ნანგრევებში
ნახვა: 1238
ენები: 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 25 წელი გავიდა. ბევრი ქართველი ჯერ კიდევ ცდილობს ახალ ეკონომიკურ რეალობას მოერგოს. თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, მიტოვებულ სამხედრო ჰოსპიტალში დაახლოებით ას ორმოცდაათი ოჯახი ცხოვრობს. ის ოჯახები, რომლებმაც ვერ მოახერხეს სამსახურისა და თავშესაფრის შოვნა.

1992-1993 წლებში მომხდარი აფხაზეთის ომის დევნილებისთვის ეს შვიდსართულიანი შენობა ბოლო ოცი წელია თავშესაფრად იქცა. ადგილობრივი თვითმმართველობა შენობას ყურადღებას ნაკლებად აქცევს. ხანდახან, როდესაც შენობა მაინც მიიპყრობს ხოლმე ყურადღებას, აქ ელექტროენერგია და წყალი წყდება, რადგან ის ადგილობრივ მაცხოვრბლებს კუსტარულად აქვთ გაყვანილი მავთულებისა და მილების მეშვეობით.

თანამედროვე ქართული საზოგადოება ქალაქში მიმოფანტულ საბჭოთა არქიტექტურულ მემკვიდრეობას თვალს არიდებს და ამით ცდილობს დაივიწყოს წარსული, რომელიც ჯერ ისევ მათ თვალწინ ფეთქავს.  

ია ოჩიაური, ორი შვილის დედა, შვილებთან ძირითადად სულ მარტოა, სანამ მისი ქმარი რუსეთში სამსახურს ეძებს.
2 წლის ნიკოლოზ ბერიაშვილი ბეტონის ოთახში დედასთან, მამასთან და დასთან ერთად ცხოვრობს.
45 წლის მაია დაიქირი თავისთვის და შვილებისთვის ოთახს ამზადებს. ის აფხაზეთის ომის ლტოლვილია და აქ 1992-1993 წლიდან ცხოვრობს.
მარტოსული თევზის თავშესაფარი, ნიჟარა
აქაური მაცხოვრებლები თავს ახალი, პოსტსაბჭოთა საბაზრო ეკონომიკისგან ჩამორჩენილად გრძნობენ. ასაკოვანი მაცხოვრებლები ნოსტალგიით იხსენებენ იმ დროს, როცა მათზე “ზრუნავდნენ” და როდესაც სტაბილურობის შეგრძნება ჰქონდათ.
ერთ-ერთ ოთახში დაბმული ძაღლი. მაცხოვრებლები ცდილობენ იატაკის დაგებას და შპალერის გაკვრას იმისათვის, რომ ეს ბეტონის სივრცეები საცხოვრებელ გარემოს დაემსგავსოს.
“ჩვენ აქ არ ვცხოვრობთ, უბრალოდ ვარსებობთ” - ლელა ქაჩიბაია
თბილისის ხედი ჰოსპიტალის მეოთხე სართულიდან

სხვა ინფორმაცია, რომელიც აქ მცხოვრები ადამიანების ყოფას აღწერს.

 

• საკვების საშუალო ხარჯი თვეში 300 ლარია

• სახელმწიფო დახმარება თვეში 45-60 ლარს შეადგენს

• სახელმწიფო საცხოვრებელი თვეში 300 ლარი ღირს

• აქ მცხოვრები ბავშვები და მოზრდილები სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ

• მთავრობა მაცხოვრებლებს უჭრის ელექტროენერგიასა და წყალს, რადგან აქ არალეგალური გზებით არის შეყვანილი კომუნიკაციები.

• არჩევნების ყოველ წელს კანდიდატები ამ შენობის დანგრევას და ახლის აშენებას ჰპირდებიან მოსახლეობას.

• კუსტარულმა ელექტროგაყვანილობამ რამდენიმე წლის წინ ხანძარი გამოიწვია და ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე შეიწირა.

• ბავშვები 12 წლის შემდეგ სკოლას თავს ანებებენ და ოჯახს მეტროში მათხოვრობით ეხმარებიან.

• მოზარდებს არ აქვთ საკმარისი განათლება და უნარები, რომ არსებულ ეკონომიკაში დასაქმება შეძლონ

• დაკავებული ოთახების უმრავლესობას აქვს ფანჯარა და ხის ღუმელი (“ფეჩი”)

• წყალი ყველა სართულზე მილებითაა მიყვანილი.

 



ეს მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა BBC.COM-ზე.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება