ყველა დაკლებულ კილოგრამზე 50 ლარს გადაგიხდი

ანნა სარუხანოვა

დღეს ახალგაზრდა გოგოები ბევრი სტერეოტიპის მსხვერპლები არიან. მათ კარნახობენ როგორ გამოიყურებოდნენ, რა ეცვათ და რამდენ კილოგრამს იწონიდნენ. ამ სტანდარტებს ხშირად სილამაზის ჟურნალები აწესებენ და მათ ინსტაგრამიც ამკვიდრებს. დიდი გავლენა აქვს თანატოლებისა და ოჯახის წევრების მოსაზრებასაც.

ხშირად ზუსტად ეს თავსმოხვეული სტანდარტები და მოლოდინები განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს. “მეც მაქვს ეს გამოცდილი. თავიდანვე პატარა და გამხდარი ვიყავი. ბევრი წელი მტანჯავდა აზრი, რომ საშინლად ბავშვური ვიყავი. “არ ვიცოდი როგორ მომეპოვებინა ჰარმონია საკუთარ თავსა და საზოგადოების მიერ შექმნილ მოლოდინებს შორის. თითქოს შეუძლებელი იყო მყვარებოდა საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვიყავი.

ამ ფილმით მინდა მოვყვე იმ გოგოების ისტორიები, რომლებმაც შეძლეს და გათავისუფლდნენ საზოგადოებრივი წნეხისგან. ოთხი განსხვავებული ისტორია, ოთხი განსხვავებული თავგადასავლით. თითოეულ მათგანს მოუწია საზოგადოების, მშობლებისა და მათ შორის, საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა.

ოთხივე ისტორია ნამდვილ ამბავს გვიყვება. ამბავს იმაზე, როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის შეყვარება, რა ძალა აქვს თვითრწმენას და როგორ შეუძლია ამ ყველაფერს შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე. 

გამოცემები

ჩემი სხეული - ჩემი არჩევანი

შემდეგი