სირიელი დევნილების ახალი ცხოვრება აფხაზეთში
განაცხადი
ნახვა: 4555
ენები: 

კავკასიაში ბევრისთვის აფხაზეთი კონფლიქტთან ასოცირდება. თუმცა 21 წლის სირიელი დევნილის, ალექსანდრა კანბარისათვის და მისი 23 წლის ძმის, აჰმადისათვის, შავი ზღვის სანაპიროზე გადაჭიმული ეს მთიანი მიწა ახალი დასაწყისის შესაძლებლობაა.

2012 წელს, როდესაც სირიაში ომი დაიწყო, ოჯახი დამასკოდან აფხაზეთის მთავარ ქალაქში, სოხუმში გამოიქცა. სოხუმი კანბარების ეთნიკურად რუსი დედის დაბადების ადგილი იყო.

25 წლის წინ საქართველოსგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად გამოვლილი ომის შემდეგ, აფხაზეთმა, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს მოსახლეობის ზრდას, სირიელ დევნილებს კარი გაუხსნა. 2012 წლიდან აქ ასობით სირიელი, მათ შორის, აფხაზი დიასპორის მრავალი წარმომადგენელი, ჩავიდა.

თუმცა ასიმილაცია ყოველთვის იოლი არ არის.

ენობრივი ბარიერის გადალახვის გარდა, კანბარების რვასულიან ოჯახს (ორი მშობელი, სამი ქალიშვილი, ორი ვაჟიშვილი და სიძე) ოროთახიან ბინაში დატევა მოუწიათ. ამის გამო, ალექსანდრა და აჰმადი საჯარო პანსიონატში გადავიდნენ, სადაც რუსული ენის დაუფლებასაც ცდილობენ.

აფხაზეთის რეპატრიაციის კომიტეტი, რომელიც სირიელ დევნილებთან მუშაობს, კანბარებს გარკვეული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა. მათ ოჯახს გადასცეს ახალი სახლი, ბავშვებს კი დაეხმარნენ სკოლასა და უნივერსიტეტში ჩაბარებაში.

 თუმცა წინააღმდეგობები კვლავ არსებობს. ალექსანდრასა და აჰმადს ოცნებების გვერდით გადადება მოუწიათ. სირიის დატოვებამდე, ალექსანდრა ექიმობაზე, ხოლო აჰმადი ინჟინრობაზე ოცნებობდა. აფხაზეთში ამ მიმართულებით სწავლა ვეღარ გააგრძელეს, რადგან მათი რუსულის ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა ორივე ინგლისურ ფილოლოგიას ეუფლება აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ისინი უსაფრთხოდ და სტაბილურად არიან. თუმცა მომავალი ჯერ ისევ ბუნდოვანია.

 

 

This material may contain terms, which are not favored by all the parties of the dispute/conflict. Terms used in a material belong to the author and not Chai-Khana. 

 

ჩაიხანა
ჩვენ შესახებ
|
© საავტორო უფლება