ერთი რელიგიური სკოლა-პანსიონი, რომელსაც ადგილობრივები “ყურან-კურსს” უწოდებენ. მოსწავლეები ერთად ლოცულობენ თავიანთ მასწავლებელ, ზებურ ირემაძესთან ერთად.
“ყურან-კურსის” მოსწავლეები რელიგიის გაკვეთილებთან ერთად გადიან სამოქალაქო განათლების კურსსაც.
12 წლის ოთარი “ყურან-კურსის” მოსწავლეა. “ჩვეულებრივ სკოლაშიც ვსწავლობ და აქაც. იქ არ გვასწავლიან რელიგიას. [ბავშვებს] ორივე სკოლაში კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვეულებრივ სკოლებში რამდენიმე ქრისტიანიც სწავლობს და განსხვავებული რელიგია მეგობრობაში ხელს არ გვიშლის".
12 წლის თორნიკეც “ყურან-კურსის” მოსწავლეა. “ადაძეების სოფელში დავიბადე. ჩემი მთელი ოჯახი მუსლიმია და მეც მშობლების რელიგიას ვატარებ. ახლა სკოლაში ღვთისმსახურების წესებს ვსწავლობ".
გიორგიც 12 წლის არის და ისიც ადაძეების სოფელის მკვიდრი და “ყურან-კურსის” მოსწავლეა.
13 წლის ზაური სოფელ ტაბახმელადან არის. ბევრისგან განსხვავებით, ის რელიგიურ სკოლა-პანსიონში არ დადის.
ახალგაზრდების ნაწილი რელიგიურ სკოლა-პანსიონებში არ დადის. ისინი ამბობენ, რომ მათი ცხოვრება დიდად არ განსხვავდება დანარჩენი თანატოლებისგან. თავისუფალ დროს ბიჭები ძირითადად ერთნაირად ატარებენ - გარეთ, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშში.
სოფელი წაბლანა. მოსწავლეებს საჯარო სკოლიდან სახლამდე დიდი გზა აქვთ გასავლელი. წაბლანა ხულოდან დაახლოებთ 20 კმ-ით არის დაშორებული და ბავშვები იშვიათად სტუმრობენ ადმინისტრაციულ ცენტრს. მათი უმრავლესობა თავისუფალ დროს ერთმანეთის სახლებში თამაშში ატარებენ.

რედაქტორები: ანა ლომთაძე და მონიკა ელენა

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება