არდადეგები

შორენა თევზაძე


ბებიაჩემისა
და ბაბუაჩემის სახლი, სადაც ბავშვობის არდადეგებს ვატარებდი, კარგა ხანს მაშინებდა. ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში ბევრი რამ ჩნდებოდა: სიბნელის შიში, მარტოობის შიში, ერთგვარი მისტიციზმი. ზოგჯერ საგნებსაც კი, სულიერ არსებებად აღვიქვამდი. სოფლის სახლს მომავალში სამყაროსგან მოწყვეტილ, მარტოსულ და ბუნებაში ჩაკარგულ არსებად წარმოვიდგენდი ხოლმე.

მეორე სართულის დერეფანს განსაკუთრებით ვერიდებოდი. მისაღები ოთახის კარი სულ ღია იყო და იქიდან გარდაცვლილების სურათები  მიყურებდნენ

დღეს სოფლის სახლი სულ უფრო მეტად ემსგავსება ჩემს ბავშვურ შიშებს. ნაცნობი ადგილებიც ბუნებამ დაიკავა. ტელევიზორის ეკრანიდან შემოჭრილ ცხოვრებას კი კოკისპირული წვიმის ხმაური შთანთქავს. 



ფილმში გამოყენებულ აუდიო თუ ვიზუალური მასალის საავტორო უფლებებზე პასუხისმგებელია 
ფილმის ავტორი.

გამოცემები

შიში

შემდეგი