საქართველოს ბრძოლა C ჰეპატიტის წინააღმდეგ
ნახვა: 4351
ენები: 

დავით სერგეენკო, საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრი, აცხადებს, რომ „C ჰეპატიტის მკურნალობა  საქართველოში უკანასკნელი პაციენტის  განკურნებამდე გაგარძელდება“.

უახლესი პრეპარატი  „ჰარვონი“, რომელიც  განკურნების, თითქმის,  100%-იანი  ალბათობით გამოირჩევა, გასულკვირას საქართველოში ჩამოვიდა.

თამთა თვალავაძე იმყოფებოდა C ჰეპატიტის მედიკამენტების  საცავში და შეხვდა პროგრამაში ჩართულ პაციენტებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.


 

 

 

ელიმინაციის პროგრამა- საქართველოს ბრძოლა C ჰეპატიტის წინააღმდეგ

 

ცე ჰეპატიტის ვირუსისა და ღვიძლის მაღალი დაზიანების მქონე პაციენტებისთვის საქართველომ პროგრამა 2015 წლის აპრილში დაიწყო.

 

მკურნალობის კურსის ღირებულება დაახლოებით 80,000-100,000 ამერიკული დოლარია, რასაც პროგრამაში ჩართული პაციენტები  უფასოდ მიიღებენ.

ამ დროისთვის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებული 6,571 პაციენტი, რომელთაც ღვიძლის დაზიანების მე-3 და მე-4 ხარისხი აქვთ.

 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო მესამე ადგილზეა  C ჰეპატიტით დაინფიცირებულ მაღალი მაჩვენებლის ქვეყნებს შორის, ეგვიპტისა და მონღოლეთის შემდეგ.

C ჰეპატიტით  ინფიცირებულთა უმრავლესობისთვის  მკურნალობა ხელმიუწვდომელია.

 

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Gilead-ისთვის საქართველო ტესტ-ქვეყანაა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისთვის. 

უფასო  მკურნალობის კურსი შედგება პრეპარატების  ინტერფერონის, რიბავირინის, სოვალდისა( სოფოსბუვირი) და  ჰარვონისაგან.  ლედიპასვირისა და სოფოსბუვირის კომბინაცია, ჰარვონი, უახლესი პრეპარატია, რომელიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. საქართველოში პრეპარატი  ჰარვონი უკვე  ჩამოვიდა და საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ.

 

მკურნალობის კურსის დრო და პრეპარატების კომბინაცია ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით შიერჩევა.

 

რატომ შეარჩია Gilead-მა საქართველო?  რა  ფაქტორები იყო  გადამწყვეტი? რამდენი პაციენტი არის ჩართული პროგრამაში  ? მათ შორის რამდენს აქვს პოზიტიური მაჩვენებელი. ეს ციფრები ინფოგრაფიკაზე არის წარმოდგენილი.


 

 

 


მიმდინარე თვის დასაწყისში, საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, ინიციატივით მიმართა პრემიერ მინისტრს, რომ ნეიტრალური დოკუმენტების მქონე პირებს ოკუპირებული რეგიონიდან შესაძლებლობა ჰქონდეთ  ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის.

 

ამ დროისთვის ოკუპირებული რეგიონიდან პროგრამაში ჩართვის სურვილით  ჯანმრთელობის სამინისტროს 45-მა ადამიანმა მიმართა. მათგან 35 პროგრამაში ჩაერთო, 15-მა კი მკურნალობის კურსი წარმატებით დაასრულა. მთავარი მოთხოვნა,  მათთვისაც  დოკუმენტების მოწესრიგება და პირადობის დამადასტურებელი ქართული დოკუმენტის ფლობაა.

 

ელიმინაციის გარდა, ცე ჰეპატიტის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები პროგრამის  ერთ-ერთი რთული  ნაწილია.

 

ეკა ადამია, ჯანმრთელობის სამინისტროს ელიმინაციის პროგრამის კოორდინატორი, აქცენტს  სახელმწიფოს მხირდან  მაღალი რისკის მქონდე ადგილებში მონიტორინგის მნიშვნელობაზე აკეთებს. ეს ადგილებია: სტომატოლოგიურ კლინიკები, სილამაზისა და ტატუ სალონებში.


 


 

 

ძვირადღირებული მედიკამენტების  გამო , შენახვისა და  განაწილების სპეციალური სტანდარტები არსებობს.

 

Neo Lab ელიმინაციის პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი კლინიკაა. იქ დასაქმებულები გვიჩვენებენ პრეპარატების შენახვა-გავრცელების სავალდებულო წესებს.

 


 


 

 

ირინა  ნატროშვილი, 48 ელიმინაციის პროგრამაშია ჩართული და  ამჟამად  გადის მკურნალობის კურსს. ის  ცდილობს, ზედმიწევნით გაითვალისწინოს ექიმის ყველა რეკომენდაცია.

ირინა  C ჰეპატისის ვირუსთან ბრძოლის მთავარ სირთულეებს აღწერს.

 


 


 

გიორგი მჭედლიშვილს C  ჰეპატიტთან ბრძოლის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ის პროგრამის პირველი ფაზის მონაწილე იყო. ბოლო ანალიზების მიხედვით, მან დაავადება დაამარცხა.

გიორგი დაავადების მართვის პირად გამოცდილებასა და ამბავს გვიზიარებს.


 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება