შეუზღუდავი შესაძლებლობები
განაცხადი
ნახვა: 6548
ენები: 

საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ ყოველდღიურად აწყდებიან სტიგმატიზაციასა და უარყოფით დამოკიდებულებებს საზოგადოების მხრიდან. ამის მიუხედავად, ცოტამ, თუ იცის ქვეყანაში მიმდინარე პარასპორტული წარმატების შესახებ. სულ ცოტა ხსნის წინ, 2017 წლის აპრილში, იტალიაში გამართულ ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ირმა ხეცურიანმა და ნინო თიბილაშვილმა ჩამოიტანეს ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლები.

პარასპორტის განვითარებას საქართველოში საკმაო დრო დასჭირდა. 2003 წელს დაარსდა საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და პირველად სპორტსმენების გაშვება 2008 წელს მოხერხდა, პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე. 2013 წელს თბილისში გაიხსნა პარასპორტის განვითარების ცენტრი, რომელსაც ორ წელიწადში დაემატა სპორტულ-სარეაბილიტაციო კომპლექსი. დღეს ეს ადგილი 16 სხვადასხვა სპორტის სახეობაში ატარებს ვარჯიშებს და ემსახურება 194 სპორტსმენს მთელი საქართველოდან, მათ შორის 18 ქალს.

ფოტოები წარმოადგენს საქართველოს რამდენიმე პარასპორტსმენს - სხვადასხვა ასაკის ქალებისა და კაცების ძალიან მრავალფეროვან ჯგუფს. ზოგი მათგანი უკვე გამოცდილი პარაოლიმპიელია და რამდენიმე მედალიც აქვს აღებული, ზოგი - დამწყებია და ჯერჯერობით არ აქვს მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები. მათ აქვთ ისეთი განსხვავებული ინტერესები, როგორებიცაა კრიმინოლოგია და ხალხური მუსიკა. მაგრამ ყველას აერთიანებს ერთი ოცნება, მონაწილეობა მიიღონ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში.

გიორგი ბასილაშვილი, 24 წლის

გიორგი ბასილაშვილი, 24 წლის ფეხბურთელი

"წლებია, ფეხბურთს ვთამაშობ. მხედველობაც ასე დავკარგე - მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშისას, 13 წლის ასაკში. სახეში ბურთი მომხვდა. ყოველთვის სუსტი მხედველობა მქონდა, მაგრამ ამ ინცინდენტის შემდეგ მთლიანად დავკარგე. 

2014 წელს გავწევრიანდი უსინათლოთა ფეხბურთის ფედერაციაში. მას მერე ბევრ ქვეყანაში ვიყავი. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მოგზაურობა მაინც რუმინეთში, ევროპის ჩემპიონთა შესარჩევი თამშებზე იყო. იქ ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა - ავიღეთ ვერცხლის მედლები და გარდამავალი თასი. მე, კი საუკეთესო ბომბარდირის პრიზით დამაჯილდოვეს.

ფეხბურთის გარდა, გატაცებული ვარ ხალხური მუსიკით. თეატრალურ უნივერსიტეტში “ხალხური გალობისა და საეკლესიო სიმღერის” ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შემდეგ მეგობრებთან ერთად დავაარსეთ ჯგუფი, “რელიქვია”, რომლის ოთხივე წევრი, გარდა ერთისა, უსინათლოა. ახლა საბერძნეთში კონცერტის ჩასატარებლად ვემზადებით."

ვიდეოს ავტორი: დავით ხურცილავა 
მუსიკის ავტორი: ბერტრამ დენზელი - www.hardly-listening.com

 

ნინო თიბილაშვილი, 20 წლის

ნინო თიბილაშვილი, 20 წლის მოფარიკავე

"ცალი ბარძაყის გარეშე დავიბადე და უკვე დიდი ხანია მუხლზედა პროტეზს ვატარებ. ფარიკაობით 2015 წელს დავკავდი. სამი თვის შემდეგ, კი უკვე ჩემს პირველ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა. როგორც წესი, ვასპარეზობ 23 წლამდე კატეგორიაში და ზოგჯერ ასაკით უფრო დიდ კატეგორიებშიც. 

2016 წელს გაერთიანებულ არაბეთის ემირატებში მოვიპოვე პირველი ბრიჯანოს მედალი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ტურნირში. იმავე წელს ჰოლანდიაში გამართულ შეჯიბრზე მოვიპოვე კიდევ ორი ბრინჯაო და ერთი ვერცხლი. 2017 წლის აპრილში ორი ბრინაოს მედალი ავიღე იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთიც უნგრეთში. ახლა ვემზადები ჰოლანდიის ტურნირისთვის, რომელიც 10-დან 14 მაისამდე გაიმართება.

მიტაცებს ყველაფერი, რაც ხელოვნებასთანაა კავშირში. ამჟამად სამხატრვო აკადემიაში ვსწავლობ არქიტექტურის ფაკულტეტზე."

ლიკა ჩაჩიბაია, 20 წლის

ლიკა ჩაჩიბაია, 20 წლის მოცურავე

"ცურვა 2015 წელს დავიწყე. 2016 წელს, კი უკვე რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ მედალი არ ამიღია. სამწუხაროდ, საქართველოდან მხოლოდ მე ვასპარეზობ S8 SB7 კატეგორიაში - ის აერთიანებს მოცურავეებს, რომლებსაც ერთი მხარი ამპუტირებული აქვთ ან მენჯის, მუხლისა ან კოჭის სახსრებში აქვთ პრობლემა. ამიტომაც ხშირად ჩემზე ბევრად გამოცდილი მოცურავეების წინააღმდეგ მიწევს ასპარეზობა....იმედი მაქვს, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩემს ქულას გავაუმჯობესებ.

ბევრი სხვადასხვა ინტერესი მაქვს. ჩემი მთავარი გატაცება ცეკვაა - 2015 წელს შოუ "ნიჭიერშიც" მივიღე მონაწილეობა. მაგრამ დაინტერესებული ვარ ასევე კრიმინოლოგიით.  თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ორი წელი ვისწავლე ამ ფაკულტეტზე. შემდეგ ფინანსური პრობლემების გამო სწავლის მიტოვება მომიწია.

ნამდვილად მჯერა, რომ 'შეზღუდული შესაძლებლობები' არ არსებობს."

ვიდეოს ავტორი: დავით ხურცილავა 
მუსიკის ავტორი: ბერტრამ დენზელი - www.hardly-listening.com

 

გიორგი გიორგაძე, 36 წლის

გიორგი გიორგაძე, 36 წლის შტანგისტი

"ყოველთვის ჭიდაობით ვიყავი გატაცებული, მაგრამ შტანგისტობამ მხოლოდ 2015 წელს დამაინტერესა. მას შემდეგ ყველა 'შტანგისტს' მეძახის.

ჯერჯერობით მხოლოდ დუბაის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სამწუხაროდ, იქ მედალი არ ამიღია. მაგრამ ახლა მოუთმენლად ველი 2018 წელს პარიზის ტურნირს. ჩემი მთავარი მიზანი, კი 2020 წელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაა.

ტრავმა 21 წლის ასაკში მივიღე. ქალაქგარეთ შეშისთვის ხეს ვჭრიდი და ზედ ჩემივე მოჭრილი ხე დამეცა. ზურგის ტვინის სერიოზული ტრავმა მივიღე და მას შემდეგ გადასაადგილებლად ეტლს ვხმარობ."

თეა ბოლქვაძე, 42 წლის

თეა ბოლქვაძე, 42 წლის მშვილდოსანი

"მშვილდოსნობა 2015 წლის ოქტომბერში დავიწყე. იმავე წლის ნოემბერში მონაწილეობა მივიღე თბილისში გამართულ ტურნირში, რომელშიც მესამე ადგილი დავიკავე. მაგრამ ყველაზე მეტად 2017 წლის ჩემპიონატის შედეგით ვამაყობ - მასში ერთდროულად მონაწილეობდნენ მშვილდოსნები და პარამშვილდოსნები. მე მეორე ადგილი დავიკავე. ეს დიდი გამოწვევა და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ჩემთვის. 

ჩემი მიზანია, 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მოვიპოვო კვალიფიკაცია. იქამდე, 2017 წელს ვგეგმავ, მონაწილეობა მივიღო საქართველოსა და შემდეგ იტალიაში გამართულ ჩემპიონატებზე. 

ფეხით გადაადგილების უნარი 2014 წელს დავკარგე, როდესაც ჩემი შვილის ექსკურსიაზე ყოფნისას ფოტოს ვიღებდი აივანზე, რომელიც მოულოდნელად ჩატყდა. ხერხემალს დიდი ზიანი მიადგა. ერთი წლის განმავლობაში გავდიოდი ფიზიოთერაპიას.

2015 წელს შევიტყვე Wings for Life World Run-ის შესახებ [საერთაშორისო შეჯიბრი სირბილში, რომელიც 2014 წლიდან ტარდება]. ჩემი ექიმების დახმარებით მოვემზადე და ქალ ეტლით მომხმარებლებს შორის პირველი ადგილი დავიკავე - 6,8 კმ გავიარე 30 წუთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო და მან დიდი მოტივაცია მომცა, მომავალ წელსაც მიმეღო ამ შეჯიბრში მონაწილეობა - 2016 წელს 7,3კმ დავფარე იმავე დროში.

პროფესიით ექიმი ვარ. ტრავმის მიღებამდე, გარდაბნის სასწრაფოში ვმუშაობდი ბრიგადის ხელმძღვანელად. ახლა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვმუშაობ."

ვიდეოს ავტორი: დავით ხურცილავა
მუსიკის ავტორი: ბერტრამ დენზელი - www.hardly-listening.com

 

გიორგი ბერიძე, 40 წლის
ზურაბ დვალი, 33 წლის

გიორგი ბერიძე, 40 წლის ძიუდოისტი

"ბავშვობიდან ჭიდაობით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ძიუდოთი სულ რაღაც ერთი თვის წინ, 2017 წლის მარტში დავინტერესდი. ჯერჯერობით არც ერთ შეჯიბრში არ მიმიღია მონაწილეობა. მაგრამ ჩემი მიზანია, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში ვიასპარეზო. 

მხედველობა 16 წლისამ დავკარგე. მდინარეში ცურვისას ვიპოვე ელექტროდეტონატორი, რომელიც შემდეგ ხელში ამიფეთქდა.

უმაღლესი განათლება მივიღე პროფესიულ კოლეჯში, სადაც ძრავის შემკეთებლისა და ოფისი მენეჯერის სპეციალობებს დავეუფლე. ამჟამად უმუშევარი ვარ.”

ზურაბ დვალი, 33 წლის ძიუდოისტი

"უკვე სამი წელია ძიუდოთი ვარ დაკავებული. ჯერ მაინც დამწყები ვარ და დიდი სპორტული მიღწევები არ მაქვს.

ძიუდო ჩემი მთავარი საქმიანობაა. ჯერჯერობით უმუშევარი ვარ. ჩემი ოცნებაა, მონაწილეობა მივიღო 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში. 

მხედველობა 2006 წელს დავკარგე. კუს ტბაზე მაშველად ვმუშაობდი, როცა ერთ დღეს ორი ნასვამი ადამიანი შეეცადა წყალში შესვლას. როცა მათი შეჩერება ვცადე, ერთერთმა გულის არეში დამჭრა. მას შემდეგ 43 დღე კომაში ვიყავი. როცა გონს მოვედი, მხედველობა დაკარგული მქონდა."

ფოტოების ავტორი: მორის ვოლფი

ტექსტის დაწერაში წვლილი შეიტანა დავით ხურცილავამ.

რედაქტორი: მონიკა ელენა

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება