გაგვიგებენ მიცვალებულები

ავტორი: ანა ჯეგნარაძე , მარიტა თევზაძე


როცა პანდემიამ ქართლის პატარა სოფლამდე მიაღწია, დაცარიალებული სკოლის ეზოებში ჩიტები დასახლდნენ. ავტობანი მხოლოდ სატვირთო მანქანებს დარჩათ სამოძრაოდ. კედლის საათი უფრო ხმამაღლა აწიკწიკდა. ადამიანებს წინა ღამით ნანახი სიზმარი უკეთ დაამახსოვრდათ. 

უკვე ადვილად შეამჩნიეს ერთ ღამეში გაზრდილი სოკოები, მდინარის ხმაურიანი მოძრაობა, დიდი ხნის წინ წასულების მიერ დარგული ხეები. დავიწყებული წერილების გადაკითხვის დროც დადგა. აღდგომის კვირაში, დღეში ხუთჯერ, მყუდროება ტელევიზორიდან შემოჭრილმა ეჭვებმა, შიშებმა და ვარაუდებმა დაარღვია. სოფელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიეღო.


გამოცემები

გარდამავალი პერიოდი

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay