ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში
განაცხადი
ნახვა: 8302
ენები: 

ბედიანი,  მთების სიმწვანეში ჩაფლული დაბა მომცრო სახლებითა და მყუდრო ეზოებით, ერთი შეხედვით, საქართველოს  სხვა დასახლებებს წააგავს. ის არც მოსახლეობის სიმრავლით გამოირჩევა - თბილისიდან 90 კილომეტრით დაშორებულ ამ დაბაში, მდინარე ხრამის მახლობლად, სულ 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. თუმცა ბედიანი კიდევ 150-მდე ადამიანს მასპინძლობს, რომელთა ცხოვრებაც ერთი მასიური, საბჭოთადროინდელი შენობის კედლებს მიღმა მიედინება. ეს ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოა, საქართველოში სიდიდით მესამე.

ეს ფსიქონევროლოგიური დაწესებულება 1963 წელს გაიხსნა და თავდაპირველად 800 პაციენტზე იყო გათვლილი, დღეს კი 150 ადამიანსღა ემსახურება მთელი საქართველოდან.

იმის ფონზე, რომ ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმები საზოგადოებას ჯერაც ვერ დაუმარცხებია, ბედიანის პაციენტებსაც უცხო, დაჟინებული მზერისაგან მოფარულებს უწევთ ცხოვრება.

ტექნოლოგიურმა განვითარებამ საკმარისად ვერ შეუშალა ხელი მათ იზოლაციას გარე სამყაროსგან, რაშიც ეკონომიკური რესურსების არარსებობამ თუ არა, ნაკლებობამ მაინც შეასრულა მნიშვნელოვანი როლი. ამის მიუხედავად, ‘ბედიანელებმა’ კომუნიკაციების ალტერნატიულ საშუალებებსა და ფორმებს მიაგნეს.

ეს ფილმი ნათელს ჰფენს მათ ყოველდღიურობას პირქუშ დაწესებულებაში და ცდილობს, გვაჩვენოს - იმის მიუხედავად, რომ აქაური ურთიერთობები სხვადასხვა სახეს იღებს, მათ ერთი მთავარი, საერთო მამოძრავებელი ძალა აერთიანებს - სახლში დაბრუნების სურვილი.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება