თან მიმაქვს ჩემი სამშობლო

მაკა გოგალაძე

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით, სტამბოლში საცხოვრებლად ჩასული ქართველები ქალაქის სხვადასხვა პოლუსზე გაბნეულ თავის სივრცეებში პატარა საქართველოებს აშენებენ.

ჰუსეინის საქართველოში ქართველები თურქულ ჩაის და კერძებს ამზადებენ, სართულიდან სართულზე დაატარებენ და ადგილობრივებს უმასპინძლდებიან.

ირაკლის საქართველო კაფე გალაკტიონია, ყველასთვის ღია ქართული სამზარეულოთი, ლიტერატურით და მუსიკით.

ქალაქის ერთ-ერთი გარეუბნის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში ბევრი ქართველი ქალი ოჯახშია დასაქმებული. ისინი დადუსთან ხშირად იკრიბებიან, ქართულ კერძებს ამზადებენ, ქართულ სიმღერებს მღერიან და სადარდებელს უზიარებენ ერთმანეთს.

I Am Taking My Homeland with Me


გზაზე, დეკემბერი/იანვარი 2018/2019

გამოცემები

გზაზე

შემდეგი