თხილის ბიზნესი სამეგრელოში

ავტორი: სოფო ზედელაშვილი (წერედიანი)

ბიზნესმენი თხილს თხილის ბაღების მფლობელი ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს, არჩევს, ახარისხებს და პარტნიორის დახმარებით ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში გააქვს.

”ხშირად მეუბნებიან: ფასი იმიტომ დაგიკლეს ან მოგიმატეს, რომ ქალი ხარო. როგორც აწყობთ, ისე ამბობენ ხოლმე. ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მამაკაცი ამ საქმეს ჩემზე უკეთ გააკეთებს, ასე არ არის,” - ამბობს ხურცილავა.

”ფერმერებისგან შესიდული თხილი თავდაპირველად გასაშრობად ღუმელში თავსდება, შემდეგ კალიბრდება და იმტვრევა” - გვიხსნის საამქროს ოპერატორი ირაკლი ბელქანია.

თანამშრომელი ქალები დამტვრეული თხილს ხელით ახარისხებენ. გარჩეულ-დახარისხებული თხილი ტომრებში იყრება და ექსპორტისთვის მზადდება.

ნაჭუჭი თხილის საშრობ ღუმელში საწვავად გამოიყენება. მას შეშის ნაცვლად, ზამთარში გასათბობად ადგილობრივი მოსახლეობაც იყენებს.

შპს სუპერნათსის მსგავს მცირე საამქროებში მომუშავე ყველა მოწყობილობა ადგილობრივი ხელოსნების მიერ ზუგდიდსა და სენაკში მზადდება.

ზუგდიდსა და მიმდებარე სოფლებში, ამჟამად, რამდენიმე ასეული თხილის გადამამუშავებელი დიდი და მცირე ზომის საამქრო ფუნქციონირებს.

”მაშინ კილოგრამს ერთ ლარად ან ოთხმოც თეთრად ვაბარებდი. რამდენიმე წელია რაც თხილის საზღვარგარეთ გატანა დაიწყეს და ფასმა მას შემდეგ მოიმატა’ - ამბობს ქარაია.

”ბევრს ჰგონია, რომ თხილის გაშენება ადვილი საქმეა. ასე არ არის. ბაღი სისტემატურ მოვლას, შეწამვლას, სასუქის შეტანას და განახლებას საჭიროებს. ამინდზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. სეზონზე დღიურად 10-15 ადამიანის დაქირავება მჭირდება, რომ ყველა საქმეს თავი გავართვა” - აბობს ვაჟა ქარაია.

გამოცემები

სოფლის მეურნეობა

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay