ჩინური ინვესტიცია წალენჯიხაში - ჩაის განახლებული წარმოება
განაცხადი
ნახვა: 5516
ენები: 

დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქ წალენჯიხაში, 72 წლის ნარგიზა ღვინჯილია ჩაის ქარხანაში, ახლად გამომშრალ, მოყავისფრო-მოწითალო ჩაის გროვას არჩევს. ღეროებსა და ტოტებს მაკრატლით ჭრის და თან ეღიმება. ჩინური ინვესტიცია ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ, წალენჯიხაში ჩაის მომავალი ისევ აქვს. ნარგიზა ღვინჯილიას ინტერესს ჩაის წარმოების მიმართ კი, ახალი მიზანი ამოძრავებს.

„ჩინელები ჩაის კულტურას აბრუნებენ” - ამბობს ნარგიზა. „აქ ხალხი პესიმისტურად იყო განწყობილი, რადგან სახელმწიფომ ისინი მიატოვა. მათ მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჩინელები მოვიდნენ.”

ეს ათწლეულების წინ წარმოუდგენელი იქნებოდა. 

ქალები ჰკრეფენ ჩაის. წალენჯიხის სუბტროპიკული ჰავა იდეალურია ჩაის მოსაყვანად.
ჩაის ძირითადად ქალები ჰკრეფენ. ეს ფიზიკურად რთული სამუშაოა. ხანდახან, მოსავლის აღების პერიოდში, მათ 33 გრადუსში უწევთ მუშაობა.
ქარხნის თანამშრომელი ჩაის გამშრალ ფოთლებს ამოწმებს.

დასავლეთ საქართველოს, შავი ზღვის სუბტროპიკულ რეგიონში ჩაი მეცხრამეტე საუკუნიდან მოჰყავთ, თუმცა ჩაის ყველაზე დიდი წარმოება საბჭოთა კავშირში დაიწყო, როდესაც მას „მწვანე ოქროს” უწოდებდნენ. საბჭოთა კავშირში მოთხოვნის შესაბამისად, რეგიონში ჩაის პლანტაციების რაოდენობაც გაიზარდა.

1985 წელს, საქართველო 150 000 ტონაზე მეტ ჩაის აწარმოებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირში, საქართველო ჩაის ყველაზე დიდი მიმწოდებელი იყო. ამ პერიოდში შეიქმნა სასოფლო მეურნეობის კვლევის ცენტრი, ასევე გამოიყვანეს ჩაის ახალი სახეობები. საბჭოთა კავშირში ჩაის რეკლამას უკეთებდნენ, როგორც მადის გამანეიტრალებელ და მუშებისთვის ენერგიის მიმცემ პროდუქტს.

„ჩაის პლანტაციები ყველგან იყო და მთელი სოფელი იქ მუშაობდა” - იხსენებს ღვინჯილია, რომელიც 12 წლიდან ამ საქმეშია ჩართული. „ქარხანა 24 საათი მუშაობდა, რადგან ბევრი საქმე იყო.”

„ქალაქში, ჩაის სურნელი  ყველგან იდგა” - იხსენებს 52 წლის ექიმი მაია მაღლაკელიძე. „ფანჯრებს ვაღებდით, რომ ჩაის სუნი გვეგრძნო. იგი მთელ ქალაქში იყო.“

„ყველა ეს დიდი სახლი წალენჯიხაში...” აგრძელებს იგი, სადაც 3 847 ადამიანი ცხოვრობს „ჩაის დამსახურებით აშენდა.”

თუმცა წალენჯიხის მაცხოვრებელთა კეთილდღეობა საბჭოთა ეპოქასთან ერთად დასრულდა. 

საქონელი საბჭოთა კავშირის დროინდელ, ჩაის მიტოვებულ ქარხანაში.
ქანდაკება გაუქმებულ შადრევანთან წალენჯიხაში. საბჭოთა კავშირში, როდესაც ჩაის ინდუსტრია ვითარდებოდა, ქალაქი კეთილმოწყობილი იყო.
მოზაიკა, დანგრევის პირას მყოფი ჩაის ქარხნის კედელზე. საბჭოთა კავშირის დროს, ქარხანა ერთ-ერთი მოწინავე იყო ჩაის ინდუსტრიაში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილებს ქმნიდა.

დღესდღეობით, წალენჯიხის ექვსი ჩაის ქარხნიდან, მხოლოდ ერთი „ლაზის” ქარხანა გადარჩა. ქარხანაში 35 თანამშრომელი მუშაობს, მათგან ერთ-ერთი ნარგიზა ღვინჯილიაა, რომელიც ჩაის მოყვანის ტექნოლოგიის სპეციალისტია. ქალაქში, ჩაის ბუჩქები ზომაზე მეტად არის გაზრდილი. საქონელი, რომელიც ხშირად ჩაის ქარხნის ნანგრევებში დაეხეტება, მათ საკვებად იყენებს.

ყველაფრის მიუხედავად, რადგან ჩაიზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, მსოფლიოში ჩაის ყველაზე დიდი მწარმოებელი - ჩინეთი, წალენჯიხაში შესაძლებლობას ხედავს.

ჩინური ინვესტიციები საქართველოში,  „პეკინის აბრეშუმის გზის” ნაწილია, რომელიც უკვე მოიცავს უძრავი ქონებისა და რკინიგზის სექტორს. ჩაით ვაჭრობა, 2017 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ნაწილი გახდა. ჩინეთი თანახმაა საქართველოს ჩაის ინდუსტრიას დაეხმაროს და მისი წარმოების ხარიხსხი გაზარდოს.

ქართული ჩაის პლანტაციები ფოთის პორტიდან, სადაც ჩინელებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა აქვთ ადვილად ხელმისაწვდომია. ახალი შეთანხმების თანახმად, საქართველოდან ჩინეთში ჩაის იმპორტისას, ჩინური კომპანია გადასახადებს არ იხდის.

„ლაზის” მიერ წარმოებული ჩაი კვლავ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში იგზავნება, საქართველოს ჩათვლით უკრაინაში, ტაჯიკეტში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. თუმცა, წელს 7-დან, 8 ტონამდე ჩინეთშიც გააგზავნეს. 

 

ტექნოლოგიის სპეციალისტი ნარგიზა ღვინჯილია ჩაის სუნსა და გემოს ამოწმებს. ჩინეთის გარდა, წალენჯიხის ჩაი იგზავნება თურქმენეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეტში.
მწვანე და შავი ჩაი, დაგემოვნებისას ერთმანეთს დარდება.
ნარგიზა ღვინჯილია, შუადღის შესვენებისას თანამშრომლებს ჩაის სთავაზობს.
ქარხნის თანამშრომელი ღეროსა და ტოტებს აცლის გამომშრალი ჩაის ფოთლებს.
ახლად დაყენებული ჩაი, რომელსაც „ლაზის” თანამშრომლები შესვენების დროს სვამენ.

„ლაზის” და ჩინეთის „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის” შეხვედრა შემთხვევითი იყო, როდესაც ჩინური კომპანია დასავლეთ საქართველოში წარმოებას ეძებდა, ამბობს „ლაზის” აღმასრულებელი დირექტორი კონსტანტინ მებონია. „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანიის” 80 000 დოლარის ინვესტიცია, ქარხნის თანამშრომლებს მაისიდან, ივნისის ბოლომდე ხელფასებით უზრუნველყოფს. ოთხ თვიანი მოსავლიდან, სწორედ ამ ორი თვის განმავლობაშია ჩაის ფოთლები ყველაზე კარგ მდგომარეობაში. როგორც ქარხანის გენერალური დირექტორი იუწყება, წინა წელთან შედარებით ჩაის მკრეფელთა რაოდენობა 100-დან 300 თანამშრომლამდე გაიზარდა, მათგან უმეტესობა ქალები არიან.

ნაგრიზა ღვინჯილია, რომელიც ასევე თანამშრომლებს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ მათი ხელფასებიც გაიზარდა. მოსავალის აღების პერიოდში, ერთ კილო ჩაიში, მკრეფავებს 5-დან 35 ლარამდე შეუძლიათ გამოიმუშაონ. ეს ციფრი მნიშვნელოვნად განსხვავდება, იმ ფასისგან, რომელსაც თანამშრომლებს ჩვეულებრივ უხდიან, რაც ერთ კილო ჩაიზე, ერთ ლარს, ან ერთ ლარსა და ორმოცდაათ თეთრს შეადგენს.

ყველაზე ძვირად ფასობს ის ფოთლები, რომლებიც ჩაის ღეროს წვერში, პირველ რიგშია განლაგებული.

„ლაზის” ჩაის სტანდარტ ნარგიზა ღვინჯილია განსაზღვრავს.

„პირველი რიგის ფოთლებისგან ძლიერი არომატის მიღებაა შესაძლებელი, ამიტომ ჩაი ხელით უნდა დაიკრიფოს ” - ამბობს იგი. 

გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, ქალი ჩაის ფოთლებს გასაშრობად მაგიდაზე ალაგებს.
ქარხნის თანამშრომელი ჩაის გამშრალ ფოთლებს არჩევს.
შავი ჩაი ხელით ირჩევა.
ნარგიზა ღვინჯილია ხელით არჩევს მშრალი ჩაის ფოთლებს.
ქარხნის თანამშრომელი ჩაის ფოთლებს ხელით არჩევს. ჩინური ინვესტიციის შემდეგ თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდა, როგორ ქარხნის ხელმძღვანელობა ამბობს.

თუმცა, ტექნოლოგიასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ლაზისთვის” ჩინელმა პარტნიორებმა სამი პატარა ზომის დანადგარი ჩამოიტანეს, რომელიც ჩაის ახლად დაკრეფილ ფოთლებს ახვევს. ასევე ოთხი დანადგარი, რომელიც გაშრობისთვის გამოიყენება. განსხვავებული დანადგარი მუშაობს იმისათვის, რომ გააშროს და აწარმოოს ერთი საათის განმავლობაში ორი კილო მაღალი ხარისხის მწვანე ჩაი, ჩინეთში გასაგზავნად.

ჩინელი ექსპერტები ხელსაწყოების გამოყენებას წესებსა და საკუთარ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს უზიარებენ. კოოპერაციის ფარგლებში „ლაზის” ორი თანამშრომელი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩინეთში მიემგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა ქარხანისთვის იმედის მომცემია, იგი დროებითია. ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ხუთი წელი სჭირდება, მაგრამ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩინური კომპანია გარკვეული დროის მანძილზე ქართულ ქარხანასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

იმ ათი თვის განმავლობაში, როდესაც ჩინეთი არ არის ჩართული ჩაის წამროებაში, ქარხანისთვის რთულია სახსრების მოძიება იმისათვის, რომ თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს. ასევე რთულია ჩაის მაღაზიებში გავრცელება, ამბობენ თანამშრომლები.

ჩინური დანადგარების შენახვა ძვირი ჯდება და იგი სპეციფიკურ ცოდნას ითხოვს, ამბობენ ინჟინრები. ჩინური დანადაგრები იჯარით არის გაცემული და ისინი „ლაზის” საკუთრებას არ წარმოადგენს. 

ჩაის ტექნოლოგიის სპეციალისტი ნარგიზა ღვინჯილია, ქართულ და ჩინურ წარწერებს უყურებს, რომელიც ორი ქარხანის კოლაბორაციის შესახებ იუწყება.
ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი ახლად მოკრეფილ ჩაის ალაგებს.
ჩაის ახალი პარტიის მოლოდინში, ქარხნის თანამშრომლები დროის გასაყვანად საკუთარ წონას ზომავენ.
ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი ჩაის ახალ პარტიას ელოდება.
მძღოლი და მკრეფავი ჩაის ფასზე მსჯელობენ.

„ლაზის” ბნელ საწარმოში, ერთ-ერთი დანადგარის ძრავა ჩიართო. იგი თანმიმდევრულად ზუზუნებს და ჭრიალებს. მის შიგნით მწვანე ფოთლების ბღუჯა წრეზე ტრიალებს. ფოთლები თითო შემობრუნებისას ხმება.

ძრავის გუგუნთან ერთად, თბილი და სასიამოვნო ჩაის სურნელი გამოიყოფა, რომელიც ახლად გათიბული ბალახისა და პურის ცხობის სურნელის მსგავსია.

ნარგიზა ღვინჯილიასთვის ეს სურნელი ერთი მხრივ ნოსტალგიას ნიშნავს, მეორე მხრივ კი იმედს. 

საქონელი წალენჯიხის ქუჩაში, ხორბლის ყანასთან. რეგიონის ნაყოფიერი მიწა იდეალურია ჩაის მოყვანისთვის.
ბავშვები თამაშობენ ჩანისწყალის მდინარეში, რომელიც წალენჯიხაში მიედინება.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება