სანაგვისთვის განწირული: როგორ იყრება საჭმელი საქართველოში

ნანა თაკვარელია, ელენე კობიძე,

ტექსი: ნანა თაკვარელია

ფოტო: ელენე კობიძე

 

დღეში სამჯერ, ალექსანდრე გუგუშვილი, ვალენტინა მიჩელაშვილი და რაისა კოსიანენკო კუთვნილი საკვების მისაღებად თბილისის გარეუბანში მიდიან დაკარიტასისდიდუბის ცენტრთან რიგში დგებიან. მათთვისისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირებისთვისეს საკვები მხოლოდ შიმშილთან გამკლავების გზა კი არა, სოციალიზაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის თითქმის ერთადერთი შანსია. „440 ადამიანს დღეში სამჯერ ვკვებავთ, მაგრამ კიდევ უფრო გრძელია იმ ადამიანების რიგი, ვისი დახმარებაც არ შეგვიძლია,“ – ამბობს ინგა ჩხეიძე, „კარიტასისმენეჯერიორგანიზაციისა, რომელსაც 25-წლიანი ისტორია აქვს. მაშინ, როცა მსგავსი დაწესებულებები დიდი გაჭირვებით ახერხებენ მშიერი ხალხის დაპურებას, გვერდით მდებარე სახლებში უამრავი საჭმელი ნაგავში იყრება.

მიუხედავად ჩემი მკაცრი გადაწყვეტილებისა, ვიყიდო იმდენი, რამდენის ჭამასაც შევძლებ, ზოგჯერ მაინც მიწევს ხოლმე ნახევარი კვირის ან უფრო მეტი მარაგის გადაყრა. უკეთესი გეგმა და ნაკლები საკვების ყიდვა ნარჩენების შემცირებაშიც დამეხმარებოდა, გარემოზე ზრუნვაშიც და ხარჯების შემცირებაშიც. მაგრამ, მე თუ ნაკლებ საჭმელს ვიყიდი, ვინ მომცემს იმის გარანტიას, რომ გაჭირვებულებს მეტი შეხვდებათ?“

ალბათ, არც შეხვდებათ. საქართველოს ნაგავსაყრელებზე ყოველდღიურად ხვდება ჯერ კიდევ ვარგისი საჭმლის წარმოუდგენელი რაოდენობა, რომელიც უამრავ მშიერ ადამიანს დაანაყრებდა. ასეთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დიდი წვლილი შეაქვს საკვების არასწორ გადანაწილებაში, რაც სიჭარბისა და სიმცირის უცნაურ დისბალანსს ქმნის და დიდ დაღს ასვამს ქვეყნის გარემოსა და ეკონომიკას.

სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც საქველმოქმედო ფონდი კარიტასიდან ყოველ დღე მიაქვთ სადილი სახლში. თბილისი, 11 ივნისი, 2019.

ალექსანდრე გუგუშვილი საქველმოქმედო ფონდ კარიტასში სადილობს. 11 ივნისი, 2019.

კარიტას საქართველოს მზარეულები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებს საჭმელი ჰქონდეთ.

რაისა კოსიანენკო თავის შვილთან ერთად ცხოვრობს. ვალენტინა მიჩელაშვილი კი, შვილიშვილებთან ერთად. ორივე პენსიონერია. ისინი ბორშის რიგს ელოდებიან კარიტასში. 11 ივნისი, 2019.

ვლადიმერ ბონდარენკო ლარისა ჭაბრაშვილთან ერთად სადილობს. ვლადიმერისგან განსხვავებით, ლარისას დიდი ოჯახი ჰყავს. ვლადიმერი მარტო ცხოვრობს.

სასურსათო ციკლი

სასურსათო ნარჩენები გლობალური პრობლემაა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2013 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში წარმოებული საკვების მესამედი სანაგვეებზე იყრება. „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“ (CENN) მიერ 2016 და 2018 წლებში ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების 40% ორგანულია, საიდანაც მნიშვნელოვანი წილი სასურსათო ნარჩენებზე მოდის. ქვეყნის თითოეულ მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენები საერთო რაოდენობის უმეტეს ნაწილს შეადგენს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორფოლოგიური კვლევა კი ამტკიცებს, რომ საერთო ნარჩენებში ყველაზე მეტი სწორედ ორგანული ნარჩენებია

სასურსათო ნარჩენების ზრდას შეიძლება ნებისმიერი მიზეზი იწვევდეს: ვადის გასვლა, არასწორი ეტიკეტირება, შეფუთვის უმნიშვნელო დაზიანება, ახალი პროდუქტის ხარისხის გაუარესება, ჭარბი მარაგი, დიდი ულუფები, ცუდად დაცული ჰიგიენა თუ შენახვის პირობები. გარკვეულ როლს თამაშობს მომხმარებლის განსხვავებული გემოვნება და ადგილობრივი ტრადიციებიც, როგორიცაა, მაგალითად, ექსტრავაგანტული ქორწილები.

ნდობის შენარჩუნების მიზნითა და დაბალი ხარისხით გამოწვეული უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად, სუპერმარკეტის თაროებიდან პროდუქცია ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე იცვლება. გასულ წელს სასურსათო მაღაზიათა ქსელებში ყველაზე დიდი დანაკარგი ხილსა და ბოსტნეულზე მოდიოდა, რასაც ხორციც მოსდევდა. ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი ანგარიშის თანახმად, რომელსაც ავტორი გაეცნო, სასურსათო ქსელებში, ყოველ მესამე დღეს, ერთ ფილიალზე 300-დან 500 კილოგრამამდე საკვები ნარჩენი მოდის

როგორც წესი, ისეთ მალფუჭებად საკვებზე, როგორიცაა, მაგალითად, ხორცი, მითითებულია ვადა, რომლის ამოწურვამდეც პროდუქტი აუცილებლად უნდა მიირთვათ. უფრო გამძლე საჭმელზე კი, როგორიცაა მარცვლეული, მითითებულია ის თარიღი, რომლის დადგომამდეც პროდუქტი საუკეთესო თვისებებს ინარჩუნებს, თუმცა მისი მოხმარება ვადის ამოწურვის შემდეგაც დაშვებულია. რადგან ამ წარწერებს შორის განსხვავება ბევრისთვის გაუგებარია და მომხმარებელთა უმეტესობა თავის დაზღვევას ამჯობინებს, სასურსათო მაღაზიებიდან დიდი რაოდენობის პროდუქცია ვადის ამოწურვამდე იყრება.

ამასთან, საკვების განაწილება ბევრი ბიზნესისთვის ზარალიანია. მკაცრი საგადასახადო რეგულაციების გამო, სუპერმარკეტები უარს ამბობენ დარჩენილი საკვების გაჩუქებაზე. ეს იმიტომ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის გადაცემული პროდუქციაც კი იბეგრება და სასურსათო მაღაზიებს გაჩუქებისას დამატებით 18%-ის გადახდა უწევთ. თანაც, არ არსებობს დონორის დამცავი რეგულაციები, რის გამოც სრული პასუხისმგებლობა სუპერმარკეტს ეკისრება.

ჯერ კიდევ ვარგისი საკვები, გადაყრის ნაცვლად, საქართველოს სათნოების სახლებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის რომ მიეცათ, ბევრი რამ შეიცვლებოდა. „კათარზისი“ – თბილისის კიდევ ერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც 1990 წელს დაარსდაგაჭირვებული მოსახლეობისთვის საკვებსა და სხვადასხვა სერვისს უზრუნველყოფს. შენობაში გაერთიანებულია სასადილო სივრცე, კაფე, თეატრი და ბიბლიოთეკა. გულიკო რომანიშვილი, „კათარზისისვიცეპრეზიდენტი, ორგანიზაციისა და სუპერმარკეტევრო პროდუქტისშარშანდელ თანამშრომლობას იხსენებს: „საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუ შევქმენით. მასში შესული პროდუქტები ბევრი ბენეფიციარისთვის ეგზოტიკურიც კი იყო, მაგალითადმდნარი ყველი და ლუდი. მაღაზიის გამოგზავნილი ლუდით აღფრთოვანდნენმანამდე ასეთი ხარისხიანი პროდუქტი, მგონი, არც გაესინჯათ“. „კათარზისსყოველდღიურად პერსონალის 10 წევრის დაფინანსება აქვს და საქმიანობას მოზიდული დონორების დახმარებით განაგრძობს. გულიკოს აზრით, თუ სასურსათო მაღაზიებიდან და საწყობებიდან გამოგზავნილ დახმარებას მუდმივი ხასიათი ექნებოდა, ეს ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლიდა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ისინი ეხმარებიან.

საქართველოში სუპერმარკეტებიდან ბევრი პროდუქტი იყრება. ზოგჯერ ამ პროდუქტებს შენახვის ვადა ჯერ გასული არ აქვთ. თბილისი, 9 ივნისი, 2019.

ფასდაკლება რძის პროდუქტებზე სუპერმარკეტში. თბილისი, 9 ივნისი, 2019.

ფასდაკლება ხორცის პროდუქტზე სუპერმარკეტში. თბილისი, 9 ივნისი, 2019.

ეს პროდუქტი ბევრ სოციალურად გაჭირვებულ ადამიანს თბილისში შიმშილს გადაარჩენდა. თბილისი, 9 ივნისი, 2019.

სუფრიდან ნაგავსაყრელამდე

 

თუ სასურსათო მაღაზიები ბევრ საჭმელს ყრიან, მათ არც რესტორნები ჩამოუვარდებიან. იმ საკვები პროდუქციიდან, რომელსაც რესტორანი ყიდულობს, დაახლოებით 4-10% ადგილზე მიტანამდე იყრება. „ბევრი რესტორანი სამზარეულოს ნარჩენებს ახარისხებს და პერსონალზე ანაწილებს. ჩვენ ნარჩენების შემცირებას ამ გზით ვცდილობთ,“ – აღნიშნავს 57 წლის ხათუნა ბოცვაძე, რესტორანფაიტონისმფლობელი.

რა ნარჩენებზეა საუბარი? საქართველო ცნობილია კულინარიული ტრადიციებით. სუფრა, რომელზეც ერთმანეთს სხვადასხვა ეროვნული კერძი ცვლის, ქვეყნის კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. თუ ადრე სუფრის საჭმელი ოჯახში რჩებოდა და რამდენიმე დღის საკვებად გამოიყენებოდა, დღეს სუფრებმა რესტორნებში გადაინაცვლა, სადაც უამრავი ნარჩენი ნაგავში იყრება.   

იმას, რაც მაგიდასთან ერთხელ უკვე მოიტანეს, მეორედ ვეღარ მოიტანენ. 2020 წლიდან ახალი კანონი იმასაც კი აკრძალავს, რომ სასურსათო ნარჩენებით ცხოველები გამოკვებონ. „მახსოვს, სამზარეულოში დარჩენილი საჭმელი საქველმოქმედო დაწესებულებას შევთავაზე და უარი მითხრეს. არადა, იმდენი იყო!“ – იხსენებს ხათუნა. ამიტომაცაა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები თანამშრომლობას არა რესტორნებთან, არამედ სასურსათო მაღაზიებთან ამჯობინებენ, რადგან მათ საკვების უფრო სანდო წყაროდ მიიჩნევენ.



რატომ არის მნიშვნელოვანი?

საკვებზე წვდომის საკითხი ნებისმიერ საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფს. მაშინ, როცა ბევრ ადამიანს იმის გარანტიაც კი არ აქვს, რომ მომდევნო დღეს საკვები, თავშესაფარი ან სითბო ექნება, მსოფლიოში სასურსათო ნარჩენების გლობალური ეპიდემია მძვინვარებს. Oxfam-მა და RAPDI-, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაზე ორიენტირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2016 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად ქართველების 11% მუდმივად მათხოვრობს იმისათვის, რომ საჭმელი იყიდოს, 8% საკვების გარანტიის გარეშე ცხოვრობს, 21% კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. „კარიტასისადაკათარზისისმსგავსი საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც გაჭირვებულთათვის საჭმელს უზრუნველყოფენ, იძულებულები არიან, ქველმოქმედებისათვის საკვები თავად შეიძინონ.

თუმცა, ფარული ხარჯები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და ეს ხშირად სოციალურ უთანასწორობასაც სცდება. ინდივიდებს, ბიზნესებს, მუნიციპალიტეტებსა და, ზოგადად, ქვეყნებს, სასურსათო ნარჩენები ძალიან ძვირი უჯდებათ. მაგალითად, სასტუროების საკვებ ბიუჯეტში 3-5% გათვლილია იმ ნარჩენებზე, რომელთა თავიდან აცილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასეთი ნარჩენები მოვაჭრეებს მოგების 4%-მდე უჯდებათ მაშინ, როცა მომხმარებელთათვის წარმოებული საკვების 10-28% მათ გაყიდვამდე იყრება

სურსათის ნარჩენები მძიმე ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს. საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების დიდი ნაწილი 400-მდე უკანონო ნაგავსაყრელზე ხვდება, რაც დიდ ზიანს აყენებს ცხოველებს და ნიადაგსა და ჰაერს აბინძურებს. ნაგავსაყრელზე გახრწნილი საკვები ნარჩენებიდან გამოიყოფა ნახშიროჟანგი და მეთანი, რომელიც სითბური აირია და ნახშიროჟანგზე, სულ მცირე, 28-ჯერ უფრო ძლიერი და საზიანოა.

კენკრა, რომელიც არ გაიყიდა. დეზერტირების ბაზარი, თბილისი, 10 ივნისი, 2019.

გადასაყრელად გამზადებული ბოსტნეული ყუთში. საჭმლის ნარჩენებისგან ქვეყანა რომ წარმოვიდგინოთ, ის მომწამლავი ნივთიერებებით დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყარო იქნებოდა. სამგორის ბაზარი, თბილისი, 10 ივნისი, 2019.

ამ პროდუქტებიდან ნახევარზე მეტი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება. კვლევა აჩვენებს, რომ ნაგავსაყრელები მეთანით დაბინძურების რიგით მეორე მსხვილი წყაროა. ის 28-ჯერ უფრო ძლიერად აბინძურებს გარემოს, ვიდრე ნახშიროჟანგი. სამგორის ბაზარი, თბილისი, 10 ივნისი, 2019.

რისი გაკეთება შეიძლება?

ამ ყველაფრიდან ბუნებრივი გამოსავალი ნაგავსაყრელისთვის განწირული სურსათის ხელახალი გადანაწილებაა. ეს ეფექტური იქნება, თუმცა თანაბარი განაწილება საკმაოდ კომპლექსური საკითხია. მეთიუ რუვიერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტს, სჯერა, რომ ამ მიზნის განხორციელებაში სასურსათო ბანკებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსმონაცემებზე დაყრდნობით, კვების პროგრამაში ჩართულ ადამიანთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამ სტატიაში გამოკითხული საქველმოქმედო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ თუ სურსათს დონაციის სახით მიიღებენ და საჭმელი მათი საყიდელი აღარ იქნება, ისინი ორჯერ უფრო მეტი გაჭირვებულის დაპურებას შეძლებენ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და სამთავრობო სააგენტოების, საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და სასურსათო მაღაზიების გაერთიანებას ცდილობს, რათა საკვები ნარჩენების უარყოფითი ფინანსური გავლენა შეამციროს, ეფექტური გადანაწილების მოდელები შეიმუშაოს და კანონთან დაკავშირებული ბარიერებიც გადალახოს. ზოგიერთი სასურსათო მაღაზია უკვე მუშაობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და მათ ჩამოწერილ პროდუქციას დაბალ ფასში აძლევს, რათა სასურსათო ნარჩენებს მინიმუმამდე ამცირებს.

მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა საკვები ნარჩენების შემცირებას ინოვაციური მეთოდებით ცდილობს: მაგალითად, დიდ ბრიტანეთში შექმნილია საზოგადოებრივი სასადილოები, რომლებიც მთლიანად ნაგავსაყრელისთვის განწირული საკვებით მარაგდება; საფრანგეთში სუპერმარკეტებს აკრძალული აქვთ ჯერ კიდევ ვარგისი პროდუქციის გადაყრა; სამხრეთ კორეაში მომხმარებლებს დამატებითი გადასახადი ეკისრებათ იმ ორგანული ნარჩენებისათვის, რომელზეც პასუხს თავად აგებენ; გერმანიაში კი ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი მაცივრები და სასურსათო მაღაზიები, რომლებიც გაჭირვებულებისთვისაა განკუთვნილი და ზოგჯერ მობილური აპლიკაციებითაც კი იმართება

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოში უკვე ბევრი კრეატიული გზაა შემუშავებული იმისათვის, რომ საკვები ნაგავში არ აღმოჩნდეს და, სანაცვლოდ, დააპუროს ის, ვინც მშიერია. დროა, ამ პროცესში საქართველოც ჩაერთოს.

თბილისში უკვე 26 ადგილას განთავსებულია ნარჩენების დახარისხების სტენდები თქვენ შეგიძლიათ დაახარისხოთ პლასტამასა, ალუმინი, მინა, და ქაღალდი! ერთად ვიზრუნოთ გარემოზე. 

გამოცემები

ჩვენ გარშემო

შემდეგი