საცხოვრებლის ილუზია
ნახვა: 1545
ენები: 

ბოლო ათწლეულის მანძილზე თბილისი მშენებლობების ბუმმა მოიცვა. ქალაქი აივსო ახალი, მრავალსართულიანი საცხოვრებლებით. ცენტრალური უბნები გადაჭედილია კორპუსებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარდამავალი პერიოდის სევდიან სურათს ქმნის. სურათი, რომელიც ჯერაც დაუსრულებელია. ადამიანები, რომლებიც რიგ შემთხვევებში საზღვრებს გარეთ, მძიმეშრომის შედეგად აშენებდნენ უზრუნველი მომავლის იმედს, იმედგაცრუების დიდმა ტალღამ მოიცვა. დაუსრულებელი ნაგებობების ჩონჩხების უკან ბევრი ისტორიაა, რომლის შესახებაც პირადსაუბრებში ყვებიან. ბეტონის კედლები და გულნატკენი, გაბრაზებული ადამიანების ხმა ყრუდ მოისმის. უმრავლესობას არ სურს ეკრანზე გამოჩნდეს, ფიქრობენ რომ მათი ამბავი არავის აინტერესებს. ზოგს უბრალოდ ეშინია თვალში არ მოხვდნენ სამშენებლო კომპანიების პატრონებს, ზოგი კი ფიქრობს რომ სამსახურებში გართულებები შეექმნებათ. ადამიანები სწარმოდგენები ბუნდოვანი და გაურკვეველია, თუმცა იმედი იმისა, რომ მათი სახლები ოდესმე დასრულდებაჯერაც არ დაუკარგავთ.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება