ტრანსპორტის მუსიკა

ავტორი: შორენა თევზაძე


ქალაქის ცხოვრება თავისებური მუსიკაა. მატარებლების რაკუნი, ძველი ტაქსის ღრჭიალი, ავტობუსების ვიბრაცია ჩვენ ირგვლივ ქალაქის რიტმს ქმნის. ტრანსპორტის ხმები სხვადასხვა დროში და ქვეყანაში არაერთი მუსიკოსისათვის ყოფილა ინსპირაციის წყარო. მე–20 საუკუნის 20–ანი წლებიდან მოყოლებული ადამიანები ქმნიდნენ მუსიკას გემების სიგნალებით, მატარებლებით, მანქანებითა თუ ვერტმფრენებით. მუსიკა განვითარდა და კლასიკური ინსტრუმენტების გარდა,  მოიცვა ყველანაირი ხმა, რომელსაც ირგვივ არსებული საგნები გამოსცემენ.

“ტრანსპორტის მუსიკა” ერთგვარი ექსპერიმენტია, სადაც ქართველი კომპოზიტორი, ნიკა მაჩაიძე ურბანული ხმაურითა და ტექსტებით მუსიკას ქმნის. მაჩაიძე ერთ-ერთი პირველია საქართველოში, ვინც მუსიკალური რიტმების შესაქმნელად სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენა.

 


this

გამოცემები

მოძრაობაში

დონაცია

მთავარი
Chai-khana Survay