ნორიკო და ნაირა

ქეთი გიგაშვილი

ნაირას და ნორიკოს საერთო ბევრი ჰქონდათ, მათ შორის მარტოობა, მუსიკის სიყვარული და ბევრი თავისუფალი დრო. მას შემდეგ, რაც ერთის შვილი საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, მეორესი კი რუსეთში, 77 და 87 წლის ქუთაისელი ქალები მარტო დარჩნენ.

ნაირა მესხიამ და ნორა ვაშაყმაძემ ერთმანეთი 2010 წელს ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში გაიცნეს. ეს დაწესებულება 2004 წელს დაარსა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ და დღეს ის ხანდაზმულებს სხვადასხვა აქტივობებსა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებს* სთავაზობს. ორი ენერგიული მეგობარი ცენტრის საქმიანობაში  აქტიურად ჩაერთო. დღის ძირითად ნაწილს სწორედ იქ ატარებდნენ და მალე სიმღერის გუნდიც ჩამოაყალიბეს.

თუმცა, ნორიკო გუნდის კონცერტებში დღეს ვეღარ მონაწილეობს, რადგან უკვე ხუთი თვეა საბერძნეთში შვილთან წავიდა. მაგრამ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ახლა  ნაირა და ნორიკოს ურთიერთობამ ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა - ფეისბუკი, სკაიპი და ვაიბერი მათი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. დღეში რამდენჯერმე ლაპარაკობენ და სკაიპით მღერიან კიდეც.

ვიდეო

*კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ხანდაზმულებისთვის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, დახმარების ეროვნული ფონდისა და ორგანიზაცია “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” ერთობლივი პროექტია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება.

გამოცემები

კომუნიკაცია

შემდეგი