სექსუალური განათლება საქართველოში
განაცხადი
ნახვა: 9781
ენები: 

„ამ თავს სახლში წაიკითხავთ”- ასეთი ფრაზა ბიოლოგიის გაკვეთილზე ხშირად ესმით ქართველ მოზარდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ეს თავი ადამიანთა გამრავლებას ეხება.

საქართველოში, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში, სკოლის მასწავლებლები თვლიან, რომ სექსი კლასში განხილვისთვის უხერხული თემაა და უკეთესი იქნება, თუ ამ საკითხს ბავშვები მშობლებთან განიხილავენ. სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით, საქართველოში გარკვეული ტაბუ არსებობს. 

ბათუმის მე-3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი რუსუდან ჭყონია, მისი კოლეგებისგან განსხვავებით ბიოლოგიის წიგნში არასდროს ტოვებს თავს ადამიანის გამრავლების შესახებ. 30 წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი, ცდილობს აუხსნას ბავშვებს ის, რაზეც საუბარს მათი მშობლები თავს არიდებენ.

რუსუდან ჭყონიას მიდგომა, რომელიც გულისხმობს, რომ „ყველაფერი ბუნებრივი მისაღებია” ეხმარება მოზარდებს, რომ მათ კითხვები სექსზე თავისუფლად დასვან.
იმისდა მიუხედავად, რომ სექსუალური განათლება საქართველოს საჯარო სკოლებში არსებობს, ადამიანის სასქესო ორგანოების მოდელის არქონის გამო, რუსუდან ჭყონია ადამიანის ჩორჩხის მოდელს იყენებს.

„როდესაც სკოლაში მუშაობა დავიწყე (მასწავლებლად) აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეებს არ ესმოდათ ჩვენი დისკუსიის მიზანი (სექსზე) და ამ თემაზე საუბრისას ისინი ხშირად იცინოდნენ. ამიტომ გადავწყვიტე ამეხსნა, თუ რა ბიოლოგიური ცვილებები ხდება ადამიანში, როდესაც იგი სექსუალური სიმწიფის პერიოდს აღწევს და რომ ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში სამარცხვინო არაფერია. ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ეს თემა განგვიხილოთ, როგორც ბუნებრივი პროცესი, სხვა ზედმეტი შეფასების გარეშე".

რუსუდან ჭყონიას რუსეთში ფსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის მაგისტრატურის ხარისხი აქვს, მაგრამ სექსუალური განათლების სპეციფიკასთან შეხება არასდროს ჰქონია. საბჭოთა კავშირის დროს სექსუალური განათლება წარმოუდგენელი იყო. ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ ცხოველების გამრავლებას აღწერდნენ. 

„30 წლის ასაკამდე ჩემთვის სექსუალური განათლების მნიშვნელობა გაუგებარი იყო", - ამბობს რუსუდანი. „ძირითადად ქიმიას, ბიოლოგიას და ფსიქოლოგიას ვსწავლობდით. სასწავლო მასალის გარდა, ხანდახან სხვა წიგნებს გვაძლევდნენ და აქედან გავიგე ბიოლოგიური დეტალები ადამიანის გამრავლებაზე”. როგორც თავად იხსენებს, მისი თანაკურსელები ხშირად ეკითხებოდნენ მას დეტალებს ამ თემასთან დაკავშირებით და რუსუდანი მათ აძლევდა იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ხელმისაწვდომი იყო. 

„თბილისის მწავნე სკოლის” დამწყები კლასების პროგრამის ხელმძღვანელი ლელა ტეფნაძის მიხედვით, ბიოლოგიის წიგნები არ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას სექსუალურ ცხოვრებაზე, რადგან ისინი მასწავლებელს და მოსწავლეებს დისკუსიისკენ არ უბიძგებენ.

ინფორმაციული ვაკუუმი  საბჭოთა კავშირისთვის უცხო არ იყო. 

1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საზოგადოებაში დიდი გავლენა მოიპოვა, რაც  სექსუალური განათლების კატეგორიულ უარყოფას ნიშნავს, რადგან ეკლესიისთვის ეს თემა ამორალურია და შესაბამისად იგი სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს, აღნიშნავს ლელა ტეფნაძე, „თბილისის მწვანე სკოლის" დამწყებითი კლასების პროგრამის  ხელმძღვანელი.  

ნანა კილასონია, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს სასკოლო წიგნების აკრედიტაციას ხელმძღვანელობს აღნიშნავს, რომ 2004 წელს, როდესაც იგი სამინისტროს ეროვნული განათლების განყოფილებაში კონსულტანტად მუშაობდა „ეკლესია სახელმძღვანელოების არჩევაში უხეშად ერეოდა. ისინი წიგნებს ამოწმებდნენ და ამბობდნენ, რომ შეუძლებელია ქალი და კაცი ღმერთის წინაშე თანასწორები იყვნენ.”

კომენტარისთვის, ვერ მოხერხდა საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირება. თუმცა, დეკანოზი ანდრია გეჯაღმაიძე ამბობს, რომ „არაფერია უჩვეულო” იმაში, რომ ეკლესია სახელმძღვანელოების საკითხში ერევა. 2002 წელს დამტკიცებული შეთანხმების მიხედვით, ეკლესიას აქვს უფლება, რომ მთავრობასთან ერთად ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა განიხილოს.

46 წლის, ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი ანდრია გეჯაღმაიძე, ახლა საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი კიკეთის სკოლების მღვდელია. იგი ფიქრობს, რომ ევროპული სტანდარტების პირდაპირი გადმოღება ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის არ იმუშავებს.

„ქართული საზოგადოება ჯერ მზად არ არის ასეთი ცვლილებებისთვის. ამ საკითხზე მსჯელობისას ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც უნდა გავითვალისწინოთ. ასეთი რეალობაა ჩვენთან. ამიტომ, ნებისმიერ რადიკალურ ცვილებებზე ხალხს კარგი რეაქცია არ ექნება”.

მიუხედავად ასეთი შეხედულებებისა, ანდრია გეჯაღმაიძე თვლის, რომ სკოლებში სექსუალური განათლების პრობლემა არსებობს. მისი აზრით რუსუდან ჭყონიას მეთოდი მისაღებია, თუმცა უკეთესი იქნება ასეთი თემები თუ ოჯახში განიხილება. იგი ასევე ფიქრობს, რომ სექსთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები, პირადი საუბრების თემა უნდა იყოს. „როგორც მღვდელს, ადამიანები პირად სექსუალურ პრობლემებზე მესაუბრებიან, თუმცა საჯაროდ ამაზე არასდროს ვლაპარაკობ. საქრთველოში ძალიან ცოტა მასწავლებელია, ვისაც შეუძლია ამ თემაზე საკლასო ოთახში საუბარი. საგანმანათლებლო სისტემას კიდევ ბევრი სხვა გამოწვევა აქვს, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა მოგვარდეს”. 

1930 წლიდან 1990 წლამდე, ბიოლოგიის წიგნებში ტექსტის და ილუსტრაციების მხრივ ცოტა რამ შეიცვალა.

ლელა ტეფნაძის აზრით, ტაბუ საბჭოთა კავშირმა დაამკვიდრა, სადაც დისკუსია სექსზე, როგორც ბუნებრივ ბიოლოგიურ პროცესზე, წარმოუდგენელი იყო. 

როგორც იგი აღნიშნავს „მასწავლებლებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყონ ბავშვებთან საუბარი, ამიტომ ამ პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებენ. ამასთანავე, მშობლები საბჭოთა კავშირში გაიზარდნენ და არც მათ ესმით ამ თემაზე საუბრის აუცილებლობა. შედაგად ვიღებთ სკოლის მასწავლებელებს, მოსწავლეებს და ტრადიციულ ქართულ ოჯახებს, სადაც არავინ საუბრობს სექსზე, როგორც ადამიანის ცხოვრებაში არსებულ ბუნებრივ პროცესზე”. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბიოლოგიის სახელმძღვანელოების ფორმატი არ შეცვლილა. სასკოლო წიგნებში ადამიანების მაგივრად ცხოველების გამრავლებაზეა საუბარი. მხოლოდ 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის განათლების რეფორმის შედეგად მე-8 კლასის ბიოლოგიის წიგნში დაემატა თავი ადამიანების გამრავლებაზე. თუმცა არაფერი შეცვლილა იმ საკითხთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა ისაუბრონ მასაწავლებლებმა სკოლებში სექსზე.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მანანა რატიანი აღნიშნავს,  რომ არ არსებობს რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, იმის შესახებ თუ როგორ უნდა ასწავლონ ეს თემა. ასეთ საკითხებს  ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს. წლების წინ მთავრობას არ ჰქონდა მითითებული მოთხოვნები სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით. 

ერთ-ერთი პირველი, 1930 წელს გამოცემული ბიოლოგიის წიგნი, სადაც აღწერილია მცენარეებისა და ცხოველების გამრავლება. 2000-იან წლებამდე ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში იგივე ტექსტია გამოყენებული, შეცვლილი ვიზუალებით.
1967 წელს, ე.წ. სტაგნაციის პერიოდში გამოცემული „ზოგადი ბიოლოგიის” სახელმძღვანელო წინა წლების მასალას იყენებს.
გამრავლება მიკროსკოპულ დონეზეა ასახული.
1970-იანი წლების სახელმძღვანელო, სადაც მასტურბაცია პირველად არის ნახსენები. წიგნი ხაზს უსვამს, რომ ბიჭების სექსუალური მოწიფულობა ბუნებრივი პროცესია და ამაში სასირცხვილო არაფერია. წიგნში ასევე ნახსენებია, რომ მენსტრუაცია გოგოების სექსუალური მოწიფულობის მაჩვენებელია, თუმცა პარაგრაფის ბოლოს მითითებულია, რომ გოგოები ოჯახის შექმნისთვის ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყვნენ.
თანამედროვე მე-8 კლასის ბიოლოგიის წიგნში, რომელიც 2012 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საგანმანათლებლო რეფორმის დროს გამოიცა, ტექსტი შეცვლილია, ხოლო ილუსტრაციები უფრო რეალურია.

რეკომენდაციების არარსებობის გამო, რუსუდან ჭყონიამ საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. „მე ყოველთვის ვეუბნები მოსწავლეებს, რომ თუკი მათ კითხვები აქვთ, ისინი აუცილებლად დასვან. ასევე, ვთავაზობ, რომ ეს კითხვები დაწერონ, თუკი ასე უფრო გაუადვილდებათ ამ თემაზე საუბარი”.

როგორც იგი აღნიშნავს, გოგოებთან შედარებით, ბიჭები უფრო თამამად სვამენ კითხვებს სექსზე. გარდა ამისა, ჭყონია ამჩნევს, რომ მოსწავლეების უმეტესობა ოჯახთან არ საუბრობს იმ ბიოლოგიურ ცვლილებებზე, რაც სექსუალური მოწიფულობის დროს ორგანიზმში  ვითარდება.

„მათ რცხვენიათ ამაზე საუბარი”, - ამბობს ჭყონია, „ხანდახან დამატებითი გაკვეთილები მაქვს გოგოებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე იმისათვის, რომ მათი ასაკისთვის მნიშვნელოვან ბიოლოგიურ დეტალებზე ვისაუბროთ”. 

ტეფნაძე „თბილისის მწვანე სკოლიდან" ფიქრობს, რომ „ასეთი გენდერული დაყოფა შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თითოეულ ჯგუფს გარკვეულ ინფორმაციას უმალავენ".

გამრავლებასთან დაკავშირებით შეკითხვებს მე-3 საჯარო სკოლის ბიოლოგიის სხვა მასწავლებლებიც პასუხობენ. როგორც რუსიკო აღნიშნავს „თუკი, ბავშვს შეკითხვა აქვს, მასწავლებელი აუცილებლად უპასუხებს”. 

რუსუდან ჭყონია კრიტიკას მიესალმება. „ვხვდები, რომ ჩემი მეთოდი იდეალური არ არის. მხოლოდ ის მსურს, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ რაც მათ ემართებათ სქესობრივი მომწიფების ასაკში, ნორმალურია”.

უცნობია ის, თუ რა ცვლილებებს შეიტანს  სექსუალური განათლების საკითხში 2018 და 2019 წელს გამოსაცემად დაგეგმილი ახალი სახელმძღვანელოები. კილასონია, სასკოლო სახელმძღვანელოების ხელმძღავნელი, ახალ წიგნებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ სამინიტრომ წიგნის ავტორებს დეტალური მითითებები წარუდგინა. როგორც იგი ამბობს, „შემდეგი ნაბიჯი დისკუსიაა, საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია საკუთარი აზრი გამოთქვას ამ წიგნებთან დაკავშირებით და ამის გათვალისწინებით მოხდება წიგნების საბოლოო დამტკიცება. საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ წიგნები შეაფასონ, სანამ ისინი ოფიციალური სასწავლო პროცესის ნაწილი გახდება”.

საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელი წიგნით უნდა სწავლობდეს მოსწავლე, სკოლას და მასწავლებელს ეკუთვნის.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუსუდან ჭყონიამ სამინისტროს მითითებების მიუხედავად საკუთარი მიზნები დათმოს.

როგორც იგი ამბობს, „თუკი ჩემს მოსწავლეებს ექნებათ ინფორმაცია გამრავლებასა და სქესობრივი მომწიფების შესახებ, ვფიქრობ ჩემი მისია შესრულებლია”. 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება