საქართველოს მომავლის ხედვა
ნახვა: 2420
ენები: 

იმ ქვეყანაში, სადაც ინოვაცია უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, მეწარმეები  ახალი ტექნოლოგიებისა და იდეების დანერგვით ცდილობენ თავიანთი ბიზნესის მოდერნიზაციას. რამდენიმე ქართული ბიზნესის გაცნობით შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში, სტარტაფებსა და საცალო მაღაზიებში თანამედროვე მიდგომები აღმოვაჩინოთ.

 

ანა, თბილისში არსებული "ყველის სახლის" მფლობელი, ქართული ყველის სახეობების აღმოჩენასა და პოპულარიზაციაზე მუშაობს. ანა საქართველოს პატარა სოფლებიდან უნიკალურ რეცეპტებს აგროვებს. გარდა ამისა, ის თვითონაც აწარმოებს ყველს.
"ყველის სახლის" მეორე ლოკაციის თაროები. ეს მაღაზია ორიგინალის ფრენჩაიზია, რომელიც უცნაური და ახალი ქართული ყველების ნაირსახეობებს ჰყიდის.
ანა, სანამ გასასინჯად გაჭრის, მის მიერ შექმნილ ყველს გვაჩვენებს
ბექას ფერმის მუშა დედოფლისწყაროში. საკვების ფარდულში მან ახალი ხელსაწყოები გამოიგონა, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას აიოლებს.
31 წლის ბექამ იურისტობიდან ფერმერობის გზაზე გადაუხვია. ის მუდამ ცდილობს ბიზნესის დივერსიფიკაციას და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას. მისი ბრენდის ქვეშ სოფლის მეურნეობის რამდენიმე განშტოება ერთიანდება. მისთვის მულტიტასკინგი უცხო არაა.
მიუხედავად გამოყენებული ტექნოლოგიების და ინოვაციისა, მოულოდნელმა ამინდმა, მაგალითად, სეტყვამ, შეიძლება დააზიანოს მოსავალი, მაგალითად, როგორც ეს ქერი.
ზურა, 27 წლის ახალგაზრდა ფერმერი, ქერის მოსავალის აღებას მეთვალყურეობს.
ინდაურის ჭუკები ზურას ფერმაში. ზრდასრული ინდაური ახალი წლისთვის 100 ლარი ღირს. ინდაურის ჭუკები იმ ფერმებშიც შეგხვდებათ, სადაც მეწარმეობის თანამედროვე პრაქტიკაა.
დაფა, რომელიც ფარდულში ჰკიდია. დაფაზე ხელოვნური ინსემინაციის შესახებ ინფორმაციაა აღბეჭდილი.
ბექა და მისი ოჯახი
GITA-ს ტექნოლოგიური პარკის დილის რუტინა
GiTA-ს ტექნოლოგიურ პარკში ქარი თეთრ ზეწრებს აფრიალებს. ეზოში აქაურების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებია, რომელთა ნაწილიც პირველი სართულის "ფაბლაბში" შეიქმნა.
ტექნოპარკში არსებული ოთახი ბრეინშტორმინგისათვის. ეს სართული სტარტაპებისა და მეწარმეებისთვის ღიაა, რათა მათ შეძლონ ერთმანეთთან დაკავშირება, მუშაობა და იდეების გაზიარება სტრატეგიულად დაგეგმილ ოთახებში.
საღამოს 9 საათი ტექნოპარკში. სტარტაპის თანამშრომლები საერთო სამუშაო ადგილიდან ბარგდებიან და სახლისკენ მიდიან.
სტარტაპების მარკეტინგის მასტერკლასების ერთ-ერთი დამსწრე სესიებს შორის ისვენებს.
შაბათი: სტარტაპებისთვის იურიდიული კონსულტაციის ვიდეოების გადაღება. დღეს იწერენ "Patronus Legal"-ს, იურიდიულ კომპანიას, რომელიც ტექნოლოგიურად სხვებთან შედარებით ბევრად წინაა წასული.
სტარტაპების მარკეტინგის მასტერკლასების ერთ-ერთი დამსწრე სესიებს შორის ისვენებს.
სტარტაპების მარკეტინგის მასტერკლასი დასრულებულია. ტექნოპარკის წევრთა უმეტესობა საკუთარ სტარტაფებზე ღამე ან შაბათ-კვირას მუშაობს, ძირითადი სამსახურის პარალელურად.
ძველი და ახალი: სკამი ლისის ტბაზე არსებული პომიდვრის სათბურთან. ეს სათბური საქართველოში პირველი კომერციული ორგანული ფერმაა.
კლიენტი ორგანულად გაზრდილი სალათის ფურცლის საყიდლად მოვიდა. სათბურებში ყველაფერს ქიმიური დანამატების გარეშე ზრდიან, თუმცა ამისი მნიშვნელობა ძნელი გასაცნობიერებელია ქვეყანაში, სადაც საშუალო ხელფასი თვეში 400 ლარია.
მეორე სათბური, სადაც პომიდორი, სალათის ფურცელი და გოგრა იზრდება,
გვირაბები, რომლის გავლაც გვიწევს სათბურებამდე და უკან.
"ომედიას" ოფისი. სხვა თბილისური სტარტაფების მსგავსად, ისინი საცხოვრებელ უბანში ბინას ქირაობენ, რაც საოფისე ფართისგან განსხვავებით, ბევრად უფრო იაფი ჯდება
რადგან ოფისები საცხოვრებელ ბინაშია განთავსებული, ტიპური ქართული სახლების მსგავსად, აქაც დიდი სამზარეულოა.
შესვენება სიგარეტისთვის - ომედიას ოფისის აივანი.
საღამო ომედიაში
ომედიას თანამშრომლები მუშაობის პროცესში
83 წლის სოფია. შვილის მაღაზიაში CD-ებსა და SIM ბარათებს ჰყიდის, ასევე ქსეროასლებს აკეთებს. სოფიას უნდა, რომ ახალი ტექნოლოგიები შეისწავლოს, რადგან შეძლოს დახმარება.
სოფია მომხმარებლებისთვის "ქსეროქსის" აპარატით ქსეროასლებს იღებს.
სოფიას პორტრეტი შვილის მაღაზიაში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თბილისში.
"ვანდიოს" ოფისის აივნის დეტალი. აქ ხშირად გამოდიან სიგარეტის მოსაწევად.
პროგრამისტების ბლოკ-სქემები ვანდიოში
"ვანდიოს" სამზარეულოში დილა, როგორც ბევრ სხვა ოფისში, ყავით იწყება. მათი ოფისიც საცხოვრებელ ბინაშია განთავსებული.
"ვანდიოს" თანამშრომლები საათობით უცქერენ ეკრანებს.
"ვანდიოს" სათავო ოფისის ინტერიერის დეტალი
შუადღე. ირგვლივ ყველა მუშაობს.
"ვანდიოს" სათავო ოფისი სამოთახიანი ბინაა, თუმცა თანამშრომლები ყველა შესაძლო კუთხეში არიან. შეხვედრების ოთახი არ აქვთ, ამიტომ საუბრები ძირითადად ფოიეში ან, უფრო ხშირად, აივანზე ხდება, სიგარეტთან ერთად.
ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება