ხმები საქართველოს სოფლებიდან

Ben Wheeler , Misho Antadze,

მსუბუქი ნიავით აშრიალებული ფოთლები, შორეული მინდვრებიდან მოღწეული ჭრიჭინების ჭრიჭინი, ძროხების ეჟვნების წკარუნის ექო, ჩიტების ჩუმი ჟღურტული მაღალი ხეებიდან, მშვიდი, ურყევი სიჩუმე.  

სოფლის ცხოვრების ბგერებს ყველაზე ხშირად სწორედ ასე აღწერენ. თუმცა, ასეთი აღწერა არაფერს ამბობს ამ გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე და იმ კავშირზე, რომელიც მათ  თავიანთი გარემოს ბგერებთან აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ეს ხმები ზედმეტად გამარტივებულად წარმოადგენს სოფლის ცხოვრებას.

კინემატოგრაფიასა და ეთნომუსიკაში ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნოთ, გადავწყვიტეთ უფრო ახლოს მოგვესმინა ეს ხმები და ერთი დღე საქართველოს აღმოსავლეთის სოფლებში - ზინობიანსა და ჩანთლისყურეში გავატარეთ, სადაც ვესაუბრეთ ადგილობრივებს და ჩავწერეთ ბგერები.

კახეთში, ალაზნის ველზე მდებარე სოფელი ზინობიანი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსახლებულნი არიან უდიები - ეთნიკური ჯგუფი საკუთარი, გაქრობის კრიტიკული საფრთხის ქვეშ არსებული, ენით.

რამდენიმე კილომენტრში ჩრდილოეთით, რუსეთის დაღესტნიდან არც ისე შორს, მდებარეობს ჩანთლისყურე - ეთნიკური ავარების სოფელი, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს.   

ბუნების ბგერებისადმი ჩვენი გამორჩეული ყურადღების მიზანია შევცვალოთ კავკასიაში ყოველდღიური ცხოვრების შესახებ არსებული აზრი, ვაჩვენოთ, თუ როგორ აძლიერებს  ადამიანის იდენტობას, რელიგიურობას, საქმიანობას  მისი დამოკიდებულება ხმებისადმი და როგორ წარმოადგენს ის პიროვნების მიერ მისი გარემომცველი სამყაროს გაგების მნიშვნელოვან ნაწილს.  

ხმის ვიწერდით „H4Npro Zoom recorder“-ით. პროცესის ფირზე გადაღების ნაცვლად, გამოვიყენეთ 35 მმ-იანი ლინზიანი კამერა  და მარტივი ფოტოილუსტრაციები გავაკეთეთ. 


სადღეგრძელო, ტექნოლოგია  & ტრანსპორტი


 

ხმები საქართველოს სოფლებიდან


შეერთება, ჩაი, მლოცველი


 

ხმები საქართველოს სოფლებიდან


სახეობათაშორისი კომუნიკაცია


 

ხმები საქართველოს სოფლებიდან

გამოცემები

ცხოვრება სოფლად

შემდეგი