სირთულეები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის სამხრეთ კავკასიაში

ავტორი: ჯამპსტარტ ჯორჯია



79 წლის ერჟანიკ გევორქიანი ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, მრავალი ჯილდოს მფლობელი და წიგნის ავტორია. მან დედა პატარა ასაკში დაკარგა, ხოლო მამამისი ციმბირში გადაასახლეს. სერიოზული ტრამვების გამო, მან მხედველობა სამი წლის ასაკში დაკარგა.

ერჟანიკი ამბობს, რომ უსინათლო ადამინისთვის წარმატების მიღწევა ბევრად უფრო ძნელია. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ამის გაკეთება. სკოლაში იგი ოპერის მომღერლობაზე ოცნებობდა, უნივერსიტეტში სწავლისას კი მიხვდა, რომ ეს ძალიან რთული, შეუძლებელიც კი იყო და გადაწყვიტა, მწერალი და პოეტი გამხდარიყო. მაგრამ ვერც ეს ოცნება აიხდინა. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე მან გადაწყვიტა, ფილოლოგი გამოსულიყო და ამ მიზანს მიაღწია კიდეც.

ერჟანიკი ბედნიერი კაცია. თუმცა, მისგან განსხვავებით, სომხეთში ბევრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია, ვისაც დაბადებისთანავე ჩამორთმეული აქვს საკუთარი თავის შენახვისა და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა.



 

36 წლის ანაჰიტი ბავშვთა სახლში გაიზარდა. იგი ხელის გარეშე დაიბადა და მისმა ბებიამ ექიმებს ფული გადაუხადა, რათა მშობლებისთვის ეთქვათ, რომ ანაჰიტი გარდაიცვალა. მან თავისი მშობლები 18 წლის ასაკში იპოვა და განაახლა კიდეც მათთან ურთიერთობა.

ანაჰიტი 6 წლის გოგონას, ნარას, დედაა.

როცა ხალხმა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი ისინი ამბობდნენ: "მას ხელი არ აქვს, როგორ მოუვლის ბავშვს? როგორ აბანავებს მას? როგორც ჩააცმევს?" აბა, ახლა მოვიდნენ და ნახონ.



ანაჰიტი ერთადერთი არ არის, ვინც საზოგადოებისგან გარიყულობას, ინდიფერენტულობასა და იგნორირებას განიცდის.

სამოქალაქო განვითარების და თანამშრომლობის ფონდის (CDPF) 2012 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სომხეთის მოსახლეობის თითქმის 1/3 გულგრილად და დაცინვით ექცევა, ან თავს არიდებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

წყარო: ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი დასაქმების მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე , ერევანი, 2012

მსგავსი დამოკიდებულებებით გამოირჩევა სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყანაც, აზერბაიჯანი და საქართველო.

სალომე თბილისში ცხოვრობს და ეტლს უკვე ათი წელია, იყენებს. ორი წლის წინ იგი არასამთავრობო ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" წევრი გახდა, ორგანიზაციის მიზანია შშმ პირთა უფლებების ადვოკატირება. მისი პროექტები ძირითადად ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებაში ჩართულობას ეხება.

"საზოგადოება საკმაოდ პასიურია სხვადასხვა სირთულეების გამო. ჩვენ მათგან გვჭირდება ენერგია, რათა გადავლახოთ პრობლემები. რაც შეეხება ადამიანებს მათ განსხვავებული რეაქციები აქვთ: ინტერესი, დროებითი გაუცხოება და, რაც ყველაზე შესამჩნევია, სიბრალული."




უმუშევრობა მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამხრეთ კავკასიაში. 540 000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან აზერბაიჯანში მხოლოდ 5.6% არის დასაქმებული. ინფრასტრუქტურის ნაკლებობა არ აძლევს შშმ პირებს გადაადგილების საშუალებას. ამასთან, ხშირ შემთხვევაში კანონით დაკისრებული ვალდებულებებიც არ სრულდება. კანონის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა 20%-ს შშმ პირები უნდა შეადგენდნენ, თუმცა ეს ასე არ არის. 

 აჰმედ რაჰმანოვი, რომელმაც ყარაბაღის ომში მიიღო ტრამვა, მე-2 ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ჯანმრთელობის პრობლემების და იმის მიუხედავად, რომ იგი 1992 წელს პენსიაზე გავიდა, მან გადაწყვიტა მაინც წასულიყო ომში. ორი წლისა და სამი ტრამვის შემდეგ მან აზერბაიჯანში დაბრუნება გადაწყვიტა.

აჰმედს ჰყავს ცოლი და ორი შვილი. უფროსი შვილი, რაფაელი, აუტისტია. აჰმედს უკვე ექვსი თვეა, არ აქვს სამსახური. მისი პენსია თვიურად 280 აზერბაიჯანულ მანათს შეადგენს (358 აშშ დოლარი), აქედან 200 მანათი რაფაელის მკურნალობას ხმარდება. ამასთან რაფაელს სპეციალური კვება ესაჭიროება, რომლის ინგრედიენტების უმეტესობა მხოლოდ საზღვარგარეთ იყიდება.


work_azerbaijan



საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის საკითხი ჯერაც მთავარ პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დამოუკიდებლად მუშაობა და ცხოვრება სამხრეთ კავკასიაში, გამართული ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, არ არის მარტივი. პარადოქსულია, მაგრამ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, სამივე, ხელმომწერია გაეროს კონვენციისა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (UNCRPD), რომელიც ამ ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს გარანტია უნდა იყოს.

რას ნიშნავს ხელმისაწვდომობა?

როცა ადგილი ხელმისაწვდომია, ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის შშმ პირებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ, მიიღონ ინფორმაცია და იმოქმედონ სხვების დახმარების გარეშე.
აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში შენობების უმეტესობა არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ორგანიზაციამ სცადა საკუთარი გარემოს ადაპტირება, ეს არ მომხდარა ზოგადი ხელმისაწვდომობის სტანდარტების დაცვით და ადგილების უმეტესობა დარჩა შშმ პირთათვის მიუწვდომელი.

უცნობია, თუ რამდენს ხარჯავენ ან ფიქრობენ, რომ დახარჯონ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მთავრობები იმაში, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა მომსახურება და საჯარო ადგილები.


ბაქო, 2014.

აზერბაიჯანში პანდუსის დახრილობა 45 გრადუსს აღემატება. ბაქო, 2014.

მიწისქვეშა გადასასვლელი. პანდუსის დახრილობა და სიგანე არ შეესაბამება სტანდარტს. ბაქო, 2014

პანდუსი მიწისქვეშა გადასასვლელში. ბაქო, 2014.

პანდუსი. ბაქო, 2014.

ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელი არ არის პანდუსით აღჭურვილი. ბაქო, 2014

მარმარილოს ზედაპირი, ისევე როგორც სიგანე და დახრილობა არ ექვემდებარება სტანდარტს. ბაქო, 2014

დახრილი პანდუსები სახიფათოა შშმ პირებისთვის. ბაქო, 2014

თბილისი, 2014.

თბილისი, 2014.

დამონტაჟებული კიბის ლიფტებს ჯერ არ დაუწყიათ ფუნქციონირება. თბილისი, 2014.

პარკირებული მანქანა პანდუსის გამოყენებას შეუძლებელს ხდის. თბილის, 2014.

თბილისი, 2014.

აუდიო და ვიზიალური სიგნალები შეესაბამება სტანდარტებს. ერევანი, 2014.

ერევანი, 2014.

თეატრში კიბეები არ არის ხელმისაწვდომი. ერევანი, 2014.

შენობის შესასვლელი არ არის ხელმისაწვომი. ერევანი, 2014

სუშის ბარს არ აქვს ხელმისაწვდომი შესასვლელი. ერევანი, 2014.

ტუმანიანის ქუჩა, ერევანი, 2014.

ვ. ბრიუსოვის სახელობის ერავნის სახელმწიფო ლინგვისტური ინსტიტუტის შესასვლელი არ არის ხელმისაწვდომი. ერევანი, 2014.

გამოცემები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay