19 წლის აისელი, წესით, სიცოცხლით უნდა დამტკბარიყო. უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები უკვე ჩაბარებული ჰქონდა და თბილისში მათემატიკას სწავლობდა. ცხოვრებაში პირველად, სახლიდან შორს, საოცნებო მომავლის შესაქმნელად პირველ ნაბიჯებს დგამდა.

თუმცა, აისელი მუდმივ შიშში ცხოვრობდა. მეორეკურსელი სტუდენტი მთელ დღეებს იმაზე ფიქრში ატარებდა, რას იტყოდნენ მასზე სოფელში, ქვემო ქართლის ერთ-ერთ პროვინციაში მცხოვრები ადამიანები. აზერბაიჯანელ გოგონას ეშინოდა, რომ თუ გარეთ გავიდოდა და უცხო ბიჭს გამოელაპარაკებოდა, ვინმე ნაცნობი დაინახავდა, სახლში ამბავს ჩაიტანდა და ყველას აფიქრებინებდა, რომ აისელი ცუდ გზას დაადგა. 

ამის წარმოდგენაც კი საკმარისი იყო იმისათვის, რომ სწავლასთან დაკავშირებული გეგმები ჩაშლილიყო. “ჩემი ოცნება იყო, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. ეს რომ გავამხილე, მხარი არავინ დამიჭირა,” – იხსენებს აისელი. მის მშობლებს არწმუნებდნენ, ქალიშვილი უნივერსიტეტში არ გაეშვათ, რადგან „სტუდენტი გოგოები უსირცხვილოები ხდებოდნენ“.

19 წლის აისელი ცდილობს, აღარ ეშინოდეს იმის, რომ ვინმე ჭორებით რეპუტაციას შეულახავს: „ჭორაობენ ხოლმე, როგორ დაინახეს, რომ „ეს გოგო“ ტაქსიდან შუაღამისას გადმოდიოდა.“


„ამიტომაც იყო, რომ ჩემი მშობლები ყოყმანობდნენ. იცოდნენ, რომ თბილისში წასულ სტუდენტ გოგოზე ჩვენი სოფლის ხალხი კარგს არაფერს იტყოდა,“ – ამბობს აისელი, – „სულ ჭორაობდნენ, რომ „ერთი გოგო შუაღამეს ტაქსიდან გადმოსული დაინახეს“, ან „შეამჩნიეს, როგორ ელაპარაკებოდა ერთი გოგო ვიღაც ბიჭს კაფეში“...

აისელმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მშობლები დაეთანხმებინა და განათლება მიეღო. სანაცვლოდ, დაიფიცა, რომ არსად წავიდოდა, გარდა უნივერსიტეტისა და სახლისა, რომელსაც ოთხ სხვა გოგოსთან გაიყოფდა.

აისელი სიტყვას ასრულებდა. მთლიანად სწავლაზე იყო ორიენტირებული და მაქსიმალურად ცდილობდა, უნივერსიტეტში არავისთან ეკონტაქტა. თუმცა, დაუძლეველი შიში იმისა, რომ მის მშობლებს ვინმე რამეს ეტყოდა, ნელ-ნელა დეპრესიაში იზრდებოდა. 

„ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, „რას იტყვის ხალხი“. სწორედ ამიტომ, ბოლო ორი წელი მხოლოდ სახლსა და უნივერსიტეტში გავატარე. ჩემი კურსელები ლექციების შემდეგ ერთად გადიოდნენ და სეირნობდნენ ხოლმე, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არსად მივყვებოდი,“ – იხსენებს აისელი, – „გამომდინარე იქიდან, რომ ხალხის აზრი მეც მაღელვებდა, ბიჭ მეგობრებთან საუბარს მაქსიმალურად ვერიდებოდი. მეშინოდა, რომ ვინმე დამინახავდა და სოფელში ჭორებს ამიგორებდა. ვიაზრებდი, რომ ეს მოლანდებები ჩემი შიშების ბრალი იყო და ვერავინ ვერაფერს იტყოდა იმის გამო, რომ უნივერსიტეტში ვიღაც ბიჭს ველაპარაკებოდი. თუმცა, ამ შეგრძნებებს მაინც ვერ ვაკონტროლებდი.“

ნელ-ნელა აისელმა შიშებთან გამკლავება ისწავლა და კურსელებთან ურთიერთობა დაიწყო.

როგორც ფსიქოლოგი კონულ ალიევა ამბობს, შიში, რომელიც აისელს მართავდა, მასში წლების განმავლობაში პროგრამდებოდა.

19 წლის აისელი და 22 წლის გიუნაში ქვემო ქართლის სამხრეთიდან არიან, სადაც კონსერვატიულად მოაზროვნე, ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ისინი დანარჩენი საზოგადოებისგან იზოლირებულები არიან იმიტომ, რომ ქართულად არ საუბრობენ. სწორედ ეს იზოლაცია ქმნის დახურულ წრეს, რომელიც ძალიან რთულად ეგუება ცვლილებებსა და ისეთ სოციალურ ნორმებს, როგორიცაა, მაგალითად, ქალის უფლება, დამოუკიდებლად წარმართოს საკუთარი ცხოვრება.


გენდერული უთანასწორობა და სტერეოტიპები, რომლებიც გოგონების შესაძლებლობებს ზღუდავს, საქართველოში საკმაოდ ფესვგადგმულია. თუმცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეს საკითხი განსაკუთრებულად მწვავეა ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ადრეული ქორწინება, რომელიც ამ რეგიონში ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა – გამოკითხულ ქალთა 30%-ი გათხოვებისას არასრულწლოვანი იყო, 5%-ი კი, 13-14 წლის ასაკში დაოჯახდა.

კონულ ალიევას თქმით, ეს კულტურა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ დიასახლისისა და დედის როლში განიხილავს. გოგონები იზრდებიან იმაზე ფიქრით, რა არ შეუძლიათ. მათი ცხოვრება მთლიანად შიშზეა დაფუძნებული.

„რადგან გოგონები უფრო მგრძნობიარეები არიან, ყველაფერს, რაც საზოგადოებაშია დამკვიდრებული, მათზე უფრო დიდი გავლენა აქვს. ეს, განსაკუთრებით, დაუწერელ კანონებში გამოიხატება,“ – ამბობს ალიევა და აღნიშნავს, რომ სწორედ ეს იწვევს მორცხვობას, დაბალ თვითშეფასებასა და სხვა ბევრ კომპლექსს. გოგოებს ასწავლიან არა იმას, რომ საკუთარ ცხოვრებაზე, მომავალსა და მიზნებზე იზრუნონ, არამედ იმას, რომ ყველგან, სადაც წავლენ, მათთვის დაწესებულ აკრძალვებს დაემორჩილონ. „მაშინ, როცა ბიჭებს თავისუფლად სიარული შეუძლიათ, გოგონებს მუდმივად აკონტროლებენ. ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება, თუმცა პრობლემა მაინც არსებობს. ჩემი აზრით, ეს საკითხი ეროვნულ ცნობიერებას უკავშირდება,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ნონა სამხარაძე, გენდერის სპეციალისტი ქვემო ქართლის რეგიონში, ამბობს, რომ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში არსებობს ბევრი ბარიერი, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეწინააღმდეგება. ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ იმიტომ, რომ ქართულად ვერ ლაპარაკობენ. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება ნელ-ნელა უმჯობესდება, ახალგაზრდები – განსაკუთრებით კი გოგონები – ჯერ კიდევ იმ სტერეოტიპებით იზრდებიან, რომლებსაც მშობლები და ბებია-პაპები შთააგონებენ. 

სწორედ ასე იყო 22 წლის გიუნაშის შემთხვევაშიც. ფრიადოსანმა მოსწავლემ ოჯახს გასაგებად აუხსნა, რატომ გეგმავდა თბილისში სწავლის გაგრძელებას, თუმცა ბებიამ ყველაფერი სცადა იმისათვის, რომ გოგონა სახლში დარჩენილიყო.

