ლომისობა
ნახვა: 2853
ენები: 

საქართველოში ლომისობას აღდგომის მეშვიდე კვირას აღნიშნავენ, სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში. ყოველწლიურად, სოფელში ათასობით ადამიანი ამოდის და მსხვერპლად ცხვარს წირავენ, შემდეგ ადიან მთაზე, სადაც ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ლეგენდად ქცეული, სასწაულმოქმედი ჯაჭვი ინახება.

 

საქართველოში ლომისობას აღდგომის მეშვიდე კვირას აღნიშნავენ, სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში. ყოველწლიურად, სოფელში ათასობით ადამიანი ადის და მსხვერპლად ცხვარს წირავენ, შემდეგ მიემართებიან მთისკენ, სადაც ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში ლეგენდად ქცეული, "სასწაულმოქმედი" ჯაჭვი ინახება. ადამიანები სხვადასხვა პრობლემებით შემოატარებენ ჯაჭვს და "სასწაულმოქმედს" სურვილებს ჩაუთქვამენ. ისინი დარწმუნებული არიან, ადრე თუ გვიან მათი სურვილები ასრულდება. ხშირად თხოვნა უკავშირდება ავადმყოფის გამოჯანმრთელებას, ოჯახში პრობლემების მოგვარებას, უნაყოფობას და ა.შ.

ადამიანები ამაყობენ ლომისობის ტრადიციით და ხშირად ტრაბახობენ რომ ერთ დღეში, ლომისობაზე 2000-მდე ცხვარი დაუკლავთ. სამწუხაროდ, დღესასწაულის შემდეგ, ყველა არ ფიქრობს ნაგავის გატანაზე და ტერიტორია ბინძურდება სხვადასხვა ნარჩენით. ასევე არსებობენ მოწინააღმდეგეები, რომლებიც აპროტესტებენ ცხოველთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს საპატრიარქოს წინ აქციაც გაიმართა, სადაც მონაწილეები ცხოველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის აღკვეთას და მათი უპოვართათვის გადაცემას მოითხოვდნენ.

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება