მომავლის ბავშვები წეროვნიდან

ნინო-ანა სამხარაძე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში ასობით ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანს კი საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. მათ ყველაფერი დაკარგეს. ომის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, წეროვანში დასახლება აშენდა. დასახლებაში 8000-მდე ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც ოჯახის წევრების წარსულის მიუხედავად საკუთარი ოცნებები აქვთ.

ისინი მომავალი ექიმები, მოცეკვავეები და ფეხბურთელები არიან. ზოგიერთი მათგანი კოსმოსში მოგზაურობაზე ოცნებობს. სხვებს კი საკუთარი მომავალი მთებში, ბუნებასთან ახლოს  წარმოუდგენიათ.

ზოგიერთი მათგანი საკუთარ ოცნებას აიხდენს, ზოგიერთი კი ბევრჯერ შეიცვლის მიზანს, როგორც ერთ დროს მე შევიცვალე. ბავშვობაში დიზაინერობა მსურდა, საბოლოოდ კი ფოტოაპარატი ავიღე ხელში და ფოტოების გადაღება დავიწყე.

წეროვანის დასახლებაში მცხოვრები ბავშვები ძალ-ღონეს არ იშურებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად.

ნინო-ანა სამხარაძე, წეროვანის დასახლებაში Bookmobile-ის პროექტის ფარგლებში მიწვეული სპიკერი და ტრენერი იყო. Bookmobile-ი მოძრავი ბიბლიოთეკაა, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი დევნილთა დასახლებებში ფუნქციონირებს. იგი არა მხოლოდ სკოლის ავტობუსი და ბიბლიოთეკაა, არამედ საგანმანათლებლო ცეტრი ადგილობირივი ბავშვებისთვის.

გამოცემები

მეხსიერება

შემდეგი