მატარებელში
განაცხადი
ნახვა: 3273
ენები: 

ხაშურიდან ზესტაფონში დღეში ორჯერ ორვაგონიანი მატარებელი დადის. მას ადგილობრივები ‘მასტეროვოი’-ს ეძახიან. ეს სახელი ძველი დროიდან შემორჩა, როგორც რკინიგზის მუშების გადამყვან მატარებელს. თუმცა რკინიგზელების გარდა, ‘მასტეროვოის’ ადგილობრივი მოსახლეობა - იმერეთის მთიანი ხეობის მაცხოვრებლები გადაჰყავს. უმრავლესობისთვის ეს მატარებელი ძირითადი, ზოგიერთისთვის კი ერთადერთი ტრანსპორტია. ამ რაიონში რკინიგზის ლიანდაგი მთავარი სასიცოცხლო არტერიაა. დასაქმებული ხეობაში ცოტაა, მათი უმრავლესობა რკინიგზაზე მუშაობს.

 

ეს ვიდეო გადაღებულია დოკუმენტური ფილმის პროექტის ‘ბაქანი’ ფარგლებში, რეჟისორები ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი (Artefact Production). აქ გამოყენებული მასალა გადაღებულია 2014-2016 წლებში.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება