მშვიდობით ენავ?
განაცხადი
ნახვა: 6645
ენები: 

საუკუნეების განმავლობაში ბაცბები თუშეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. ბაცბური, იგივე წოვათუშური ენა მათი იდენტობის ნაწილი იყო. წოვათუშური, ჩეჩნური და ინგუშური ენების მსგავსად კავკასიურ ენათა ნახური ჯგუფის უმწერლობო ენაა.

Unesco-ს მონაცემებით მასზე დაახლოებით 500 ადამიანი საუბრობს. წოვათუშურად ლაპარაკობენ საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის მცხოვრები წოვათუშები. სოფელში დაახლოებით 3,000 ადამიანი ცხოვრობს და მათგან ბაცბურზე მოლაპარაკე მოსახლეობის უმეტესობა 50 წელს გადაცილებულია, ხოლო ენა სკოლაში არ ისწავლება.

ენის არსებობის საკითხი დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რეჟისორი ანა სარუხანოვა წოვათუშურად მოსაუბრე ახალგაზრდების ძიებაში.


ახალგაზრდები, თებერვალი/მარტი 2019

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება