წარმოშობით აზერბაიჯანელი, სურვილით ქართველი

გულნარ სალიმოვა

17 წლის აზიზ განიევი ქვემო ქართლში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში ცხოვრობს. ამ ეთნიკურ უმცირესობას ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა ყოველთვის ჰქონდა. თუმცა, ქართულად მოლაპარაკე აზის განიევისთვის, რომელიც მომავალში ჟურნალისტობაზე ოცნებობს, ინტეგრაცია პრობლემას არ წარმოადგენს.

ენობრივი ბარიერი დიდი ხანია საზღვარს ქმნის ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის. ტრადიციულად, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად მონოეთნიკურ საზოგადოებაში ცხოვრობდა და ერთმანეთთან მხოლოდ აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. ქართველებთან კი - რუსულად.

თუმცა განიევი წარმოადგენს აზერბაიჯანელი ქართველების თაობას, რომლებსაც ამ წარსულის შეცვლა სურს. ენის კურსების წყალობით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა უკვე იციან ქართული. სოციალური მედიისა და ინტერნეტის საშუალებით კი საქართველო მათთვის უფრო მშობლიური გახდა.  

ვიდეო


Disclaimer: აზერბაიჯანული მასალების მედია მენეჯერმა ლალა ალიევამ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი დაამთავრა(GIPA). ვიდეო კონსულტანტი ნინო ორჯონიკიძე GIPA-ს ლექტორია. 

 

ივნისი, 2018 იდენტობა

 

გამოცემები

იდენტობა

შემდეგი