„ჯერ კიდევ მერვე კლასში ვიყავი, უნივერსიტეტზე ოცნება ხმამაღლა რომ დავიწყე. მაშინ ჩემს ნათქვამს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, მაგრამ მე-12 კლასი რომ დავამთავრე და მისაღები გამოცდებისათვის მომზადება დავიწყე, ჩემი ოჯახი პანიკაში ჩავარდა,“ – იხსენებს გიუნაში, – „ბებიაჩემი განსაკუთრებულად აღშფოთდა და გამომიცხადა, სწავლა თუ გინდა, მარნეულში, ჩვენ თვალწინ ისწავლეო. მეკითხებოდა, მაგისთვის თბილისში წასვლა რა საჭიროა – გოგო ხარ, ბიჭი ხომ არ ხარო?!“

გიუნაში თბილისშიც კი გრძნობს ზეწოლას ოჯახისგან, რომელსაც სურს, რომ ის მორჩილი, საზოგადოებისგან იზოლირებული გოგონა იყოს. ბოლო რამდენიმე წელია, ამ შიშებისგან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, შინაგანი შიში მოსვენებას მაინც არ აძლევს.

გიუნაშის დედას, ლალას, ძალიან უხარია, რომ მისი ქალიშვილი განათლებას იღებს, თუმცა გოგონას მომავალსა და ოჯახის რეპუტაციაზე მაინც ნერვიულობს: „სოფელში სულ სტუდენტ გოგონებზე ჭორაობენ, რაც ძალიან მაწუხებს. არ მინდა, ჩემი ოჯახიც ამ ჭორების სამიზნედ იქცეს.“


გიუნაშმა, რომელიც დღეს ისტორიას სწავლობს, როგორღაც მშობლების დაყოლიება შეძლო, ბებიას კი დაჰპირდა, რომ სტუდენტობის 4 წლის განმავლობაში „კარგი გოგო“ იქნებოდა.

„ჩვენს სოფელში – ისევე, როგორც ყველგან – სტუდენტ გოგონებზე ხშირად ჭორაობდნენ. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბევრი ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მახსოვს, მამაჩემი სულ იმას იმეორებდა, კაცისთვის სახელის გატეხვა სიკვდილის ტოლფასიაო,“ – იხსენებს გიუნაში. დედამისი, ლალა, ძალიან ბედნიერია, ქალიშვილს უნივერსიტეტში რომ აგზავნის, მაგრამ მის მომავალზე მაინც ნერვიულობს: „სწავლაზე მეც ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი გოგოსავით გამბედავი ვერ აღმოვჩნდი და 16 წლის ასაკში იძულებით გამათხოვეს. დაოჯახების შემდეგ კი – „კარგი რძალი“ რომ ვყოფილიყავი – რასაც მეტყოდნენ, ყველაფერს ხმაამოუღებლად ვაკეთებდი.“

გიუნაშის დედა, ლალა, და მისი მზითვი ქვემო ქართლის სახლში. „სწავლაზე მეც ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი გოგოსავით გამბედავი ვერ აღმოვჩნდი და 16 წლის ასაკში იძულებით გავთხოვდი. დაოჯახების შემდეგ – „კარგი რძალი“ რომ ვყოფილიყავი – რასაც მეტყოდნენ, ყველაფერს პირუჩუმრად ვაკეთებდი.“

ლალას სამი ქალიშვილი ჰყავს. ორი მათგანი ნაადრევად გათხოვდა. ამბობს, რომ გიუნაში თავისი დებივით მორჩილი არასოდეს ყოფილა.

გიუნაში და ლალა მაქსიმალურად ცდილობენ, გათავისუფლდნენ იმ მოლოდინებისა და შეზღუდვებისგან, რომლებსაც მათ საზოგადოება უწესებთ.

„ჩვენს სოფელში – ისევე, როგორც ყველგან – სტუდენტ გოგონებზე ხშირად ჭორაობდნენ. ჩემმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბევრი ჭორი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მახსოვს, მამაჩემი სულ იმას იმეორებდა, კაცისთვის სახელის გატეხვა სიკვდილის ტოლფასიაო.“

ლალა: „გიუნაშს სულ დედაჩემის სიტყვებს ვუმეორებ – სტუდენტობის ოთხი წელი ისე უნდა გაატაროს, რომ კარგი სახელი შეინარჩუნოს.“


43 წლის ლალას სამი ქალიშვილი ჰყავს. ორი მათგანი ადრეულ ასაკში გათხოვდა. „გიუნაში ჩვენგან შორს ცხოვრობს. ერთი მხრივ, მიხარია, რომ განათლებას იღებს. მეორე მხრივ კი, შინაგანი შიში არ მასვენებს. სოფელში სულ სტუდენტ გოგონებზე ჭორაობენ, რაც ძალიან მაწუხებს. არ მინდა, ჩემი ოჯახიც ამ ჭორების სამიზნედ იქცეს. ამიტომ, გიუნაშს სულ დედაჩემის სიტყვებს ვუმეორებ – სტუდენტობის ოთხი წელი ისე უნდა გაატარო, რომ კარგი სახელი შეინარჩუნო,“ – ამბობს ლალა და აღნიშნავს, რომ გიუნაში არასოდეს ყოფილა თავისი დებივით მორჩილი, – „სულ იმას გვპასუხობს, იქნებ, სულაც არ მინდა, რომ მასეთი გოგო ვიყოვო.“

გიუნაში თბილისშიც კი გრძნობს ოჯახის ზეწოლას, რომელსაც უნდა, რომ ის მორჩილი, საზოგადოებისგან იზოლირებული  იყოს. ბოლო რამდენიმე წელია, ამ შიშებისგან გათავისუფლებას ცდილობს: „არ მინდოდა, სტუდენტური წლები მხოლოდ უნივერსიტეტსა და სახლში გამეტარებინა, მაგრამ რადგან შიში ჯერ კიდევ ვერ დავძლიე, ამ ჩარჩოების გარღვევა მაინც მიჭირს. ჩემი ოჯახი ხალხის აზრს ამხელა ყურადღებას რომ არ აქცევდეს, ასე აღარ შემეშინდებოდა.“

დღესაც, როცა კურსელებთან ურთიერთობს, შინაგანად მაინც ღელავს: „იმის მაგივრად, რომ გალიაში გამომწყვდეული „კარგი გოგონას“ იმიჯი მოვირგო, გადავწყვიტე, თავისუფალი გიუნაში ვიყო, თუმცა მაინც არ მასვენებს შიში, რომ ვიღაც დამინახავს და იჭორავებს. რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მე ვარ თავისუფალი გიუნაში, რომელიც შიშებთან ერთად ამჯობინებს ცხოვრებას.“

„მე-12 კლასი რომ დავამთავრე და მისაღები გამოცდებისათვის მომზადება დავიწყე, ჩემი ოჯახი დაპანიკდა. ბებიაჩემი განსაკუთრებულად აღშფოთდა და გამოაცხადა, სწავლა თუ უნდა, მარნეულში, ჩვენ თვალწინ ისწავლოსო. მეკითხებოდა, სასწავლად თბილისში წასვლა რა საჭიროა – გოგო ხარ, ბიჭი ხომ არ ხარო?!“

ფრიადოსანმა გიუნაშმა ოჯახს გასაგებად აუხსნა, რატომ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას თბილისში, თუმცა ბებიამ ყველაფერი სცადა იმისათვის, რომ გოგონა სახლში დარჩენილიყო.

„გოგონებს ასწავლიან არა იმას, რომ საკუთარ ცხოვრებაზე, მომავალსა და მიზნებზე იზრუნონ, არამედ იმას, რომ ყველგან, სადაც წავლენ, მათთვის დაწესებულ აკრძალვებს დაემორჩილონ,“ – ამბობს ფსიქოლოგი კონულ ალიევა

გიუნაშსა და დედამისს, ლალას, ჩანთით თბილისისთვის გამზადებული საჭმელი მიაქვთ. გიუნაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობს.

„გადავწყვიტე, ვიყო თავისუფალი გიუნაში, რომელიც ცხოვრობს იმის შიშით, რომ შეიძლება ვიღაცამ დაინახოს.“

გამოცემები

შიში

შემდეგი