ქუთაისის მიტოვებული ებრაული სასაფლაო

Misho Antadze

"გამვლელო, ნუ გათელავ ჩემს საფლავს. გახსოვდეს, შენ სტუმრად ხარ, მე კი სახლში."

(წარწერა ქუთაისის ებრაული სასაფლაოს ერთ-ერთ საფლავზე)

 

სასაფლაო გარდაცვლილისთვის განკუთვნილი განსასვენებელია, თუმცა ამ ადგილს ცოცხალი ადამიანისთვის უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გარდაცვლილისთვის. რადგან იგი ჭირისუფალს შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს სამგლოვიარო რიტუალი და გამოხატოს პიროვნების ხსოვნისადმი პატივისცემა. გარდაცვლილის გლოვა ახლობლების მიერ, ის უნივერსალური კოდია, რომელიც ყველა კულტურასა და აღმსარებლობაში დევს.

ქუთაისის ებრაელთა სასაფლაო ერთ-ერთი ადგილია, რომელმაც შემოგვინახა ქართველ ებრაელთა ხსოვნა. იგი წმინდა სამების ქუჩაზე მდებარეობს და ქრისტიანული სასაფლაოსგან კედლით არის გამოყოფილი.

ჩვეულებრივ აქ სიჩუმე სუფევს, რომელსაც ქართული ეკლესიის ზარებისა და სასაფლაოს ღობეების შეკეთების ხმა არღვევს.

საუკუნეების განმავლობაში ქუთაისში მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ებრაული ერის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, რომლებიც არსებობის 26 საუკუნოვან ისტორიას ითვლიან.

1897 წელს რუსეთის იმპერიაში მოსახლეობის აღწერის შედეგად, ქუთაისის 19,723 მცხოვრებიდან 7,006 ებრაულად მოლაპარაკე ადამიანი დაფიქსირდა. დღესდღეობით ეს რიცხვი 200-მდეა შემცირებული.

1970-იანი წლებიდან საქართველოში ებრაელთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რასაც თან დაერთო 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან ისრაელში ებრაელთა დიდი მიგრაცია. შედეგად, სინაგოგების ფუნქციონირება შეწყდა, სასაფლაოები კი სრული უყურადღებობის ქვეშ დარჩა.

„თავდაპირდებლად ფულს უზავნიდნენ მეზობლებს, რომ მათი ახლობლების საფლავებისთვის ეპატრონათ, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც შეწყდა“, - აღნიშნავს ქუთაისის მაცხოვრებელი ლევანი.

ქუთაისის ებრაელთა სასაფლაო 1895 წელს გაიხსნა, თუმცა საფლავის ქვებზე შემორჩენილი უძველესი თარიღები  XX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება.

დრომ და ამინდმა საფლავის ქვის წარწერები წაშალა. სასაფლაოზე მისვლა კი მხოლოდ ბილიკებითაა შესაძლებელი.

Kutaisi's Last Remnants

გამოცემები

მეხსიერება

შემდეგი