ნაზი 90-ანები
ნახვა: 1958
ენები: 

ფილმი ერთ-ერთ მემატიანეზეა, რომელმაც უანგაროდ შემოგვინახა ისტორია. ის დღესაც, დეკადების შემდეგაც არ ფიქრობს დიდებაზე, გამორჩენასა თუ სახელზე. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ისინი არსებობენ. ერთ-ერთი მათგანი ნაზი გაბაიძეა.

 

ადამიანები იცვლებიან, ადამიანები ცვლიან მომავალს, იქმნება ეპოქები, იქმნებიან ინდივიდები, ყოველ წუთს იწერება ისტორია, რომელიც მომავალში ან იქნება ღირსი აღნიშვნის ან-არა. ბევრი დეტალი იკარგება, მაგრამ არსებობს მოვლენები, რომლის დაკარგვაც დანაშაულია მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც, წინაპრების მიერ გადადგმული ნაბიჯების მაგალითებით უნდა ისწავლონ.  

ერთ -ერთი ასეთი ეპოქა „90იანებია“ , რომელიც თითქოს  გუშინწინ იყო, მაგრამ უკვე ვივიწყებთ, ვივიწყებთ ბრძოლებს, ვივიწყებთ მტრებს, ვივიწყებთ იმას, რისთვისაც იბრძოდნენ მამები, დედები, ჩვენ. ვნებდებით, ვიცით რომ რაღაც რიგზე არაა, მაგრამ  რა და რატომ აღარ გვახსოვს. ვირჩევთ ახალ სამიზნე ობიექტებს, ჩვენსავე ქვეყანაში, ჩვენზე სუსტებს, იმის გამო, რომ გვახსოვს ბრძოლაში ვართ, მაგრამ ვისთან ეს დაგვავიწყდა. თავს ვიბრმავებთ.

საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, რომელთა სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა ძალიან მაღალია, რომლებმაც იციან, რომ ისტორია ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება რაღაცები წავშალოთ, მივჩქმალოთ, ჩვენი ტვინის ყველაზე ბნელ კუთხეებში, მაგრამ არა კადრებად შემონახული მოვლენები, რომლებიც დღეს გამოსაფხიზლებლად სილას გვარტყამს, და გაგვარტყამს მომავალშიც.

ფილმი ერთ-ერთ მემატიანეზეა, რომელმაც უანგაროდ შემოგვინახა ისტორია. ის დღესაც, დეკადების შემდეგაც არ ფიქრობს დიდებაზე, გამორჩენასა თუ სახელზე. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, მაგრამ ისინი არსებობენ. ერთ-ერთი მათგანი ნაზი გაბაიძეა.

მასალა შეიძლება შეიცავდეს ტერმინოლოგიას ან პოზიციას, რომელსაც ჩაი-ხანა არ იზიარებს.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება