შავი, კრიმინალური 90-იანები
ნახვა: 4404
ენები: 

1990-იანებში, როცა მოსახლეობის უმეტესობა შიმშილის ზღვარზე იყო და უმუშევრობა მეფობდა, ქუთაისში ამის პარალელურად დიდი და ექსტრავაგანტული სახლები სხვების ფონზე საეჭვოდ გამოიყურებოდა. ეს ახალაშენებული შენობები ხშირად კრიმინალურ ავტორიტეტებს ეკუთვნოდა. ქუთაისელები ამ სახლებს დღემდე “ქურდების სახლებს” უწოდებენ.

 

პოლიციის ეს შენობა გაიოზ ზვიადაძის, კრიმინალური ავტორიტეტის ყოფილი სახლია. კრიმინალების, ანუ ე.წ. “შავების” წინააღმდეგ გატარებული რეფორმების შემდეგ ბევრი კრიმინალური ავტორიტეტი ციხეში ჩასვეს და მათ ქონებას კონფისკაცია ჩაუტარეს.

1926 წლიდან 1940 წამდე საბჭოთა კავშირში ჯიბის ქურდებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. საძმო, რომელიც თანდათან გაიზარდა და გაძლიერდა. მოგვიანებით გაჩნდა უფრო მაღალი რანგის კრიმინალების ინსტიტუტი. ისინი ნელ-ნელა იკრებდნენ გავლენას როგორც ციხეში, ისე მთელ ქვეყანაში.

 ამ პერიოდიდან საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მათ ძლიერი ქსელი შექმნეს, რომელიც იერარქიაზე, ფულის კეთებასა და კრიმინალზე იყო დაფუძნებული და მამაკაცურ ღირსებებსა და სიმამაცეზე აპელირებდა. ახალგაზრდებისათვის კრიმინალობა და კანონის დარღვევა რომანტიკული და მიმზიდველ ჩანდა. უმრავლესობას კრიმინალური ავტორიტეტობა სურდა.

 

ეს ციხე, რომელიც XIX საუკუნეში ქუთაისის ცენტრში აშენდა, ახლა დახურული და მიტოვებულია. თუმცა ის 90-იან წლებში ქალაქის კრიმინალური ავტორიტეტების მთავარი პენიტენციალური ადგილი იყო.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ თავდაუზოგავი ომი წამოიწყო. სპეცოპერაციების, დევნისა და პოლიციის სისტემის რეფორმის შედეგად, შავებისგან გათავისუფლება შესაძლებელი გახდა. მათი უმრავლესობა, ვინც სოციალურ, ბიზნეს და პოლიტიკურ ცხოვრებას მართავდა, ახლა მარმარილოს საფლავებში განისვენებს. შავი კრიმინალების საფლავები ცალკე სუბკულტურა გახდა, რომელიც ქუთაისის სასაფლაოებზე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ.

 

 

2008 წელს ცოლთან ერთად რუსეთში მოკლული მალხაზ მინდაძის საფლავი
2008 წელს ცოლთან ერთად რუსეთში მოკლული მალხაზ მინდაძის საფლავი
კრიმინალური ავტორიტეტის, ბათუს საფლავის ქვას ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ლექსი ამშვენებს.
კრიმინალური ავტორიტეტის, ბათუს საფლავის ქვას ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ლექსი ამშვენებს.
ოღასკურას სასაფლაოს ეკლესია ავთო ჩიხლაძის (კვეჟო) ფულითაა აშენებული. მისი საფლავი ეკლესიის გვერდითაა.
ოღასკურას სასაფლაოს ეკლესია ავთო ჩიხლაძის (კვეჟო) ფულითაა აშენებული. მისი საფლავი ეკლესიის გვერდითაა.
ნიკოლოზ თუთბერიძის, მეტსახელად მაცის საფლავის ქვაზე ამოტვიფრულია რვაქიმიანი ვარსკვლავი, კრიმინალური ავტორიტეტის სიმბოლო. კრიმინალური კულტურის განმასხვავებელი ნიშანია ასევე მჯდომარე კრიმინალის ძეგლი.

პოლიციის რეფორმის შემდეგმ რომელიც 2004 წელს დაიწყო, საქართველოს მთავრობამ დაიწყო სპეცოპერაციები კრიმინალური ავტორიტეტების დასაპატიმრებლად. მათი უმრავლესობა დააპატიმრეს, ზოგი მოკვდა ან ქვეყნიდან განიდევნა. მიუხედავად იმისა, რომ შავი კრიმინალების სისტემა ახლა დანგრეულია, ახალგაზრდების ნაწილში კრიმინალური ავტორიტეტების იდეები და მიდგომები ისევ აქტუალურია.

 

ვანო ლომთაძე
ვანო ლომთაძე

ვანო ლომთაძე, რომელიც ახლა ქუთაისის სკოლის, “პროგრესის” დირექტორის მოადგილეა, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტია, რომელმაც მოახერხა რეაბილიტაცია და სოციალურ ცხოვრებაში დაბრუნება. ახლა ის კრიმინალური ცხოვრების წინააღმდეგ იბრძვის. ვანო ღელავს ბავშვებზე და თვლის, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს მათ, რათა კრიმინალურ ცხოვრებას გაემიჯნონ:

“ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ციხეში გავატარე. ლატვიაში დამაპატიმრეს და 10 წელი ვიჯექი,” - ჰყვება იგი.

ინტერვიუში ვანო ლომთაძე საკუთარ წიგნს ახსენებს, რომელსაც “ზონა” ჰქვია. წიგნში მან ციხეში ცხოვრების მთელი ისტორია აღწერა. მისი წინამძღოლობით, სხვა შავმა კრიმინალებმა მოახდინეს ციხეში რევოლუციის მოხდენა და მთელი ძალაუფლება მას გადაეცა. ციხეში გატარებული 2 წლის შემდეგ ის ყველაზე პატივსაცემი პატიმარი იყო: “ყველაფერი მქონდა: ფული, ნარკოტიკები, ქალები. მქონდა საკუთარი ოთახი, დიდი აბაზანა, შადრევანიც კი,” - იხსენებს ვანო.

 

თავის წიგნში ვანო ლომთაძე ხაზს უსვამს, რომ ის ერთადერთი კრიმინალური ავტორიტეტი აღმოჩნდა საქართველოში, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი წარსულზე და მოახერხა რეაბილიტაცია. ის გვიზიარებს ახალგაზრდობის ფოტოებს, რომელიც ციხეშია გადაღებული.

“ყველაზე მნიშვნელოვანი “ზონაში” საკუთარი ადგილის შენარჩუნებაა,” - ამბობს ის. “ყოვე დღე უნდა იბრძოლო ლიდერობისთვის. იმისათვის, რომ აჩვენო ძალაუფლება, უნდა სცემო და დააშინო. თუ ამას არ იზამ, გვიანი იქნება და შენ გაგიკეთებენ.”

 

ვანო ლომთაძის ღია ბარათებში მთავარი სურვილი ციხიდან გაღწევა იყო.
ვანო ლომთაძის ღია ბარათებში მთავარი სურვილი ციხიდან გაღწევა იყო.

ვანო ლომთაძე 1995 წელს გაათავსუფლეს და 2 წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა: “ქუთაისში ჩემი მოხუცი მშობლები დამხვდნენ, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ეს ორი მოხუცი, ვისაც ყველაფერი კარგი უნდოდა ჩემთვის, ასეთი კეთილშობილი და ღარიბი იყო, მე კი ამდენი ფული მქონდა. მე გავიაზრე მთელი ჩემი დანაშაული და პასუხისმგებლობა მათ წინაშე. უბრალოდ დავინახე, რომ მათ ჩემ გარდა არავინ ჰყავდათ. ჩემი და ვერაფრით ეხმარებოდა. ამიტომ დავიწყე შეცვლა. ყველაფერზე უარი ვთქვი, რაც კრიმინალურ სამყაროს ეხებოდა. ცურვის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, წლიდან წლამდე უფრო კვალიფიციური ვხდებოდი. ამის შემდეგ სკოლაში დავიწყე მუშაობა და ახლა აქ ვარ.”

 

ვანო ლომთაძე უარს ამბობს სხვა კრიმინალური ავტორიტეტების საფლავების მონახულებაზე ან მათთან რაიმე კონტაქტზე. მისი წარსული პარტნიორებიდან ცოცხალი არავინაა. ის ახლა წიგნის თავიდან გამოცემას გეგმავს იმისათვის, რომ იბრძოლოს იმ იდეოლოგიის წინააღმდეგ, რასაც 20 წლის წინ თავად მისდევდა.

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება