„სანამ კასანდრა დაიწყება“

ავტორი: თომა სუხაშვილი



გიფიქრიათ თუ როგორ იცვლება ადამიანების ყოველდღიური კვების რაციონი სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შედეგად? ეს ფოტო-ისტორია ასახავს იმ კერძებს, რომელიც პოპულარული იყო 90_იანი წლების საქართველოში. იმდროინდელმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსახლეობის ყოველდღიურ კვებაზე. უშუქობა, ბუნებრივი გაზის არარსებობა, პროდუქტების სიმწირე და სხვა გარემო პირობები ცვლიდა ზოგიერთი კერძის მომზადების წესს.

 

 საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დაწყებულმა ისეთმა მოვლენებმა როგორებიცაა გადატრიალებები, ომები, ეკონომიკური სიდუხჭირე, გავლენა იქონია ადამიანების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე. ასევე შეიცვალა კვების რაციონი პროდუქტების დეფიციტის და ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში. შეზღუდული ელექტროენერგიის მიწოდების პირობებში პოპულარული გახდა ისეთი კერძები, რის მომზადებასაც დიდი დრო არ სჭირდებოდა. ასევე საგულისხმო ფაქტორია უცხოეთში ქალთა შრომითი მიგრაცია. სახლში დარჩენილ მამაკაცებს უწევდათ ისეთი საჭმლის მომზადება, რომელსაც არ სჭირდებოდა ბევრი ინგრედიენტი და მოსამზადებლად დიდი დრო. შესაბამისად ზოგიერთი კერძის შემადგენლობა შეიცვალა.

სიგუას ნამცხვარი, შემწვარი კიტრი კორეულად (მამაჩემის რეცეპტით), გოგლი-მოგლი, ზარმაცი ქალის ხაჭაპურები - ეს იმ კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დღეს აღარავინ ამზადებს და რომელიც „ტკბილი 90-იანების“ მოგონებებთან ერთად ქრება.

იხლეთ რეცეპტები და შეუდექით საჭმლის მზადებას სანამ „კასანდრა“ დაიწყება.

"კასანდრა" პოპულარული, ვენესუელური საპნის ოპერა იყო, რომელსაც დიასახლისები მოუთმენლად ელოდნენ.


1

გამოცემები

90-იანების თაობა

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay